საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციამ გაარკვია იმ სპორტსმენთა ვინაობა, რომლებიც ნიმში გასამართ მსოფლიოს ზამთრის ჩემპიონატში გამოვლენ
საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციამ გაარკვია იმ სპორტსმენთა ვინაობა, რომლებიც 25 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, ფრანგულ ნიმში გასამართ მსოფლიოს ზამთრის ჩემპიონატში გამოვლენ.

მწვრთნელთა საბჭომ, ერთი შეხედვით, უცნაური გადაწყვეტილება მიიღო - ძირითადი აქცენტი 20-წლამდელ ბიჭებზე გააკეთა, ქართული მშვილდოსნობის ლოკომოტივად ქცეული ქალთა ნაკრები კი მხოლოდ ერთი მონაწილით იქნება წარმოდგენილი. თან, სახლში რჩება მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა!

ქალთა ტურნირში ჩვენგან მხოლოდ ხათუნა ნარიმანიძე გამოვა, ვაჟთა ნაკრებში კი ლაშა ფხაკაძე, ჯაბა მოსეშვილი და ზურაბ მესტვირიშვილი შევიდნენ, ოღონდ ესენი ახალგაზრდების ტურნირში ისვრიან და არა უფროსებში.

გადაწყვეტილება უცნაური კი ჩანს, მაგრამ ეს კვარტეტი 24-26 იანვარს ხელვაჩაურში გამართული საქართველოს ზამთრის პირველობის შედეგებით შეარჩიეს. მოგეხსენებათ, მშვილდოსნობის ფედერაციამ ეროვნულ ნაკრებში მოსახვედრად თუ შეკრებაზე წასასვლელად კვოტები დააწესა და ახლაც გადაწყვიტეს, მტკიცედ დაეცვათ საკუთარივე კანონი.

დაწესებული კვოტა ამ ოთხეულმა შეასრულა, ან მიუახლოვდა მას. მაგალითად, ნარიმანიძეს ერთადერთი ქულა დააკლდა, მესტვირიშვილს - ორი, თუმცა ამისთვის ისინი არ დაუსჯიათ. აი, ფხაკაძემ და მოსეშვილმა კი შეასრულეს ნორმატივები. საერთოდ, იმ ტურნირზე პირველად მოხდა, ვაჟებმა ქალებს რომ გაუსწრეს შედეგებით.

ხელვაჩაურში მესტვირიშვილს მასპინძელმა მამუკა შუშაძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი აჯობა, მაგრამ მესტვირიშვილს უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა სასტარტოში და ნაკრებში ამიტომ შეიყვანეს. ვგონებთ, ფედერაცია სწორად მოიქცა, როცა მას შანსი მისცა - სავარაუდოდ, ეს ახალგაზრდა სპორტსმენისთვის დიდი სტიმული იქნება.

ჩვენი ნაკრები საფრანგეთში 23 თებერვალს გაფრინდება, 7 თებერვალს კი 14-კაციანი გუნდი - 7-7 ქალი და ვაჟი მწვრთნელების, თამაზ ფუტკარაძისა და გია მაკიევის მეთვალყურეობით, ურეკში გაემგზავრება, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ შეკრებას გაივლის...

როგორც გითხარით, ესაა ზამთრის პირველობა, რომელსაც დარბაზის ჩემპიონატსაც უწოდებენ, რადგან დახურულ სივრცეში ტარდება, 18-მეტრიან დისტანციაზე. ნიმში გუნდის მწვრთნელი მაკიევი იქნება. ცოტა უცნაური შემთხვევაა, რომ ქალთა ნაკრები მხოლოდ ერთი მონაწილით იქნება წარმოდგენილი.

დაბალი სასტარტო შედეგების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ გუნდურში ჩვენებს მაინც შეუძლიათ სიურპრიზების შემოთავაზება, თუმცა, ალბათ, მწვრთნელთა საბჭოც მართალია, როცა დაწესებულ შიდაგანაწესს არ გადაუხვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
ევროპის დიდი პრიზი: ქართველი მშვილდოსანი ქალების მორიგი წარმატება
ანტალიაში მშვილდოსნები დაგვემატნენ
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო
სერგო გათიკაევი: ქართველმა მშვილდოსნებმა ამ პირობებში მაქსიმუმი გააკეთეს
ანტალიის მსოფლიოს თასზე საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზებს
ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა
დედა შვილს არ აიყვანსო - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
საქართველოს მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა "ევროპის დიდი პრიზი" მოიგო
ნატო ნასარიძე: ერთი ოლიმპიური ციკლი ისევ თურქეთში ვიქნები, მერე კი ვნახოთ...