მსოფლიოს მესამე ჩოგანი საუკეთესოთა სიაში ასე მალე დაბრუნებას არ ელოდა
ბელგიელი კიმ კლაისეტრსი, რომელიც WTA-ს რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს, 2010 წლის საუკეთესო ქალ ჩოგბურთელად დაასახელეს. მიმდინარე წელს კლაისტერსმა 5 ტურნირი მოიგო, მათ შორის ამერიკის ღია ჩემპიონატი და WTA-ს ჩემპიონატი საერთო ჯამში. ადრე ბელგიელი წლის საუკეთესო ჩოგბურთელად 2005 წლის სეზონის ბოლოს აღიარეს.

5 მოგებული ტურნირის მიუხედავად, კლაისტერსმა წელი მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზე დაასრულა. პირველ-მეორე ადგილებზე დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი და რუსი ვერა ზვონარევა არიან.

27 წლის კლაისტერსი დიდ სპორტში 2009 წელს დაბრუნდა, კარიერაში პაუზის შემდეგ, რომელიც ბავშვის დაბადებითაც იყო გამოწვეული. ბელგიელმა აღიარა, რომ არ ელოდა თუ მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა სიაში ასე მალე დაბრუნდებოდა.

ქალთა ჩოგბურთში საუკეთესო წყვილად იტალიელი ფლავია პენეტას და არგენტინელი ხისელი დულკოს დუეტი დაასახელეს. რუსმა ელენა დემენტიევამ, რომელმაც კარიერა დაასრულა, პრიზი თამაშის წესების დაცვისა და კარგი სპორტული საქციელისთვის მიიღო. მარია შარაპოვამ კი, რომელიც გაეროს კეთილი ნების ელჩია, პრიზი ჰუმანიტარული საქმიანობისთვის მიიღო.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა