ვარლამ კილასონიას გუნდმა თურქული შეკრება დაასრულა და საქართველოში დაბრუნდა
13 თებერვალს, გამთენიისას რუსთავის "მეტალურგი" თურქული შეკრებიდან საქართველოში დაბრუნდა. ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა ანტალიაში 4 საკონტროლო მატჩი ჩაატარა: რუსეთის "გაზოვიკს" 1:0 მოუგო, თურქმენეთის ნაკრებთან 0:2 წააგო, რუმინულ "ტირგუ მურეშს" კი 2:0 აჯობა.

შეკრების ბოლო საკონტროლო მატჩი კი "მეტალურგმა" 12 თებერვალს ჩაატარა; თუმცა ადრეც ვწერდით, რომ სპარინგ-პარტნიორი შესაძლო იყო, შეცვლილიყო: წინასწარი ინფორმაციით, რუსთაველთა გუნდი ან სომხურ "ალაშკერტს" უნდა დაპირისპირებოდა, ან კიდევ - ყაზახურ "ატირაუს".

თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ასეთ შეკრებებზე, მეტოქე შეიცვალა და "მეტალურგიც" თავის ბოლო სპარინგ-შეხვედრაში მაკედონიურ "ტურნოვოს" დაუპირისპირდა.

ამ გუნდმა თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგი წინა სეზონში უჩვენა, როცა მესამე ადგილი დაიკავა და პირველად მოიპოვა ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლება. მიმდინარე სეზონში კი "ტურნოვო", ყველასათვის მოულოდნელად, ზამთრის პაუზას... ერთპიროვნული ლიდერის რანგში შეხვდა და ეს წარმატება, უპირველეს ყოვლისა, ახალი მთავარი მწვრთნელის, ახლო წარსულში მაკედონიის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელის, გოჩე სედლოსკის უდიდესი დამსახურებაა.

"მეტალურგისა" და მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერის მატჩი ფრედ, 1:1 დამთავრდა. როგორც რუსთაველთა გუნდის პრესსამსახურიდან შევიტყვეთ, მთელი მატჩი "მეტალურგის" უპირატესობით წარმართულა, თუმცა "ტურნოვოს" მაინც მოუხერხებია შეხვედრის ბოლო წუთებზე ანგარიშის გათანაბრება.

რუსთაველთაგან კი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდის ახალწვეულმა, 25 წლის ბესიკ ჩიმაკაძემ გაიტანა.

თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი "მეტალურგმა" ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: ბედიაშვილი - ტვილდიანი (65. ექვთიმიშვილი), ვ. კილასონია, მახვილაძე, დ. საჯაია (65. თ. კაკულია) - დობროვოლსკი (65. კაკაშვილი), გიგაური - სეთურიძე, მიქაბერიძე (12. ქავთარაძე), ჩირგაძე (65. ი. გოგინაშვილი) - ჩიმაკაძე (65. ბ. ოქროპირიძე).

"მეტალურგი" მეორე ეტაპისათვის მზადებას რუსთავში გააგრძელებს; 2014 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას კი 22 თებერვალს, თბილისის "დინამოსთან" ჩაატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ვარლამ კილასონია: გვენდობიან და ამიტომაც არიან ჩვენთან...
პრო ლიგა 2. "რუსთავი": გამოცდილი ახალწვეულები
ბესიკ ჩიმაკაძე "რუსთავისთვის" გაიტანს
მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი
"ზუგდიდი": პირველი ახალწვეული ბესიკ ჩიმაკაძეა, უკრაინელები დაიწუნეს
ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი
ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა
სათასო ისტორიები: ეს ჯერ არ მომხდარა - ქვედალიგელთა აღლუმი!
ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა
"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის
"ზუგდიდი": დავით მახარაძე მწვრთნელად და უკრაინელები დაკვირვების ქვეშ
5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე
მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]
რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად
ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..