"რაინიშე პოსტის" თქმით, ქართველს დასამტკიცებელი ბევრი აქვს, დრო - ცოტა
გერმანული გაზეთი "რაინიშე პოსტი" (RP) აქვეყნებს სტატიას დიუსელდორფის "ფორტუნაზე" სათაურით: "ლამბერტცი და ყენია, ორი პოლუსი".

საქმე იმაშია, რომ გერმანული გამოცემა კაპიტან ლამბერტცს წარმატების სიმბოლოდ აღიქვამს, კლუბში კი ყველაზე წარუმატებელ ფეხბურთელად ქართველ ლევან ყენიას მიიჩნევს.

"ფორტუნას" მწვრთნელი ლორენც გიუნტერ კოსტნერი აცხადებს, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს, ვისაც კიდევ ძალუძს შეახტეს "ფორტუნას" მატარებელს, მიესალმება, მაგრამ შეუძლია კი უდავოდ ნიჭიერ ქართველს, გააკეთოს ეს?" - ეჭვს გამოთქვამს გამოცემა.

"მე მხოლოდ ისეთი ფეხბურთის თამაში შემიძლია, რომელსაც სიამოვნების მონიჭება შეუძლია", - თქვა ჯერ კიდევ ლა მანგაში შეკრებაზე მყოფმა ლევან ყენიამ. მისი კარიერა "ფორტუნაში" ისე ვერ აეწყო, როგორც საჭირო იყო, რაშიც უდიდესი წვლილი, რა თქმა უნდა, ტრავმებს მიუძღვის.

RP-ს საპირისპირო მაგალითად კაპიტანი ანდრეას ლამბერტცი მოჰყავს: "მათ ტალანტებში ისეთივე განსხვავებაა, როგორც "ფოლკსვაგენ ლუპოსა" და "პორშე კაიენს" შორის, ქართველის სასარგებლოდ, მაგრამ ანრეასი ყოველ ვარჯიშზე, ყოველ თამაშზე, ისეთი მონდომებულია, თითქოს ეს იყოს მისი უკანასკნელი დღე ცხოვრებაში".

"ლუმპი" "ფორტუნას" სიმბოლოა. ის ნამდვილი კაპიტანია". - აცხადებს კოსტნერი.

"ჩვენთან საუბარში ყენია აცხადებს, რომ სწუხს, როცა გუნდს ვერ ეხმარება. მას დიდი გეგმები აქვს, თუმცა ერთია... საამისოდ მას დრო ცოტა რჩება", - წერს გაზეთი.

რონალდინიო
ეჰ, რაღა დროს ამის იმედისმომცემობაა, მის ასაკში ბევრი თამაშობს უმაღლეს დონეზე. უნდა გავიგოთ, რომ ევროპაში უზარმარი კონკურენციაა, მთელი მსოფლიოდან ჩამოჰყავთ ნიჭიერი მოთამაშეები, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ და, გულზე ხელდაკრეფილი თუ იჯექი და შრომა დააკელი, შეიძლება შენი კარიერას სამუდამოდ დაასამარო. მესმის, რომ ზოგჯერ ტრამვები გიშლის ან იღბალი არ გაქვს, მაგრამ რატომაა, რომ ბოლო დროს ყველა იმედისმომცემი ქართველი ფეხბურთელი ერთნაირად ამთავრებს?
უგულავა
მესი არა ისა:)) ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ ძალიან ნაადრევად გაზარმაცდა და თავი ვარსკვლავი ჩათვალა
isaka
ფორტუნელი მესსი!!!! ლამბერტსი არა ისა კოლა...
guja_kakhadze
საწყენია, ასეთ ტალანტებს არ უნდა ფლანგავდეთ! საკმარისია სწორად სირბილი ასწავლოთ და მისი მიჭი სისწრაფის მატებასთან ერთად გაათმაგდება.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ