ბებერი ხარი, მოწყენილი ვიერი და განრისხებული კონტე
ცენტრალური მატჩი მოსაწყენი გამოვიდა, მაგრამ თვითონ ტური იყო მეტად საინტერესო და სალაპარაკოც ბევრი დაგვიტოვა. რომაული დაპირისპირების გარდა, ვიხილეთ "მილანის" მორიგი მარცხი ნეაპოლში, დიდი ბრძოლა ვერონაში, "ინტერის" პირველი მოგება 2014 წელს და რამდენიმე ფეხბურთელის დებიუტი...

შავ-წითელი ცრემლები

"მილანმა" მორიგი მატჩი წააგო, ამჯერად "ნაპოლისთან" და თანაც, უშანსოდ. რაფაელ ბენიტესმა აშკარად დაჯაბნა ვიზავი და ამად იყო, რომ ნამატჩევს, კლარენს ზეედორფის მისამართით პირველი კრიტიკა გაისმა. ჰოლანდიელს რიკარდო კაკა ჰყავდა სიცხიანი - ბრაზილიელს მხოლოდ ერთი ტაიმის თამაში შეეძლო და ამად იყო, რომ თადარიგში დარჩა. კეისუკე ჰონდასაც გრიპი შეეყარა და რთულ ვითარებაში მყოფმა ზეედორფმა ინაციო აბატე გარემარბად ასწია, გამოკვეთილი ფორვარდის უკან კი რობინიო გაამწესა.

ექსპერიმენტმა არ გაამართლა - რობინიოც და აბატეც მოედანზე უშედეგოდ დარბოდნენ... ამ დროს კლარენსს ჯამპაოლო პაცინი ეჯდა თადარიგში და შეეძლო, მარიო ბალოტელისთვის შეეწყვილებინა - შესაბამისად, ტაქტიკაც შეეცვალა. თუმცა ზე ჩაციკლული ჩანს 4-2-3-1-ზე და სხვა არც ერთი სქემის გაგონება არ სურს...

შედეგად, "ნაპოლიმ" გადაურბინა ლომბარდიულ გრანდს და ჰოლანდიელის მისამართით პირველი კრიტიკაც გაისმა... კლარენსმა მოკლე კომენტარი გააკეთა: "ნეაპოლში ძალიან ძლიერ გუნდს დავუპირისპირდით, რომელიც უკეთაა შეთამაშებული და მომზადებული ჩემპიონატის დასკვნითი ნაწილისთვის. ამ ეტაპზე, "მილანი" ფორმირების პროცესშია და კრიტიკის მიღება ნამდვილად გამიჭირდება".

ზეედორფის ამ ოდნავ ბუნდოვანი კომენტარის შემდეგ მარიო ბალოტელისაც მოვუსმინოთ, რომელმაც "ნაპოლისთან" თამაში ჩააგდო და როდესაც შეცვალეს, სათადარიგოთა სკამზე ატირდა: "ემოციები მომეძალა და ცრემლები წამომივიდა, ეს იყო და ეს. ჩემი ცრემლები იმაზე მეტყველებს, რომ გუნდის წარუმატებლობას ძალიან განვიცდი. მძიმე მდგომარეობაში ვართ, საკუთარი თავის პოვნა გვიჭირს, მაგრამ მჯერა, რომ რთულ პერიოდს უკან მოვიტოვებთ. ამაში ახალი მწვრთნელი დაგვეხმარება".

მოსაწყენი დერბი

"ასე უღიმღამოდ 45 წუთი არასდროს გამიტარებია" - ეს კრისტიან ვიერის სიტყვებია, რომელიც იტალიური სპორტული არხისთვის რომაულ დერბის კომენტარს უკეთებდა. მეორე ნახევარში თამაში ოდნავ გამოცოცხლდა და ვიერიც ალბათ ცოტა გახალისდა, მაგრამ მთლიანობაში, ეს იყო მოსაწყენი დერბი.

მატჩის შემდეგ "რომას" თავკაცმა რუდი გარსიამ მეტოქე თამაშის ჩაკეტვაში დაადანაშაულა, რასაც ედი რეიამ მოკლედ უპასუხა: "რუდი ძალიან ნიჭიერი მწვრთნელია და შედეგებიდან ჩანს, რომ კალჩოს ალღო მალევე აუღო. თუმცა მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ იტალიაში მთავარი შედეგია. თამაშის გახსნა ძვირად დაგვიჯდებოდა და თუ რატომ, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს".

იტალიური საფეხბურთო სამყარო თანხმდება, რომ "დერბი დელა კაპიტალე" ასეთი მოსაწყენი არასდროს ყოფილა - დავიტოვოთ იმედი, რომ არც მომავალში იქნება.

განრისხებული კონტე

"იუვენტუსმა" პირველი ტაიმი ორი ბურთის სხვაობით მოუგო "ვერონას", მეორე ნახევარში კი მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა - მასპინძლებმა სრული უპირატესობა იგდეს ხელთ და ანგარიში გაათანაბრეს. ვერონელებმა ორივე გოლი თავური დარტყმით გაიტანეს, რამაც ანტონიო კონტე განსაკუთრებულად აღაშფოთა:

"ვერაფრით ვხსნი, თუ რა დაგვემართა და რატომ გავუშვით ხელიდან გამარჯვება. კიდევ უფრო გასაკვირია ის, რაც ჩვენს საჯარიმოში ხდებოდა - ორივე გოლი თავით გაგვიტანეს სწორედ იმ ზონიდან, რომლის გადაკეტვასაც ვარჯიშებზე ყველაზე მეტ დროს ვუთმობთ. მატჩი 90 წუთი გრძელდება და თუ ბოლომდე ვერ ინარჩუნებ კონცენტრაციას, წარმატებას ვერ მიაღწევ".

ბებერი ხარი

2014 წელს "ინტერმა" პირველი თამაში მოიგო, მატჩის გმირი კი ვეტერანი მცველი, ვალტერ სამუელი გახდა. არგენტინელმა უკანახაზელმა უშუალო მოვალეობას თავი დიდებულად გაართვა, წინაც წავიდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა. ნამატჩევს, "ნერაძურის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ შემდეგი განაცხადა:

"მინდა შეგირდებს მივმართო და მოვუწოდო მათ, რომ მიბაძონ ვალტერ სამუელს. სწორედ ეს არის ნამდვილი პროფესიონალიზმი, რომლის გარეშეც წარმატების მიღწევა შეუძლებელია. სამუელი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, ისევე, როგორც ხავიერ ძანეტი და სხვა ვეტერანები".

პერსონები

გასულ უქმეებზე რამდენიმე ფეხბურთელმა მიიქცია განსაკუთრებული ყურადღება და მათზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა... ადელ ტაარაბტს "მილანის" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა და მართალია, მისი გუნდი დამარცხდა, თავად საკმაოდ კარგად წარმოჩინდა. ადელმა დიდებული გოლი გაიტანა და უკვე ბევრი ალაპარაკდა იმაზე, რომ კეისუკე ჰონდას ნაცვლად, სასტარტოში სწორედ მაროკოელი უნდა თამაშობდეს.

"მილანის" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა მიკაელ ესიენსაც, რომელიც საყრდენ ხაზზე ნაიჯელ დე იონგს შეუწყვილდა. აფრიკელს უხეში შეცდომები არ დაუშვია, მაგრამ ბევრიც ვერაფერი გააკეთა.

ალესანდრო დიამანტიმ "ბოლონია" დატოვა და საასპარეზოდ ჩინეთში გადაბარგდა. მის გარეშე დარჩენილმა "როსობლუმ" პატარა სენსაცია მოახდინა და "ტორინო" გასვლაზე დაჯაბნა. დიამანტის შესახებ კომენტარი იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა - ჩეზარე პრანდელის თქმით, მას კვლავაც აქვს ალესანდროს იმედი და მის ჩინურ კარიერას ყურადღებით დააკვირდება.

"ლაციოს" შემადგენლობაში კვლავ ვიხილეთ სტეფანო მაური, რაც უდავოდ გამოსარჩევი მოვლენაა. რომაული გუნდის კაპიტანმა ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მოიხადა და მოედანს დაუბრუნდა. ბუნებრივია, "ბიანკოჩელესტეს" ტიფოზებმა მაური მხურვალე ოვაციებით მიიღეს.

"იუვენტუსის" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა პაბლო დანიელ ოსვალდოს, რომელიც მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში. დანიმ ბევრი იმოძრავა, იბრძოლა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. იტალიელი საფეხბურთო ექსპერტები ოსვალდოს ტურინულ კარიერას ეჭვის თვალით უყურებენ და პირველი მატჩის შემდეგ ეს ეჭვები კიდევ უფრო გაღრმავდა.

"ინტერმა" ფრედი გუარინი შეირიგა, რაც მილანური გრანდის გულშემატკივრებისთვის უდავოდ სასიამოვნო ამბავია. "სასუოლოსთან" შეხვედრაში ფრედი ცენტრში ერნანესს შეუწყვილდა, ამ ტანდემზე კი ნამდვილად შეიძლება იმედის დამყარება. მართალია, "ნერაძურიმ" მეტოქე ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა, მაგრამ ლომბარდიელებმა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს, ვიდრე წინა შეხვედრებში. როდესაც ერნანესს და გუარინს ესტებან კამბიასო დაემატება, "ინტერი" ალბათ კიდევ უფრო მოღონიერდება.

ვარშავის "ლეგიადან" "ფიორენტინაში" გადაბარგებულ რაფალ ვოლსკის აქამდე, პრაქტიკულად, არ ეძლეოდა თავის გამოჩენის საშუალება, "ატალანტასთან" შეხვედრაში კი მწვრთნელი მას ენდო და არც უნანია. 21 წლის პოლონელმა შესანიშნავად ითამაშა და მატჩის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე დიდებული გოლი გაიტანა. წესით, ვოლსკის მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცეს.

რეინა: იმედია, იტალიაში დავრჩები

31 წლის პეპე რეინა "ნაპოლის" ინგლისური "ლივერპულისგან" იჯარით ჰყავს აყვანილი და ზაფხულში უნდა გადაწყდეს, დარჩება თუ არა ესპანელი იტალიურ გუნდში. საინტერესოა, თავად რეინას რა პოზიცია აქვს თავის მომავალთან დაკავშირებით:

"ჯერჯერობით, ჩემი ერთადერთი საფიქრალი მომდევნო თამაშისთვის მზადება და ამ სეზონისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებაა. ნეაპოლში თავს კარგად ვგრძნობ და ვცდილობ, თითოეული დღით დავტკბე. ჩემი ბედი ზაფხულში გადაწყდება და იმედი მაქვს, რომ იტალიაში დავრჩები. დიახ, აპენინებზე მსურს კარიერის გაგრძელება".

70 მილიონი პოგბას სანაცვლოდ?

"გაძეტა დელო სპორტი" ამტკიცებს, რომ ფრანგული პსჟ-ის მესვეურები ზაფხულში პოლ პოგბას გადაბირებას შეეცდებიან და მის სანაცვლოდ, "იუვენტუსს" 70 მილიონ ევროს შესთავაზებენ. დიახ, სწორედ ასეთ ასტრონომიულ თანხაზეა ლაპარაკი, რომლის გადახდასაც პარიზელები 20 წლის ნახევარმცველში პირებენ. ამ თემაზე მოკლე კომენტარი "იუვეს" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ გააკეთა:

"70 მილიონი ევრო? - ეს სრული სიგიჟეა და სანამ ოფიციალურ წინადადებას არ მივიღებთ, ვერ დავიჯერებ. ჩვენ პოგბასთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, შეთანხმებას იოლად მივაღწევთ. გავყიდით თუ არა პოგბას 70 მილიონ ევროდ? - ჯერ შემოთავაზება მივიღოთ და ამ თემაზე შემდეგ ვილაპარაკოთ".

ციფრები და ფაქტები

* რომაული დერბი პირველად დამთავრდა უგოლო ფრით 2007 წლის შემდეგ.

* მიმდინარე ჩემპიონატში "რომამ" მხოლოდ მე-3 მატჩში ვერ გაიტანა გოლი.

* მიმდინარე სეზონში, ედუარდო რეიას თავკაცობით, "ლაციო" დაუმარცხებელია.

* მიმდინარე სეზონში ერთ შეხვედრაში "იუვენტუსს" პირველად გაუტანეს ორი გოლი თავით.

* ლუკა ტონიმ "ვერონადან" 120-ე გოლი გაიტანა სერია A-ში.

* "იუვენტუსმა" სერია A-ს ახალი რეკორდი დაამყარა: ტურინული გრანდი 36 მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.

* მიმდინარე სეზონში "ვერონამ" პირველი საშინაო მატჩი დაასრულა ფრედ.

* "ნაპოლიმ" პირველად მოუგო "მილანს" ორივე მატჩი სეზონში 1986 წლის შემდეგ.

* "მილანს" "ნაპოლისთვის" 2011 წლის შემდეგ არ მოუგია.

* რიკარდო მონტოლივომ "მილანიდან", მე-300 მატჩი გამართა სერია A-ში.

* "მილანის" თავკაცმა კლარენს ზეედორფმა პირველი მატჩი წააგო სერია A-ში მწვრთნელის რანგში.

* ადელ ტაარაბტმა "მილანიდან" და რაფალ ვოლსკიმ "ფიორენტინადან", პირველი გოლები გაიტანეს სერია A-ში.

* "ინტერმა" პირველი მატჩი მოიგო 2014 წელს.

* "ატალანტას" ფლორენციაში 1993 წლის შემდეგ არ მოუგია.

* "ატალანტამ" ბოლო 9 გასვლით მატჩში მხოლოდ 1 ქულა აიღო.

* "ბოლონიამ" პირველად დაამარცხა "ტორინო" გასვლაზე 1980 წლის შემდეგ.

* მიმდინარე სეზონში "ტორინომ" მეორე მატჩი წააგო საკუთარ მოედანზე; აქამდე "გრანატა" მხოლოდ "იუვენტუსთან" დამარცხდა.

* ჩირო იმობილემ "ტორინოდან" 7 გოლი გაიტანა ბოლო 7 პაექრობაში.

* "პარმამ" საკუთარი რეკორდი გაიმეორა, მიჯრით 11 შეხვედრაში არ დამარცხდა.

* პირველად მიმდინარე სეზონში, "უდინეზემ" მიჯრით ორი მატჩი მოიგო.

* "ჯენოამ" ლივორნოში პირველად მოიგო 1969 წლის შემდეგ.

* სინიშა მიხაილოვიჩის თავკაცობით, "სამპდორიას" საკუთარ მოედანზე თამაში არ წაუგია.

ტურის სიმბოლური ნაკრები

კურჩი (ბოლონია) - პერუცი (კატანია, მარჯვ.), გასტალდელო (სამპდორია, ცენტრი), სამუელი (ინტერი, ცენტრი), სავიჩი (ფიორენტინა, მარცხ.) - ფრელო (ნაპოლი, ცენტრი), ბადუ (უდინეზე, მარჯვ.), ანტონელი (ჯენოა, მარცხ.) - კრისტალდო (ბოლონია, მარჯვ.), იგუაინი (ნაპოლი, ცენტრი), ტევესი (იუვენტუსი, მარცხ.).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
უარი კლუბისგან და ფეხბურთელისგან - ლოკატელი "იუვენტუსში" რჩება
"მილანის" ორი ვარიანტი - "როსონერის" შეტევა ვლაჰოვიჩით ან ჰოილუნით გაძლიერდება
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი მეკარე ჰყავს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
რაშფორდს მიმდინარე სეზონში ტრებლის მოგების სჯერა
ისევ პრემიერ ლიგა თუ ბუნდესლიგა - ჯეკსონს ორი ვარიანტი გამოუჩნდა
"მილანის" ორი ვარიანტი - "როსონერის" შეტევა ვლაჰოვიჩით ან ჰოილუნით გაძლიერდება
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
"უდინეზეში" გოგლიჩიძის დებიუტი შედგა - მისი გუნდი 1/16-ფინალში გავიდა
Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი
სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
"გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს" - ფაბრიციო რომანო
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
"სიტიმ" იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე პსჟ-სგან მოითხოვდა - დონარუმა პრემიერლიგას უახლოვდება
სპერციანს მყიდველების რიგი დაუდგა - სად გააგრძელებს კარიერას სომეხი ფეხბურთელი?
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
"მათთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა იგივეა, რაც პრემიერლიგის მოგება" - კონტე "ტოტენჰემზე"
"იმობილე და კავანი მასზე უკეთესები არიან" - ფედელემ ოსიმენი გააკრიტიკა
ანტონიო კონტემ "ნაპოლიში" დარჩენის მიზეზი განმარტა
"სპალეტის ამის გაგონებაც კი არ სურდა" - რას იხსენებს რაფა ბენიტესი ლუჩანოს შესახებ
კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან
ბენიტესი: "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა ჩემი წყალობით მოიგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - კონტე ამ ორი ფორვარდიდან ერთ-ერთს ითხოვს
გონსალო იგუაინმა მესისა და რონალდოს შორის არჩევანი გააკეთა
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება
დიდი გაცვლა - "ნაპოლიმ" შეიძლება "ლაციოს" კაპიტანი დაიმატოს
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...
იმობილე "ლაციოდან" "ბეშიქთაშში" გადავიდა
იმობილე ქალიშვილებთან ერთად ავტოავარიაში მოჰყვა
იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]
"ვიცი, რომ ეს მწვრთნელი "ნაპოლიში" ბრუნდება" - იმობილეს "პარტენოპეის" ახალი სავარაუდო დამრიგებლის გამო თავს ესხმიან, პრეზიდენტმა კი უცნაური განცხადება გააკეთა
საჩუქარი "ნაპოლის" - "ტორინომ" "ლაციოს" გასვლაზე მოუგო
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა