ოდესის "ჩერნომორეცის" ქართველმა ახალწვეულმა თბილისის "დინამოსთან" ჩაშლილ თამაშზე ისაუბრა
ოდესის "ჩერნომორეცის" ქართველმა ახალწვეულმა თორნიკე ოქრიაშვილმა თბილისის "დინამოსთან" ჩაშლილ მატჩზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში გამართული ამხანაგური შეხვედრა ჩაიშალა. ოდესელებმა მატჩის 62-ე წუთზე ოქრიაშვილი გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელით შეცვალეს, რაც დინამოელებმა შეურაცხყოფად მიიღეს და თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს (იხილეთ ვრცლად).

"ისე მოხდა, რომ ტრავმა მივიღე. რადგან ამ დღეს ჩვენ ორი სხვადასხვა გუნდით ვთამაშობდით, სათადარიგოები არ გვყავდა და იძულებულნი გავხდით, "დინამოსთან" მოედანზე ერთ-ერთი მწვრთნელი შემოგვეყვანა.

ამ ფაქტით თბილისის "დინამო" შეურაცხყოფილი დარჩა. მათ თამაშის გაგრძელება აღარ ისურვეს და განაცხადეს, რომ ეს იყო უპატივცემულობა.

თავადაც განაწყენებული დავრჩი, ქართველები ასე რომ მოიქცნენ. თამაშის გაგრძელება ვთხოვე, მაგრამ მიპასუხეს: "ოქრი, ძალიან გვიყვარხარ და პატივს გცემთ, მაგრამ თამაშს ვერ გავაგრძელებთ, რადგან თქვენ პატივს არ გვცემთ", - უთხრა ოქრიაშვილმა ტელეარხ "Футбол 1"-ს.

მომზადებულია terrikon.com-ის მიხედვით

fdvgbsev
arsena ჩერნომორეცი დინამოს დონის გუნდია და თუკი დინამოსნაირ მეტოქეს პატივს არ სცემს, არც თვითონ იმსახურებს პატივისცემას. მოსკოვის და კიევის დიამოებს, დონეცკის შახტარს ეთამაშა ინამო ზაფხულში და მაგათ არ უკადრიათ ეგეთი ნაგლობა, არადა ათი თავით მაღლა დგანან ჩერნომორეცზეც და დინამოზეც.
arsena
ჯერ ერთი რატომ უნდა ჰქონდეთ ოდესელებს დღევანდელი "დინამოსადმი" პატივისცემა რა მაგრად თამაშობენ, ფეხბურთელები ყავთ მაგარი თუ წარმატებას მიაღწიეს ევროპულ სარბიელზე? ეს მწვრთვნელიც სად იშოვეს, ასეთი ინტელექტის მწვრთვნელი გაიყვანს "დინამოს" ლიგაზე? პატივისცემას დამსახურება უნდა ! ბიძუნიებმა "დინამო" გააბანძეს და რა ავტორიტეტზე შეიძლება ლაპარაკი!
giorgi
auuu-ბაიერნთანაც გვითამაშია,1981 და როცა ვუგებდით სწორედ მაშინ, მეორე ტაიმის დასაწყისში თქვეს გერმანელებმა თამაშის გაგრძელებაზე უარი,მიზეზი არ მახსოვს...მაგრამ რაღაც მსაჯს დააბრალეს,თქვენ გჯერავთ რომ იმ დროს მსაჯი ჩვენ მხარეს დაიჭერდა? ასე რომ ჩვენ სულაც არა ვართ გამონაკლისები...
Fc Samtredia
რა გეწყინა ღადაობ? გუნდი ჩასულია მოსამზადებლად და ფეხბურთელებთან უნდა ამხანაგურების თამაში მასაჟისტებთან და აუჩიკებთან კიარააა))))
zura1504
სამწუხაროდ, რა დონისაცაა ამ დროისთვის ჩვენი "დინამო", ისე გვექცევიან.. რა? არ იცოდნენ რომ დუბლებთან გადიოდნენ სათამაშოდ? და იმ დღეს რუმინულ გუნდს რომ ეთამაშებოდა "ჩერნომორეცი"? ეგ არ იყო სათაკილო თავმომწონე და ასეთი ტრადიციების გუნდისთვის? ან ფლეშსკორს რომ გამოაქვს კოეფიციენტები დღის ყველა ამხანაგური თამაშის და ეს სეხვედრა საერთოდ არ ფიგურირებდა არსად, ეგ რაღაა? ამხანაგურების დაგაგმვაც არ შეუძლიათ ან კიდევ უფრო უარესი, არავის არ უნდა ჩვენთან თამაში... მე მგონი, აი ესაა უფრო მეტი სირცხვილი
guja
ვაი სირცხვილო!სანამდე უნდა მივექანებოდეთ ქვევით,რომ ჩერნომორეცის დონის გუნდიც აბუჩად გვიგდებდეს და მასაჟისტები გამოჰყავდეს ჩვენთან სათამაშოდ
თუ
თუ ასე გამძაფრებული აქვს გუნდს თავმოყვარეობის გრძნობა, ეს კარგია. მაგრამ სად იყო თავმოყვარეობა როდესაც ჩერნომორეცი დუბლებთან თამაშს თანხმდებოდნენ?
geo
სწორად მოიქცა დინამო. რას ქვია მოთმაშე არ ყავდა და შეცვლაზე გუნდის მომსახურე პერსონალი შევიდა... ისე ოქრიაშვილს სიტყვა ქართველების მაგივრად დინამო რომ გამოეყენებინა უფრო სწორი იქნებოდა...
oceola
ტრადიციების გუნდი "საქართველოს ნაკრები დინამო იყო", მთელი ქვეყანა რომ ზრუნავდა ერთ გუნდზე, ხელისუფლებით დაწყებული. ტრადიციების არა ის
mdaa!..
აქ უფრო მწვრთნელის შიშის ფაქტორი იქნებოდა. ტაიმის ნახევარ დროზე მეტი იყო დარჩენილი, თან სპარინგი "ჩერნომორეცის' სათადარიგოები, თან 11-ე კაცად დამატებული "ვეტერანი"... აი რისი შიში იყო და როგორი პრესტიჟის "გაფრთხილება".
akhali
ჩერნომორეცმა ერთ დღეს დაგეგმა ორი საკონტროლო:ერთი ძირითადისთვის-პეტროლულთან,მეორე დუბლისთვის-დინამოსთან...
akhali
,,ჩავი: “ფეხბურთი ერთადერთია, რაც მომწონს”!!! -სამწუხაროდ ქართველი ფეხბურთელები არ დაემსგავსნენ ჩავის არც კლასით,არც-ოსტატობით,არც-ინტელექტით და არც-,,გაგებით,,!იმედი მაქვს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების სამაგალითო ჩავი,ინესტა,მესი იქნებიან-პროფესიონალიზმით,ინტელექტით,თავდამბლობით!!!
auuu
ეთმაშა,რას აგებდით.ამხანაგური თამაშია."ბაიერნთან" რომ გეთამაშათ და გვარდიოლა გამოსულიყო,რას იზამდით?მასაჟისტსაც გამოაყვანინებდით,ეგაც უნდა ათამაშოთო. არაფრისთვის მიგიღწევიათ და რა დიდი წარმოდგენა გაქვთ თავზე? ვინც ეგ ურჩია ფეხბურთელებს,რაღაცა ჰქონდა ჩაფიქრებული,მოკლედ რაღაც მაზიანს ჰქონდა ადგილი.
gorana
დინამო მართალია.ეს დიდი ტრადიციების გუნდია და თავის ღირსებას უნდა გაუფრთხილდეს, თუნდაც არ იყოს საშუალო ევროპულ დონეზეც.!!
dudu
მწვრთნელებთან და მასაჟისტებთან რო უნდოდეს დინამოს თამაში თურქეთში არ წავიდოდა... ჩერნომორეცის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა ესეც გაითვალისწინეთ
ფერნანდო
ეთამაშა მწვრთნელს, რა დაშავდებოდა? ამხანაგური მატჩისათვის ვერ ვხედავ დიდ პრობლემას.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ჩერნომორეცი" პრემიერლიგიდან გავარდა და გულშემატკივრებმა მწვრთნელი გალახეს
დავით ხოჭოლავა ოდესაში ბრუნდება
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ბექა ვაჩიბერაძე "ჩერნომორეცში" დაბრუნდა
კიევის "დინამოსა" და "ჩერნომორეცის" ფანების მასობრივი ჩხუბი [VIDEO]
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
დავით ხოჭოლავა: "ჩერნომორეცთან" ფრე ჩვენთვის ცუდი შედეგია
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
მდაა - "ჩერნომორეცს" წყლის მიწოდება შეუწყვიტეს, რადგან წყალმომარაგების დირექტორის ძმისშვილს არ ათამაშებდნენ
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა