საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ოლიმპიელებს მიმართავს და მათ წარმატებას უსურვებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ოლიმპიელებს მიმართავს და მათ წარმატებას უსურვებს.

როგორც ღარიბაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, დაუშვებელია სპორტის პოლიტიზება და სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობით, საქართველო დგამს კეთილი ნების ნაბიჯს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ზოგადად, ოლიმპიური მოძრაობის მიმართ.

"ძვირფასო ოლიმპიელებო! ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა ნებისმიერი სპორტსმენისათვის უაღრესად საპატიოა.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველი სპორტსმენები აკმაყოფილებთ ოლიმპიური თამაშების სტანდარტებს და მონაწილეობთ მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა უმაღლესი დონის შეჯიბრებებში.

2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩვენში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს, რადგან ოლიმპიადა ტარდება საქართველო-რუსეთის საზღვართან, ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს.

მეტად რთული იყო გადაწყვეტილების მიღება ამ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ, მაგრამ ჩვენ გავითვალისწინეთ სხვადასხვა ფაქტორი და ეს გადაწყვეტილება ქართული სპორტისა და ჩვენი სპორტსმენების, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების სასარგებლოდ მივიღეთ. საქართველოს მეგობრები იზიარებენ ჩვენს პოზიციას.

დაუშვებელია სპორტის პოლიტიზება. სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობით, საქართველო დგამს კეთილი ნების ნაბიჯს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ზოგადად, ოლიმპიური მოძრაობის მიმართ", - ნათქვამია პრემიერის მიმართვაში.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, მთელი საქართველო ქართველი ოლიმპიელების გულშემატკივარია.

"ახლა ჯერი თქვენზეა, ჩვენს სახელოვან სპორტსმენებზე. მთელი საქართველო, ყველანი თქვენი გულშემატკივრები ვართ და განსაკუთრებული ინტერესით ვადევნებთ თვალს თქვენს წარმატებებს", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

სოჭის ოლიმპიადაში სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას: მოთხილამურეები - ნინო წიკლაური, იასონ აბრამიშვილი, ალექსი ბენიაიძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელიც სოჭში 14 თებერვალს კანადიდან ჩავა. საქართველოს ნაკრების მედროშე ოლიმპიადის გახსნაზე ნინო წიკლაური იქნება.

წყარო: interpressnews.ge

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
"ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება" - უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
მანიფესტი, აქცია, შარჟები - ქართველი ოლიმპიელების ახალი სამოსის გამოხმაურება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვარაცხელიას შეხვდა
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
ქართველი სპორტსმენების კალენდარი რიოს ოლიმპიადაზე
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
ღარიბაშვილი 2023 წლის ჩემპიონატს ეხმაურება, მასპინძელი ქალაქი კი შეიცვალა
ქართველ ოლიმპიელთა პირველი, 42-კაციანი ჯგუფი უკვე რიოშია [PHOTO]
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა
ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე