საქართველოს რაგბის კავშირი 22 თებერვალს გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩის ბილეთებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
2014 წლის ევროპის ერთა თასის და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მორიგ საშინაო მატჩამდე ერთი კვირა რჩება.

22 თებერვალს, ქართველი "ბორჯღალოსნები" რუს "დათვებს" "დინამო არენაზე" უმასპინძლებენ. მატჩის დასაწყისი 17:00 საათზე.

საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართი მორიგი თბილისური შეხვედრის ბილეთები 17 თებერვლიდან (ორშაბათი) გაიყიდება. ბილეთების გაყიდავა მხოლოდ "დინამო არენის" სალაროებში იწარმოებს და მათი შეძენა ყოველდღიურად, დილის 11:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 3 და 5 ლარს შეადგენს.

სრულიად ქართული სარაგბო თემის სახელით, ჩვენი ბიჭების ყველა ქომაგს მოგმართავთ, რომ 22 თებერვალს მობრძანდეთ სტადიონზე, ყველა მხარში დავუდგეთ "ბორჯღალოსნებს" და სარაგბო ტრადიციებიდან გამომდინარე, პატივი ვცეთ ჩვენს მოწინააღმდეგეს და მათ გულშემატკივრებს.

რაგბი ჩვენი თამაშია!

წყარო: rugby.ge

ZIZU
ტატO ლპმენტარს ცაკიტხვა და გააზრება უდნა. როგორცკი რუსი ჯარიმის დარტყმას ან სჰერკინებისას მოცოლას დააპირებს სანამ არ გამაზავს სტვენას სჰეუცჰერებლივად ვაპირებ. მარგამ ჰიმნზე, რიტუალზე და კორიდორსჰი გაცილებისას რაგბიში არ უსტვენენ მოწინააგმდეგეს. აქ კარგი კომენტარები იდება და მატშორის GiorgiG83 ამისთვის ყველას მადლობა, ჯიგრები ხართ ძმებო!
st
საგოლ გიორგი საგოლ
GiorgiG83
დინამო არენის სალარომ (ტელეფონზე) ასე ამიხსნა: სალარო მუშაობს: 11:00 დან 19:00 მდე ბილეთები დაუნომრავია დასავლეთ ტრიბუნა ღირს 5 ლარი, სხვა დანარჩენი 3 ლარი.
ირაკლი
გაუმარჯოს! ხომ ვერ მეტყვით დანომრილია ბილეთები?
vazha
ბილეთი ვიყიდე და ადგილის ნომერი არ აწერია.
torino
გულშემატკივრობა - მაქსიმალურად ცივილურ ფორმაში!!! - ტატო შენ შეგიძლია სახლიდანაც დაუშტვინო ძამიკო!!!
GiorgiG83
მიდით ბიჭებო მიდით -ს მესმის პროტესტის (სიძულვილისაც)ხარისხი, მარგამ ამ ლოგიკით მეგობარი პლანეტაზე არ გვყავს - ყველა ყოველთვის ჩვენი მტერი ყოფილა და დღემდე ეგრეა - ეს საუბარი შორს წაგვიყვანს. პროტესტის ფორმის გამონახვა ადვილია, მთავარი სურვილია - ცხვირწინ ვუფრიალოთ თავიანთ ჰიმნზე საქართველოს რუქა, ზურგით შევუტრიალდეთ, რუსების მინდორზე გამოჩენისას ერთხელ კიდევ სტადიონმა იმღეროს საქარტველოს ჰიმნი მეორედ კი ჰიმნის შემსრულებელს ავყვეთ. უბრალოდ სარიტუალო მისალმების და ჰიმნის დროს სტვენა ტეხავს (ისე როდესაც ჰიმნს შეურაცყოფენ ეს დამატებითი მოტივაციაა იმისთვის რომ მეტოქემ უკეთ გეთამაშოს...) საქართველო ვიყვიროთ, ერთხმად, ორგანიზებულად - მთელი 80 წუთი
მიდით ბიჭებო მიდით
GiorgiG83 კაი კაცი ხარ შენ,არ ღირს tato erti-ის კომენტარზე პასუხის გაცემაც კი,უბრალოდ იდიოტური ნაც.პროპაგანდის მსხვერპლია,რომელსაც საკუთარი აზრი და შეგნება არ გააჩნია.
GiorgiG83
tato erti -ს ტატო, არავის უთქვამს რუსებს ვუგულშემატკივროთო და არც მე მითქვამს რომ მათ ჰიმნს ვიმრერებ :) ფედერაცია და ნაკრები ითხოვს მატჩის მსვლელობისას კორექტულობას და მგონი ქართული რაგბი იმას იმსახურებს, რომ მათ თხოვნას პატივი ეცეს. როგორც ჰაკას, სივა ტაუს შესრულებიას არ უნდა დაუსტვინო ისე არ უნდა შეურაწყო მეტოქის ჰიმნი - კულტურულობის მხრივ ცუდი ტონია, მდარე გულშემატკივრობა. მივალთ მე და შენ სტადიონზე და ვითვალოთ რამდენჯერ მეტი დაუსტვენს რუსების ჰიმნს და რამდენი იძახებს "საქართველოს" და რამდენი ათასი მდუმარედ იჯდება. მე სწორედ ის ვთქვი, რომ მთელი აგრესია გულშემატკივრობაში გამოვხატოთ - ჩვენების გულშემატკივრობაში და არა სხვის სტვენაში. ინგლისზე დიდი მტერი საუკუნეების მანძილზე შოტლანდიას ისტორიულად არ ჰყოლია - მინდა გთხოვო რომ ინტერნეტში მოიძიო მატჩები ინგლისსა და შოტლანდიას შორის, გლაზგოში და დატკბე.
tato erti
ახლა სტვენაც აგვიკრძალეთ,შენ ნუ დაუსტვენ.............გულის ჯიბეში ჩაიდე პატარა რუსეთის დროშა, ან იმათი გულშემატკივრების რიგებში დაბრძანდი.......რა თქმა უნდა ევროპულად ყნდა მოვიქცეთ ანუ ჩავეხუტოთ ჯიგრულად..........
GiorgiG83
რთულია ნაკრების წევრების, ფედერაციის თხოვნა არ გაიზიარო და არ დაეთანხმო. ისიც რთულია რუსეთის ნაკრების ჰიმნს სტვენის გარეშე შეხვდე, მაგრამ... მოდით ქართული სარაგბო თემის თხოვნა, რომ ყველა მეტოქის მისალმებას და ჰიმნს პატივი ვცეთ, მათ შორის რუსეთისას. მთელი ემოცია კი გულშემატკივრობაში გამოვხატოთ და ბიჭების ნამოღვაწარს არ მივაყენოთ ჩრდილი - თუნდაც ზოგიერთ მოწინააღმდეგესთან გასაგები მიზეზები გამო, მარგამ მაინც... ვიყოთ მაღალი შეგნების კულტურული, ღირსეული გამარჯვების შემშვენი გულშემატკივარი - საზოგადოება და არა ბრბო. მთელი უარყოფითი ემოცია საქართველოს 80 წუთი ძახილში დავხარჯოთ!!! მშრალზე დიდი და ლამაზი გამაჯვება ბიჭებო !!!
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო