ნიჭიერი ახალგაზრდა მოჭიდავის ფირუზ წულუკიძის მსგავსად, წვერის გაპარსვაზე უარი ევროპის ორგზის ჩემპიონმა ელჩინ ალიევმა განაცხადა
არც ისე დიდი დრო გავიდა საქართველოს "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებში ვაჰაბიტურ ნიადაგზე და წვერის გაპარსვასთან დაკავშირებული სკანდალიდან, რამაც ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდის, ფირუზ წულუკიძის (66) კარიერა შეიწირა - ვაჰაბიტებთან კავშირის ბრალდებით, თავის მწვრთნელთან ერთად ის ჯერაც პატიმრობაში იმყოფება.

მოჭიდავე ფირუზ წულუკიძეს მუსულმანობის გამო ტერორისტებთან კავშირს აბრალებენ

როგორც ჩანს, ახლა ანალოგიური პრობლემის წინაშე აზერბაიჯანის იმავე სტილის მოჭიდავეთა ნაკრები დადგა, სკანდალის ეპიცენტრში კი ბევრად უფრო სოლიდური ვარსკვლავი, ევროპის ორგზის ჩემპიონი ელჩინ ალიევი (55) აღმოჩნდა. იქაური მედია ვაჰაბიტურ წრეებთან მის კავშირზე ჯერჯერობით პირდაპირ არაფერს წერს, მაგრამ ფაქტია - მასაც მოსთხოვეს წვერის გაპარსვა, რაზეც უარი განაცხადა და ნაკრების შეკრებაც დატოვა.

ჩვენთვის მოულოდნელად, იქაური პრესა წერს, რომ აზერბაიჯანელი "ბერძენ-რომაელები" თებერვლის შუა რიცხვებში თბილისში აპირებდნენ შეკრებაზე ჩამოსვლას. ინფორმაცია გაგვიკვირდა, რადგან ამის შესახებ ჩვენებისგან არაფერი გაგვიგონია და ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ გვითხრა კიდეც, რომ მან არაფერი იცის.

ვერ გეტყვით, საიდან მოიტანა იქაურმა მედიამ ეს ინფორმაცია, მაგრამ მათი ნაკრები ახლა ბაქოშივე გადის შეკრებას და ზემოაღნიშნული ინციდენტიც იქ მოხდა რამდენიმე დღის წინათ - ნაკრების ირანელმა მთავარმა მწვრთნელმა ჯემშიდ ხეიდარაბადიმ ალიევს წვერის გაპარსვა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

"რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ვარჯიშზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯემშიდ ხეიდარაბადიმ სთხოვა მას, დაემოკლებინა გრძლად მოშვებული წვერი, რადგან ის ხელს უშლის მეტოქეს. ეს არ იყო მხოლოდ მწვრთნელის თხოვნა, არამედ შეხვედრის მიმდინარეობისას ჰიგიენური ნორმების დაცვას ფილას რეგულაციებიც ითვალისწინებს. ამის შემდეგ ალიევმა დატოვა შეკრება.

ის კარგი სპორტსმენია, მაგრამ უნდა გაიგოს, რომ არავინ ეწინააღმდეგება მის რელიგიურ აღმსარებლობას. ნაკრებში არიან მუსლიმანებიც და ქრისტიანებიც, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მაგრამ ჰიგიენური ნორმების დაცვა აუცილებელია.

როგორ შეიძლება ჭიდაობა, როცა შენი წვერი ხელს უშლის მეტოქეს? ნაკრების კარი ღიაა ალიევისთვის. როცა ის დაიმოკლებს წვერს, ვარჯიშსაც განაახლებს", - განაცხადა ფაქტის კომენტირებისას აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა აჯდად ჯაფაროვმა.

უეჭველია, ნაკრების ქრისტიან წევრებზე საუბრისას ის ქართველ შალვა გადაბაძესაც (98) გულისხმობდა, ევროპის სამგზის და მსოფლიოს მესამე პრიზიორს, თუმცა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იქაურებს ორი ქართველი კიდევ ჰყავთ.

როგორც ვხედავთ, ჯაფაროვს პირდაპირ არ დაუდანაშაულებია ალიევი ვაჰაბიტებთან კავშირში, თუმცა რელიგიურ ასპექტზე ხაზგასმა გვაფიქრებინებს, რომ საქმე სწორედ ამაშია. თან სცენარიც ნაცნობია - წულუკიძემაც და ალიევმაც კატეგორიულად იუარეს წვერის გაპარსვა, თორემ სხვა ვითარებაში განა ეს რა პრობლემა იყო, ამის გამო კარიერა რომ არ გაიფუჭონ?

კიდევ ერთი საერთო ისაა, რომ ორივეს გრძლად მოშვებული წვერის შემოკლება სთხოვეს, მაგრამ ამაზეც ცივი უარი მიიღეს.

ალიევი სერიოზული ფიგურაა უმჩატეს წონით კატეგორიაში. მან შარშან თბილისშიც იჭიდავა ევროპის ჩემპიონატზე და ფინალშიც გავიდა, სადაც ბელორუს ელბეკ ტაჯიევთან წააგო და ვერცხლს დასჯერდა. მსოფლიოს პირველობაზე ის უკვე ვეღარ მოხვდა ნაკრებში - ორჰან ახმადოვმა აჯობა, თუმცა ეს სულაც არ აკნინებს მის ლიდერობას, ის კვლავაც რჩება წონის ფავორიტად.

სამწუხაროდ, ამ წონაში დიდი ამბიციები არ გაგვაჩნია, მაგრამ იქ მიმდინარე მოვლენები მაინც საყურადღებოა. თან, ამ წონის 57 კილოგრამად გადაკეთება იქნებ ჩვენც წაგვადგეს საკადრო პრობლემების დაძლევაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან
2 ივლისს ახალგაზრდა მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას იწყებენ
ჭიდაობაში მსოფლიოს პირველობაზე მამლუქები გვიპირისპირდებიან
ბაქო 2015-ის შეჯამება: მწარე რეალობა ოლიმპიადამდე ერთი წლით ადრე
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ნაკრები: რეინკარნირებული გუნდი
ბ/რ ჭიდაობა: ბეგი დარჩიამ რუმინეთში "ევროპის ერთა თასისთვის" შემადგენლობა დაასახელა
მოჭიდავე ფირუზ წულუკიძეს მუსულმანობის გამო ტერორისტებთან კავშირს აბრალებენ
ბერძნული როქი - რევაზ ლაშხი ბეგი დარჩიას ნაცვლად
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
შმაგი ბოლქვაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე სირცხვილისგან გვიხსნა
ახალგაზრდა ქართველმა "ბერძენ-რომაელებმა" მსოფლიოს პირველობის პირველი დღე ჩააგდეს
ბ/რ ჭიდაობა. რუმინეთის ტურნირის წინ: დიდი ციკლის დასაწყისი
ორი ჯოკერი ნაკრებში - პეტრიაშვილი და ქაჯაია, შეუჩერებელი ტალანტები