ტურინში ესმით, რომ იანვარში კასანოს ყიდვამ შესაძლოა „სკუდეტოსთვის“ ბრძოლას სულ სხვა ელფერი შესძინოს

ლუჩანო მოჯიმ განაცხადა, კვლავ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელი რომ ვიყო ანტონიო კასანოს უპრობლემოდ შევიძენდიო. 28 წლის თავდამსხმელს ოქტომბერში „სამპდორიას“ პრეზიდენტთან რიკარდო გარონესთან კონფლიქტი მოუვიდა და მას მერე გარიყულია. ბოლო ცნობები ასეთი გახლავთ: „სამპდორია“ ფეხბურთელთან კონტრაქტის ხელახლა დადებას ითხოვს და საამისოდ ვადაც აქვს დათქმული - პარასკევამდსე იცდის, კასანოს აგენტები კი გადავადებას ითხოვენ.

ნეაპოლის რადიო „კის კისთან“ ლაპარაკში მოჯიმ თქვა, რომ ის კასანოს „იუვენტუსში“! კარიერის თავიდან აწყობის შანსს მისცემდა. „მე მას ვიყიდდი - თქვა „ბებერი ქალბატონის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა - ანტონიო გახლავთ ფეხბურთელი, რომლის თამაშიც ძალიან მიყვარს. გახსოვთ, როგორი იყო მარადონას დროინდელი „ნაპოლი“? იქ, ბევრი მაღალი დონის ჩამშლელი და დიეგო თამაშობდნენ. იმ გუნდმა მრავალი ტიტული მოიპოვა“.

და რას ფიქრობს თავად „იუვენტუსი“? ოფიციალურად, თითქოს, არაფერს, არაოფიციალურად კი, ამბობენ, რომ მწვრთნელი ლუიჯი დელ ნერი და დირექტორი ბეპე მაროტა მისი გადაბირების ვარიანტებს ამუშავებენ. როგორც „გაძეტა დელო სპორტი“ წერს, ტურინში კარგად ესმით, რომ იანვარში კასანოს ყიდვამ შესაძლოა „სკუდეტოსთვის“ ბრძოლას სულ სხვა ელფერი შესძინოს.

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის