ბოლნისის "სიონის" მწვრთნელს ყაზახური "ირტიშის" დამრიგებელმა ამხანაგური მატჩის შემდეგ ბოდიში მოუხადა

ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ზაფხულის ან ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში უცხოურ შეკრებაზე მყოფი ესა თუ ის ქართული გუნდი სპარინგ-პარტნიორად რომელიმე ქვეყნის მოყვარულთა ან ქვედა ლიგის კლუბს აირჩევს და ლამის ათბურთიანი სხვაობით დაამარცხებს ხოლმე.

საბედნიეროდ, ამ ბოლო დროს მსგავსი ტენდენცია, ფაქტობრივად, აღარ შეინიშნება და დღესდღეობით თურქეთში შეკრებაზე მყოფი ქართული გუნდების უმრავლესობაც, მეტ-ნაკლებად, სერიოზულ გუნდებთან ატარებს საკონტროლო მატჩებს.

ყველაზე ძლიერი და ტიტულიანი სპარინგ-პარტნიორები ბოლნისის "სიონმა" შეარჩია: ქვემოქართლურმა გუნდმა ხომ ერთიმეორეზე სოლიდურ მეტოქეებთან გამართა საკონტროლო მატჩები.

ვერაფერს ვიტყვით: მართლაც სწორი გადაწყვეტილება მიუღია "სიონის" გენერალურ დირექტორსა და ამავდროულად, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელ ლადო ბურდულს, როცა თავისი გუნდის რეალური ძალის დასანახავად მართლაც ერთიმეორეზე ძლიერ მეტოქეებთან მოისურვა სპარინგ-მატჩების გამართვა.

შეგახსენებთ, რომ სამწვრთნელო ასპარეზზე ლადო ბურდულს მართლაც ჩინებული დებიუტი გამოუვიდა: მისი ხელმძღვანელობით "სიონმა" 9 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და არც ერთში არ დამარცხებულა!

ლადო ბურდულს თურქეთში დავუკავშირდით და "სიონის" მზადების შესახებ, საკონტროლო მატჩებსა და სხვა საკითხებზე ვესაუბრეთ...

- ისე, როგორც შარშან, წლეულსაც ანტალიაში, ქალაქ ბელეკში ვიმყოფებით შეკრებაზე და ჩინებული პირობებიც გვაქვს: ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ვცხოვრობთ, მშვენიერი მოედნებია და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევეცადეთ, რაც შეიძლება ძლიერი სპარინგ-პარტნიორები მოგვეძებნა.

- სწორედ ძლიერი მეტოქეების შერჩევის მიზეზიც გვინდოდა გვეკითხა...

- კი ბატონო, ძალიან ადვილია გაეჯიბრო შენზე ბევრად სუსტ მეტოქეს და შვიდი თუ რვაბურთიანი სხვაობით დაამარცხო, მაგრამ ამით რას შევიძენთ? მირჩევნია, ისეთ მეტოქეებს გავეჯიბროთ, რომელთა თამაშიც ევროპულ დონესთან მიახლოებულია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სწორედ ასეთ სპარინგებში უნდა გამოჩნდეს ჩვენი შესაძლებლობები - მირჩევნია, წავაგო ესა თუ ის კონკრეტული საკონტროლო მატჩი, სამაგიეროდ, დავინახავთ, ჩემს ფეხბურთელებს რამდენად შეუძლიათ მაღალ ტემპში აჰყვნენ სოლიდურ მეტოქეებს.

- პირველი მატჩი ყაზახეთის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან, პავლოდარის "ირტიშთან" გქონდათ...

- "ირტიშს" 12 მილიონი აქვს ბიუჯეტი და საკმაოდ კარგი ფეხბურთელებითაც არის დაკომპლექტებული. კიდევ ვიმეორებ: ასეთ მატჩებში შედეგს ყურადღებას არ ვაქცევ და 1:4 წაგებაც კატასტროფად არ მიმიჩნევია. მით უმეტეს, რომ ტექნიკასა თუ ბურთის ფლობაში მეტოქეს ვჯობდით კიდეც. თუმცა, იმის გარდა, რომ "ირტიშმა" ტაქტიკურად საკმაოდ გამართული ფეხბურთი აჩვენა, ამ გუნდის ფეხბურთელები არც ზღვარგადასულ უხეშობას ერიდებოდნენ და არც - პროვოკაციებს. ქართველი ფეხბურთელების მენტალიტეტი კი, ხომ იცით, როგორიცაა და ამ პროვოკაციაზეც წამოვეგეთ - მატჩი რამდენჯერმე გაჩერდა მეტოქეთა შორის წაკინკლავების გამო.

სხვათა შორის, შეხვედრის დამთავრების მერე "ირტიშის" მთავარი მწვრთნელი ჩემთან მოვიდა და ბოდიშიც მოიხადა თავის ფეხბურთელების ქმედების გამო.

- მომდევნო საკონტროლო მატჩი "ირტიშზე" ბევრად ძლიერ მეტოქესთან გქონდათ - ბელორუსის ბატე-ს, ალბათ, წარდგენა არც სჭირდება...

- მატჩი დამთავრდა თუ არა, ბატე-ს წარმომადგენლებმა მადლობა გადაგვიხადეს ჯენტლმენური თამაშისთვის. სხვათა შორის, ბატე-ს მთავარი მწვრთნელიც გამომეცნაურა: თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ამ გუნდის წინააღმდეგ ოთხჯერ მომიწია თამაში ევროტურნირებზე. თურმე, იმ დროს ბატე-ს ფეხბურთელი ყოფილა, მიცნო და ჩვენი ძველი დაპირისპირებებიც გაიხსენა.

- უშუალოდ თამაშით რამდენად კმაყოფილი დარჩით?

- რაც მთავარია, ძალიან კორექტული მატჩი გამოდგა. არადა, სწრაფი თამაშიც იყო და ბურთის მოსაპოვებლად ორივე გუნდს ცდა არ დაუკლია. ბატე ძალიან სერიოზული გუნდია და როგორც იცით, ბოლო წლების განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც თითქმის რეგულარულად ასპარეზობს. ჩემი გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ ვყოფილვარ, თანაც, 0:0-ზე ჯაბა უგულავასა და ილია კანდელაკის წამოწყებული კომბინაცია გოლით რომ დაგვირგვინებულიყო, არავინ იცის, საბოლოო შედეგი როგორი იქნებოდა.

- კანდელაკი ახსენეთ და ამ გამოცდილი მცველის გარდა, "სიონში" მხოლოდ ერთი ახალწვეულია - არანაკლებ გამოცდილი შემტევი გიორგი ადამია...

- მიხარია, რომ ეს ორი გამოცდილი ფეხბურთელი ნელ-ნელა შედის ოპტიმალურ ფორმაში და "სიონსაც" დიდ დახმარებას გაუწევენ. სხვათა შორის, ჩვენს გუნდში კიდევ ერთი ახალწვეულია: ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველი ზაზა მამასახლისი, რომელიც დუბლშემადგენლობიდან დავაწინაურეთ.

- "ლელო" უკვე წერდა იმის შესახებ, რომ თურქულ შეკრებაზე "სიონი" მხოლოდ ერთი მეკარით გაემგზავრა...

- მართალი ბრძანდებით და ეს ჩვენი ერთადერთი მეკარე მირზა მერლანიც ძალიან იტვირთება ამ შეკრებაზე. სამწუხაროდ, "სიონის" კიდევ ერთმა გამოცდილმა მეკარემ, ზურაბ ბათიაშვილმა ტრავმა ზედ შეკრებაზე გამგზავრების წინ მიიღო და მართლაც ცაიტნოტურ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ძალიან მცირე დრო გვქონდა, მაგრამ რამდენიმე მეკარესთან მოლაპარაკება წამოვიწყეთ: როგორც გამოცდილ გიორგი სომხიშვილთან, ასევე ახალგაზრდა და პერსპექტიულ ბიჭებთან - თებიძესთან და ქურდაძესთან, მაგრამ - უშედეგოდ...

- ბათიაშვილის გამოჯანმრთელებას დრო რომ დასჭირდეს, რას აპირებთ?

- რამდენიმე ვარიანტზე ვმუშაობთ, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მივიღოთ. ისე, არ გაგიკვირდეთ, ჩვენს გუნდში ლიტვის ნაკრების გამოცდილი მეკარე პაველ გრიბაუსკასი რომ გამოჩნდეს - ჩვენ ერთად ვთამაშობდით ბაქოს "ნეფთჩიში" და კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიდერი შეიცვალა... "დილა" პირველია; ფოთელებმა კი "იბერია 1999"-ს მოუგეს
ბასილაძის ჰეთ-თრიქი; ფრე კახურ დერბიში; გაგრას ზედიზედ მეოთხე მოგება
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
პრო ლიგა 2. "რუსთავი": გამოცდილი ახალწვეულები
ᓐᓮᓐᓚᓒᓐᓖᓠᓓᓐ ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓛᓐ "ᓑᓔᓠᓫᓔᓜ-ᓠᓝᓛᓐᓔᓚᓔᓑᓛᓐ" ᓔᓕᓠᓝᓞᓘᓡ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓖᓔ 8 ᓛᓔᓓᓐᓚᓘ ᓛᓝᓘᓞᓝᓕᓔᓡ
ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
ქართველები ვარსკვლავთა მატჩში - სავარაუდო შემადგენლობა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ბოლნისის "სიონი" თურქეთში გამართულ საკონტროლო მატჩში ბატე-სთან დამარცხდა
ლადო ბურდული: შეიძლება, ფეხბურთელებს ეს აღარც ახსოვდეთ...
ბოლნისის "სიონი": ახალი ილუშჩენკოვი და ძველი რაზმაძე
ᓤᓚᓐᓛᓣᓠᓢᓐᓠᓘ-ᓡᓘᓝᓜᓘ 1:2 - ᓑᓝᓚᓜᓘᓡᓔᓚᓔᓑᓡ 7 ᓬᓣᓗᓘ ᓓᓐᓐᓙᓚᓓᓐᓗ [VIDEO]
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
[დღის თემა] ფრანკო ფოდა საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატია?
ლადო ბურდული: თამაშის ხარისხიც გამოვასწორეთ
ბოლნისის "სიონი" ლიტვის ნაკრების ნახევარმცველით გაძლიერდა
არმაზ ჯელაძე: "სიონი" გაძლიერდა და კიდევ გაძლიერდება
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
სამზადისი. რუსთავის "მეტალურგი": დავით კირკიტაძე რუსთავშია!
კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"
სამზადისი. ბოლნისის "სიონი": თუ გაწვიმდა...
ბოლნისის "სიონი": დავიწყებული მარცხი და სოლიდური სპარინგები
ᓡᓘᕝᓜᕘ-ᓒᓣᓠᕘᓐ 2:0 - ᓕᕘᓜ ᕨᓔᓐᕩᓔᓠᓔᓑᕡ ᕑᓝᓚᓜᕘᕡᓔᕚᓔᓑᕡ?
ჩიხურა-სიონი 1:1 - უკეთ რომ გაეთვალა მომენტი...
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
გიორგი ჩიტაური: "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს!
"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ვერ ახდენენ საკუთარი თავის 100 %-ით რეალიზებას"
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
ილია კანდელაკი მწვრთნელობას იწყებს?
ბოლნისის "სიონი" გიორგი ადამიას და ილია კანდელაკს იმატებს