"კანტუმ" ჰოლანდიაში "გაზ-ტერასთან" ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლა

იტალიური "კანტუ" ევროთასის მატჩის სათამაშოდ ჰოლანდიაში დანაკლისით ჩავიდა - გრონინგემში გუნდს ვერ გაჰყვა ავსტრიელი ბენჟამინ ორტნერი. ამის მიუხედავად კანტუელები მაინც ფავორიტები იყვნენ, მაგრამ ეს სტატუსი ვერ გაამართლეს - საფინალო სირენამდე 7 წუთით ადრე 15 ქულით ჩამორჩნენ (53:68). ზედიზედ ჩაგდებული ორი ორქულიანის შემდეგ მანუჩარ მარკოიშვილმა სხვაობა 11 ქულამდე შეამცირა. მისი და მიკოვის აქტიურობის წყალობით "კანტუ" გრონინგენის "გაზ-ტერას" 7 ქულით მიუახლოვდა (67:74), მაგრამ გამარჯვება მაინც ჰოლანდიაში დატოვა. 80:74 გრონინგენელთა სასარგებლოდ. ამავე რუბრიკაში წაიკითხავდით, რომ "როკმა" "ბენფიკასთან" 74:80 წააგო. არ გეგონოთ, მარკოიშვილისა და ცინცაძის თამაშები ერთმანეთში აგვერია და ერთი და იგივე ანგარიში დავწერეთ, "კანტუმაც" და "ტარტუმაც" 74:80 წააგეს.

მანუმ ჰოლანდიაში 16 წუთში 8 ქულა და თითო მოხსნა-ჩაჭრა მოინაგრა. "კანტუს" მაარტენ ლეუნენი გაუძღვა - 18 ქულა. იტალიელები მომდევნო მატჩში "გაზ-ტერას" 7 დეკემბერს უმასპინძლებენ.

თ მ წ სხ ქ

1. გალათასარაი 3 3 0 221/175 6

2. კანტუ 3 1 2 203/213 4

3. გაზ-ტერა 3 1 2 196/208 4

1. პანელინიოსი 3 1 2 178/202 4

ტორინ გრინის "გრან კანარიამ" ევროთასის მეორე ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა - ლიტვური "შაულიაი" შინ 92:72 დაამარცხა. გამარჯვებაში საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა დიდი წვლილი შეიტანა. მან 17 წუთში ნაყოფიერად იმუშავა - აქტივში 5 ქულა, 8 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.

7 დეკემბერს კანარელები "შიაულიაის" ეწვევიან.

თ მ წ სხ ქ

1. ბუდიველნიკი 3 3 0 206/180 6

2. გრან კანარია 3 2 1 240/200 5

3. ბუდუჩნოსტი 3 1 2 219/236 4

4. შიაულიაი 4 0 3 214/263 3

C ჯგუფი

ტაირონ ელისის "ესტუდიანტესმა" იტალიური "ბენეტონი" მიიღო და ვერაფერი დააკლო. ტრევიზოელებმა 80:71 იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების ყოფილმა უკანახაზელმა ელისმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 26 წუთში 12 ქულა ჩააგდო. ტაირონმა 4-დან 3 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო გამოიყენა.

მეოთხე ტურში "ესტუდიანტესი" ტრევიზოში ითამაშებს (7 დეკემბერს).

თ მ წ სხ ქ

1. ბენეტონი 3 3 0 214/194 6

2. ესტუდიანტესი 3 2 1 252/246 5

3. პაოკ 3 1 2 231/229 4

4. როანი 3 0 3 224/252 3

გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა