"კარპატიში" ყველაფერი მაკმაყოფილებს, თუმცა საფრანგეთის ჩემპიონატში სიამოვნებით დავბრუნდებოდი"

სლოვენიასთან ამხანაგურ მატჩში ლვოვის "კარპატის" 25 წლის ნახევარმცველ სანდრო გურულს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. გურულმა მეორე ტაიმი ითამაშა და ჩვენმა ნაკრებმა ანგარიში სწორედ მისი გოლით გაათანაბრა. სანდრომ მეხუთე ადგილზე მყოფ "კარპატიში" 12 მატჩი ჩაატარა. ჩემპიონატში არა, მაგრამ თასის გათამაშებასა და ევროპის ლიგაზე გოლებით გამოირჩა. უკრაინულმა "ექსპრესმა" სანდრო გურულზე საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

"კარპატის" ნახევარმცველმა სანდრო გურულმა მამის რეკორდი გაიმეორა. მამამისის, გია გურულის მსგავსად, სანდრომაც ეროვნულ ნაკრებში დებიუტი გოლით აღნიშნა. პირველ სანაკრებო შეკრებასა და მატჩზე სანდრო დღესაც სიამოვნებით ლაპარაკობს.

"გუნდში თბილად მიმიღეს და ამან საკუთარი ძალების რწმენა შემმატა. მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუ მეორე ტაიმში სრულად მომიწევდა თამაში. ვფიქრობ, ცუდი დებიუტი არ გამომსვლია. საგოლე ეპიზოდს დღესაც სიამოვნებით ვიხსენებ. უბედნიერესი განცდა იყო, როცა ჩემი გოლით ანგარიში გავათანაბრეთ", - იხსენებს უმცროსი გურული.

სანდრო მიიჩნევს, რომ სლოვენიასთან მატჩი მისთვის სანაკრებო შანსი იყო.

"რცა ეროვნულ ნაკრებში პირველად მიმიწვიეს, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ეს შანსი იყო ქვეყნის მთავარ გუნდში დასამკვიდრებლად და იგი მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა. გოლიანი დებიუტი მქონდა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს საკმარისი არ არის. კლუბში განსაკუთრებით უნდა მოვინდომო, რათა მომდევნო მატჩებშიც დავიმსახურო ეროვნულ ნაკრებში გამოძახება".

გურული საქართველოს ნაკრების შანსებზეც საუბრობს.

"ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ნაკრები წარმატებით ასპარეზობს. რთულ ჯგუფში ვართ, მაგრამ გამოკვეთილი ფავორიტი არ არის. მეორე ადგილზე მყოფ საბერძნეთის ნაკრებს, რომელსაც სასტარტო მატჩში სტუმრად ფრედ ვეთამაშეთ, ორი ქულით ჩამოვრჩებით. ჩვენ შეგვიძლია, ჯგუფიდან გასვლისთვის ვიბრძოლოთ. უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, თუ ამას შევძლებთ".

საქართველოში დაბადებული და საფრანგეთში გაზრდილი სანდრო გურული აცხადებს, რომ ისევ ფრანგულ ფეხბურთში უნდა დაბრუნება.

"ბულონისა" და "ლიონის" ჭაბუკთა გუნდებში ვთამაშობდი. საფრანგეთის ჩემპიონატში ახლაც სიამოვნებით ვითამაშებდი, მაგრამ ეს სამომავლო გეგმაა. ამჟამად "კარპატიში" ვარ და ამ გუნდში ყველაფერი მაკმაყოფილებს".

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის