ქალთა სპრინტის დრამატურგია
მედლების ორი კომპლექტი თამაშდებოდა ინდივიდუალურ სპრინტში, სადაც ქალები და მამაკაცები თავისუფალი სტილით ასპარეზობდნენ.

ქალებს შორის ყურადღება მიპყრობილი იყო ნორვეგიელი მარიტ ბიორგენისა და ამერიკელი კიკან რენდალის მისამართით, თუმცა ისინი ფინალში ვერ ვიხილეთ. ბიორგენი ნახევარფინალში ფინიშთან ახლოს წაიქცა და მისი გამოსვლა აქ დასრულდა. რაც შეეხება გუნდურ სპრინტში მსოფლიოს ჩემპიონ რენდალს, მან მეოთხედფინალური ეტაპი ვერ გადალახა. გარდა ამისა, ნახევარფინალში დაასრულა მედლებისთვის ბრძოლა მსოფლიოს თასზე სპრინტის ჩათვლის ლიდერმა დენიზ ჰერმანმა.

მიუხედავად ამისა, ქალთა ფინალი მაინც ძალიან საინტერესო გამოვიდა. საკვალიფიკაციო ეტაპების დროს მაიკენ კასპერსენ ფალას ერთხელაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ თავისი სუპერფორმა. მართალია, გადამწყვეტ გარბენში ნორვეგიელს ინგვილდ ფლიუგსტად ესტბერგი და ვესნა ფაბიანი ავიწროებდნენ, მაგრამ ფალამ დიდი უპირატესობით შეძლო კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროს მოგება. ვერცხლისთვის ბრძოლაში ფალას თანამემამულემ, ესტბერგმა მოიგო - მან ორი მეასედით აჯობა სლოვენიელს.

ასევე უნდა აღვნიშნოთ ასტრიდ იაკობსენის ღირსეული გამოსვლა. ამ ნორვეგიელმა სოჭში ყოფნისას შეიტყო, რომ მისმა ძმამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მიუხედავად ამისა, მან იპოვა საკუთარ თავში ძალა არა მარტო ფინალში გასულიყო, არამედ იქ მეოთხე ადგილი დაეკავებინა.

მაიკენ კასპერსენ ფალა

დაიბადა: 13 აგვისტო, 1990

სიმაღლე: 1.61 მ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო - სოჭი 2014, სპრინტი

სხვა ტიტულები

მსოფლიოს 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი (2011, 2013).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა