აქაც ჩინელი
თუ ციგურებით სირბილში ჰოლანდიელ მამაკაცებს ოქროს მედლების ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვთ, ჰოლანდიელ ქალებს პრობლემებს უქმნიან აზიელი მოციგურავეები, რომლებიც, ტრადიციულად, ძლიერები არიან სპრინტში.

13 თებერვალს მედლების მორიგი კომპლექტი თამაშდებოდა 1000 მეტრზე ქალებს შორის. ჰოლანდიამ გააგრძელა ბრწყინვალე სერია და უმედლოდ არც ამჯერად დარჩა, მაგრამ ოქრო ისევ აზიელებმა აიღეს.

ცნობილია, რომ 1000 მეტრზე გარბენები ორ პირობით ჯგუფად იყოფა და როგორც წესი, მეორე ჯგუფში ხვდებიან მთავარი ფავორიტები. მიუხედავად ამისა, 13 თებერვალს უკვე მეშვიდე გარბენში დაფიქსირდა დღის საუკეთესო დრო. ჩინელი ჰონ ჟანგის მეწყვილე იყო 1000 მეტრზე ვანკუვერის თამაშების ჩემპიონი, კანადელი კრისტინ ნესბიტი და, როგორც ჩანს, ამ ფაქტით ისე აღფრთოვანდა, რომ ფანტასტიკური დრო აჩვენა - წუთი და 14.02 წამი.

და გაჩნდა ინტრიგა - ვინ შეძლებდა უძლიერესთა ჯგუფიდან ჩინელის დროის გაუმჯობესებას?

ყოველი მორიგი გარბენის შემდეგ ცხადი ხდებოდა, რომ ჟანგმა ყველაზე უკეთ გაირბინა დისტანცია და გამარჯვებას არავის დაუთმობდა. ბრძოლა მხოლოდ მეორე და მესამე პოზიციებისთვის იყო. მაღალი ადგილის იმედი ჰქონდა ამ დისტანციაზე მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, რუს ოლგა ფატკულინას, მაგრამ მასპინძელმა თავის საყვარელ სახეობაში მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. წარუმატებელი იყო ამერიკელი ბრიტანი ბოუვის ცდაც.

საბოლოოდ, სოჭის ოლიმპიადაზე მედლების კოლექცია ჰოლანდიელებმა შეავსეს: სოჭში 3000 მეტრზე ჩემპიონმა ირენ ვიუსტმა ვერცხლი აიღო, მარგო ბურმა კი ამ თამაშებზე მეორე ბრინჯაო მოიგო.

ჰონ ჟანგი

დაიბადა: 12 აპრილი, 1988

სიმაღლე: 1.74 მ

წონა: 65 კგ

ოლიმპიური თამაშები

ოქრო - სოჭი 2014, 1000 მ

სხვა ტიტულები

მსოფლიოს ერთგზის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა