ექვსი ერის გათამაშების მეორე ტურმა შეჯიბრების ორი ფავორიტი გამოკვეთა
ექვსი ერის გათამაშების მეორე ტურმა შეჯიბრების ორი ფავორიტი გამოკვეთა. ესენია: საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებები, რომლებმაც საწყის ორ ტურში ორი-ორი გამარჯვება მიითვალეს და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცნენ.

აღსანიშნავია, რომ "ლე ბლომ" ზედიზედ მეორედ ითამაშა საკუთარ მოედანზე. ფრანგებმა, ამჯერად, "სტად დე ფრანსზე" იტალიის ნაკრებს უმასპინძლეს და 30:10 მოუგეს. მასპინძლებს, ცხადია, კარგად ახსოვდათ შარშანდელი წყენა.

საფრანგეთის ნაკრებმა იტალიასთან გასვლით მატჩში წააგო და საბოლოოდ ბოლო ადგილზე გავიდა.

ფილიპ სენტ-ანდრეს სამწყსო დასაწყისიდანვე შეეცადა უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ ანგარიშის გახსნა მხოლოდ 26-ე წუთზე შეძლო.

თავდაპირველად "ლე ბლოს" ცხრა ნომერ ჟან-მარკ დუსანს დარტყმები არ წაუვიდა და ზედიზედ ორი საჯარიმო ვერ გაიტანა. 26-ე წუთიდან მოყოლებული, ტაიმის ბოლომდე კი, ზედიზედ სამი საჯარიმო გაიტანა, რაზეც იტალიელმა მგეზავმა ტომაზო ალანმა ერთით უპასუხა და მატჩის პირველი ნახევარი 9:3 დასრულდა, მასპინძლების სასარგებლოდ.

შესვენების შემდეგ "ლე ბლო" კიდევ უფრო მძლავრად ამოქმედდა და სამი ლელო გაიტანა. იტალიელებმა ამაზეც ერთით უპასუხეს, რაც, ცხადია, მატჩის გადასარჩენად საკმარისი არ იყო.

ფრანგებმა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სრულფასოვანი რევანში აიღეს.

დიდი ბრძოლის მოლოდინი იყო დუბლინში, სადაც ირლანდიის ნაკრებმა "ავივა სთედიუმზე" შარშანდელ გამარჯვებულ უელსის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა. "სამყურებმა" მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და 26:3 დაამარცხეს.

მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა. თავად განსაჯეთ, უელსის ნაკრებმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და შემტევი რაგბის მიმდევარია, ქულების აღება მხოლოდ მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე მოახერხა. პირველი ნახევარი კი მასპინძლებმა 13:0 მოიგეს.

"სამყურების" შემადგენლობაში გამორჩეულნი მგეზავები იყვნენ. ჯონათან სექსტონმა "წითელ ურჩხულებს" ოთხი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაუტანა (14 ქულა). მისმა შემცვლელმა პედი ჯეკსონმა კი ექვს წუთში ერთი ლელოსა და გარდასახვის გატანა მოასწრო (7 ქულა). ერთი ლელოც მესამეხაზელი კრის ანრის ანგარიშზეა.

სრული სათამაშო უპირატესობა ჰქონდა ინგლისის ნაკრებს სტუმრად, "მერიფილდზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან. "პომებმა" ყველა ღონე იხმარეს, რათა მეტოქე მშრალი ანგარიშით დაემარცხებინათ. სტუმრებმა საბოლოოდ "ნარშავებს" ორი ლელო გაუტანეს და 20:0 მოუგეს.

მომდევნო, მესამე ტურში ლიდერებს გასვლითი, საკმაოდ მძიმე მატჩები ელით. საფრანგეთის ნაკრები კარდიფში, "მილენიუმზე" უელსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, რომელიც ყველანაირად ეცდება შექმნილი სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას. "ლე ბლოსთვის" ეს მატჩი დიდი გამოცდა იქნება.

კიდევ უფრო მძიმე ბრძოლა ელის ირლანდიის ნაკრებს, რომელიც "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებს ეთამაშება. სწორედ ამ მატჩში გამოჩნდება, რამდენად საფუძვლიანია "სამყურების" საჩემპიონო ამბიციები.

სიმბოლური ნაკრები: 15. ბრის დულინი (საფრანგეთი), 14. ენდრიუ ტრიმბლი (ირლანდია), 13. ლუთერ ბარელი (ინგლისი), 12. ვესლი ფოფანა (საფრანგეთი), 11. ჯონი მეი (ინგლისი), 10. ჯონათან სექსტონი (ირლანდია), 9. კონორ მურეი (ირლანდია). 1. ალბერტო დე მარკი (იტალია), 2. რორი ბესტი (ირლანდია), 3. მარტინ კასტროჯოვანი (იტალია), 4. პასკალ პაპე (საფრანგეთი), 5. კორტნი ლუისი (ინგლისი), 6. პიტერ ომაჰონი (ირლანდია), 7. კრის ჰენრი (ირლანდია), 8. ლუი პიკამოლი (საფრანგეთი).

II ტური

ირლანდია-უელსი 26:3

ირლანდია: 2ლ - ანრი, ჯეკსონი. 4ს,გ - სექსტონი. გ - ჯეკსონი.

უელსი: ს - ჰალპფენი.

შოტლანდია-ინგლისი 0:20

შოტლანდია: სინბინი - დანბარი.

ინგლისი: 2ლ - ბარელი, ბრაუნი. 2გ,ს,ა - ფარელი.

საფრანგეთი-იტალია 30:10

საფრანგეთი: 3ლ - პიკამოლი, ფოფანა, ბონევალი. 3ს,3გ - დუსანი.

სინბინი: ვაჰამაჰინა.

გაძევება: სლიმანი

იტალია: ლ - იანონე. გ - ორკერა. ს - ალანი.

გაძევება: რიზო.

სატურნირო მდგომარეობა

1. ირლანდია - 4 ქულა, 2. საფრანგეთი - 4, 3. ინგლისი - 2, 4. უელსი - 2, 5. იტალია - 0, 6. შოტლანდია - 0.

III ტური

უელსი-საფრანგეთი, იტალია-შოტლანდია, ინგლისი-ირლანდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ვილიარეალის" მარცხი, "რეალის" და "ყარაბაღის" გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება
უმტიტიმ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
"კვარასთვის" გადამწყვეტი მომდევნო 24 საათი იქნება" - პსჟ-ს დირექტორი
ყოჩაღი ფიზკულტურის მასწავლებელი - რუსეთში საფეხბურთო მოედანი ჩაინგრა
აბიდალმა თავისი გარდაცვალების ცნობა უარყო
ესპანეთში ლუკა გაგნიძის დებიუტი შედგა - ქართველი მწვრთნელმა შეაქო
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა მამუკა გორგოძე მსოფლიოს სიმბოლურში დაასახელა
"ლე ბლო" ისევ "სტად დე ფრანსზე" ითამაშებს
დიდი შანსია, ირლანდიამ ტესტ-მატჩში "ბორჯღალოსნებს" უმასპინძლოს
"ბორჯღალოსნები" დუბლინში ემზადებიან
ივნისის ტესტები: გამოუშვით "ოლ ბლექსი"
მსოფლიოს რაგბი ბიზნესისკენ მიიწევს
ახალი ვარსკვლავი: მიკელე კამპანარო
რობ კერნი: "ბორჯღალოსნებთან" განსხვავებული ტაქტიკით ვითამაშებთ
ᓡᓐᓤᓠᓐᓜᓒᓔᓗᓘᓡ ᓛᓝᓠᓐᓒᓑᓔᓗᓐ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘᓡ ᓛᓬᓕᓠᓗᓜᓔᓚᓛᓐ ᓥᓕᓔᓧᓐᓜᓐᓨᓘ ᓚᓔᓒᓘᓝᓜᓔᓠᓔᓑᓘᓡ ᓡᓘᓛᓠᓐᓕᓚᓔᓖᓔ ᓓᓐᓘᓩᓘᓕᓚᓐ
ირლანდიის ნაკრებმა ექვსი ერი ზედიზედ მეორედ მოიგო
ტესტები: სენსაცია იაპონიაში - "წითელი ურჩხული" განადგურებულია
ექვსი ერი. IV ტური: ინგლისი დიდ სლემს უმიზნებს
მილტონ ჰეიგი: ვიქტორს კარგად ვიცნობ, ის ამას განზრახ არ გააკეთებდა [VIDEO]