ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ორი ოქრო ჩვენ, დანარჩენი სტუმრებს

ორი ოქრო ჩვენ, დანარჩენი სტუმრებს

ჭაბუკ ბერძენ-რომაელთა ნაკრები ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 3-8 აგვისტოს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გაიმართება...
ჭაბუკ ბერძენ-რომაელთა ნაკრები ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 3-8 აგვისტოს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გაიმართება. ტურნირამდე მათ ამ კვირაში ორ შეჯიბრებაში იჭიდავეს - რამდენიმე დღის წინ ირანში, იქიდან დაბრუნებულები კი ლამის პირდაპირ ჩაებნენ თემურ ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირში, რომელიც რუსთავში ჩატარდა და გუშინ დასრულდა.

ირანული შეჯიბრება ქალაქ გორგანში გაიმართა, თუმცა თავიდან სხვა ქალაქში იგეგმებოდა და ადგილზე ჩასულ ჩვენს ფალავნებს ექსტრემალურ პირობებში მოუწიათ გადანაცვლებამ. ამის მიუხედავად, ვაჟა კრავეიშვილის შეგირდებმა მაინც წარმატებით იჭიდავეს - ოქროს ორი, ხოლო ვერცხლისა და ბრინჯაოს სამ-სამი მედალი მოიპოვეს. ჩემპიონები ფირუზ წულუკიძე (63) და რობერტ ქობლიაშვილი (85) გახდნენ. ნიკა ცეცხლაძემ (50), თორნიკე ჯანგავაძემ (58) და ლაშა გობაძემ (76) ფინალური შეხვედრები დათმეს, ბრინჯაოს მედლებს კი თემურ რუხვაძე (63), აკაკი კანდელაკი (85) და ირაკლი ქაჯაია (100) დაეუფლნენ. ამ შედეგებით ჩვენები გუნდურ ჩათვლაში მეორეზე გავიდნენ.

ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირს, ტრადიციულად, მისმა მშობლიურმა რუსთავმა უმასპინძლა, თუმცა ამჯერად შეჯიბრებას თავად მასპინძელი არ დასწრებია საპატიო მიზეზით - მოგეხსენებათ, ის ეგვიპტის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და აფრიკიდან ვერ ჩამოვიდა.

ტურნირში მასპინძლებთან ერთად ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ისრაელის და ავსტრიის გუნდებიც მონაწილეობდნენ. დაახლოებით 200 მოზარდი და საკმაოდ ძლიერი შეჯიბრება გამოვიდა. იმდენად ძლიერი, რომ ჩვენებს გაუჭირდათ კიდეც წარმატებების მიღწევა. მწვრთნელთა გასახარად, ნაკრების ლიდერთა უმეტესობამ მაინც დაამტკიცა თავისი სიძლიერე. თუმცა ოქროების რაოდენობით აზერბაიჯანსაც ჩამოვრჩით და თურქეთსაც, ზოგიერთ წონაში კი ჩვენები პრიზიორებშიც საერთოდ ვერ მოხვდნენ. ცხადია, ეს ყველაფერი ტურნირის სიძლიერეზე მიუთითებს, თუმცა მასპინძლებს მაინც მეტი მართებდათ. სამაგიეროდ, შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაში წაადგათ. ტურნირმა სასელექციო თვალსაზრისითაც მეტ-ნაკლებად შეასრულა თავისი დანიშნულება და ერთი ახალი სახელიც წარმოაჩინა - 100 კილოგრამში ვერცხლის პრიზიორი ნიკა კორსანტია, რომელიც პირველად მოექცა სპეციალისტთა ყურადღების არეალში და კარგი ჭიდაობით მოწონებაც დაიმსახურა.

ამ შეჯიბრებით ჩვენმა ნაკრებმა დაამთავრა ევროპირველობისთვის მზადების ის ეტაპი, რომელიც სატურნირო შემოწმებას ისახავდა მიზნად. ბოსნიაში გაფრენამდე გუნდი მხოლოდ შეკრებას გაივლის, შეჯიბრებებში კი აღარ გამოვა. ბოსნიაში წასაყვანი გუნდიც, არსებითად, უკვე ცნობილია, მაგრამ კრავეიშვილი მის დასახელებას ჯერ არ ჩქარობს - შეკრების დასრულებას ელოდება და ამას მერე გააკეთებს.

კვარცხლბეკი

42 კგ. 1. მურად ბაზაროვი (აზერბაიჯანი), 2. ბაკურ გოგოლი, 3. ედნარ შავაძე (ორივე საქართველო), რამიზ მამედოვი (აზერბაიჯანი).

46 კგ. 1. მურად მამედოვი (აზერბაიჯანი), 2. საიედ გონტი (ირანი), 3. ვანგიფ სიმონიანი, ალბერტ ვარდანიანი (ორივე - სომხეთი).

50 კგ. 1. კილიკ ბერეკი (თურქეთი), 2. ტურალ ნაჯაფ-ოღლი (აზერბაიჯანი), 3. დავით შვანგირაძე (საქართველო), დამირ ნაბერლაკი (ირანი).

54 კგ. რაშად სიგუნოვი (აზერბაიჯანი), 2. ბაჩანა ფუტკარაძე (საქართველო), 3. ტოგულ დემიროვი (აზერბაიჯანი), ვაზგენ ხაჩატურიანი (სომხეთი).

58 კგ. 1. როვშან ბაგიევი, 2 რამიზ აჰმედოვი (ორივე - აზერბაიჯანი), 3. ამირან შავაძე (საქართველო), რაუჰან როიერი (ირანი).

63 კგ. 1. ფირუზ წულუკიძე (საქართველო), 2. დოგან გიოქტასი (თურქეთი), 3. ზეზვა აბრამიშვილი (საქართველო), ისმაილ გოჩასლანი

(თურქეთი).

69 კგ. 1. საიდ მურად ბაგმანოვი (აზერბაიჯანი), 2. მოსაიედ მორადი (ირანი), 3. გაგიკ ღარიბიანი, სარქის კოჩარიანი (ორივე - სომხეთი).

76 კგ. 1. ემრე ნიუნუზ თორგუ, 2. სარის დოგრანი (ორივე - თურქეთი), 3. ლაშა გობაძე (საქართველო), სულეიმან ოიმატი (თურქეთი).

85 კგ. რობერტ ქობლიაშვილი (საქართველო), 2. გორგიმარატ გორგიევი, 3. რუიალ ნოვრუზოვი (ორივე - აზერბაიჯანი), ნაურ ელიგულაშვილი (ისრაელი).

100 კგ. 1. კირსან მიმინი (თურქეთი), 2. ნიკა კორსანტია, 3. მუხრან ჯანგულიძე (ორივე - საქართველო), თურან თორგული (თურქეთი).

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა

რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა