სპორტსმენებს აეროპორტში საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელები და ბრაზილიაში ჩვენი საელჩოს წარმომადგენლები დახვდნენ
ქართველ ოლიმპიელთა პირველი, 42-კაციანი ჯგუფი უკვე XXXI ოლიმპიური თამაშების დედაქალაქშია.

ჩვენი სპორტსმენები და დელეგაციის სხვა წევრები ავიაკომპანია "ლუფტჰანზას" რეისით, მიუნხენისა და ფრანკფურტის გავლით, დილაადრიან ჩაფრინდნენ რიოში.

მათ აეროპორტში დახვდნენ საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელები და ბრაზილიაში ჩვენი საელჩოს წარმომადგენლები.

საინტერესოა, რომ ფრანკფურტიდან რიოში ამავე რეისით იმგზავრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა, რომელსაც ახლდა უცვლელი თანაშემწე - ჩვენი თანამემამულე მარინა ბარამია.

სოკ-ის პრეზიდენტმა აეროპორტში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ეს თამაშები იქნება მსოფლიოს სპორტის ნამდვილი ზეიმი, სავსე ზღვა სიხარულითა და დაუვიწყარი ემოციებით:

"აეროპორტშივე იგრძნობა ოლიმპიური ენერგია. ეს არის ქალაქი, სადაც უამრავ მომღიმარ მოხალისეს და სპორტის გულშემატკივარს შეხვდებით. ვითვალისწინებ რა სპორტისა და ცხოვრების მიმართ ბრაზილიელების განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მართლაც დაუვიწყარი თამაშები ფანტასტიკურ ატმოსფეროში. ჩვენ ველოდებით დიდ თამაშებს, ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა ბრაზილიისა და ბრაზილიელების".

როგორც კი თომას ბახმა რიო 2016-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან, კარლოს ნუზმანთან ერთად დატოვა აეროპორტის ჩამოფრენის ზონა, გამოსასვლელში პირველები გამოჩნდნენ ჩვენი დელეგაციის წევრები.

საბაჟო, სასაზღვრო და სააკრედიტაციო პროცედურების გავლის შემდეგ ისინი გაემგზავრნენ ოლიმპიურ სოფელში, რომელიც აეროპორტიდან ერთი საათის სავალზეა. მათ გზაშივე მიიღეს პირველი ინფორმაცია საცხოვრებელში განთავსების, საწვრთნელ პროცესში ჩართვის, სხვადასხვა ტექნიკური საკითხის შესახებ.

ოლიმპიურ სოფელში დაბინავებულთა შორის არიან სპორტის 9 სახეობის (ძიუდო, მშვილდოსნობა, ძალოსნობა, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ფარიკაობა, მხატვრული ტანვარჯიში, ბატუტზე ხტომა, ცურვა) წარმომადგენლები.

სამედიცინო ჯგუფის წევრები სოფელში შესვლისთანავე შეუდგნენ სამასაჟო-საპროცედურო ოთახების მოწყობას. როგორც ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა გვითხრა, ჩვენი ოლიმპიელები თავს კარგად გრძნობენ (ორ-სამ სპორტსმენს უმნიშვნელო ტრავმა აქვს) და შეჯიბრებამდე საკმარისი დრო აქვთ საიმისოდ, რომ სრულყოფილად გაიარონ აკლიმატიზაციის პროცესი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით

ზვიად ლაზარიდი
ოლიმპიადასთან დაკავშირებით სპეც ნომრის(გაზეთისან ჟურნალის სახით) გამოშვებას ხომ არ გეგმავთ ????????
ქომაგი
კახაბრიშვილი ხუთიანს გვირჩევს ფოტოზე. თორე ხუთი მედალი ცოტაა
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
ლაშა ტალახაძე: ამდენი წელი რკინასთან ჭიდილი ღირდა ამდენი ხალხის გასახარებლად
ხატები, ჩურჩხელები და "ჯადოსნური" სიტყვები - ქართველი სპორტსმენები და ფსიქოლოგია
ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ოლიმპიელებს: ახლა ჯერი თქვენზეა
მანიფესტი, აქცია, შარჟები - ქართველი ოლიმპიელების ახალი სამოსის გამოხმაურება
დღეს სეოკ-ი არჩევანს აკეთებს - ლერი ხაბელოვი თუ ირაკლი მეძმარიაშვილი?
ქართველი სპორტსმენების კალენდარი რიოს ოლიმპიადაზე
სარეკორდო ოლიმპიადა - საქართველოსთვის წარმატებული, მაგრამ...
ლადო ხინჩეგაშვილი: მომავალ მსოფლიოზე მხოლოდ ოქროსთვის ვიბრძოლებ
ლაშა ტალახაძე: რიოს ოლიმპიადაზე იმდენი არ მინერვიულია...