სლოვაკეთში გაქცეული ტალანტის ისტორია
რუსეთის ბიატლონის ფედერაცია, ალბათ, ძალიან ნანობს, რომ თავის დროზე სათანადოდ არ დააფასა ანასტასია კუზმინას ნიჭი და ეს ბიატლონისტი სლოვაკეთში გაექცა. იმ დროს, როცა რუსებს ძალიან უჭირთ სპორტის ამ სახეობაში ძველი ტრადიციების დაბრუნება, კუზმინამ ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე მოიგო 7.5-კილომეტრიანი სპრინტი, ოღონდ ეს სლოვაკეთის სახელით გააკეთა.

9 თებერვალს ანასტასია არა მხოლოდ სწრაფად და ზუსტად ისროდა, არამედ ძალიან წარმატებული ბოლო წრე ჰქონდა, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება (ეს დაამტკიცა წინა დღეს ოლე-ეინარ ბიორნდალენმა).

ქალთა სპრინტში ფავორიტებს ცუდი დღე ჰქონდათ. ვერც დარია დომრაჩევა, ვერც ტურა ბერგერი, ვერც კაისა მაკარაინენი და ვერც გაბრიელა სოუკალოვა საუკეთესო რვა ბიატლონისტს შორის ვერ მოხვდა. სამაგიეროდ, TOP8-ში რამდენიმე მოულოდნელი გვარი ვნახეთ: იტალიელები - კარინ ობერჰოფერი და დოროტეა ვირერი მეოთხე და მეექვსე ადგილებზე გავიდნენ, პოლონელი ნოვაკოვსკა-ჟემნიაკი - მეშვიდეზე. ახლა მათ გამოდევნებით რბოლაში მოუწევთ იმის დამტკიცება, რომ ეს შემთხვევითი წარმატება არ იყო.

ანასტასია კუზმინა

დაიბადა: 28 აგვისტო, 1984

სიმაღლე: 1.80 მ

წონა: 70 კგ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო - ვანკუვერი 2010, სპრინტი

ოქრო - სოჭი 2014, სპრინტი

ვერცხლი - ვანკუვერი 2010, გამოდევნება

სხვა ტიტულები

მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი (2009) და ბრინჯაოს პრიზიორი (2011).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა