წყვილთა პაექრობაში თბილისელი ანა ტატიშვილი, ამერიკელ ჰიტა ვატსონთან ერთად, მე-4 ნომრად იყო განთესილი
მიდლენდში (აშშ) დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 100.000 დოლარი).

წყვილთა პაექრობაში თბილისელი ანა ტატიშვილი, ამერიკელ ჰიტა ვატსონთან ერთად, მე-4 ნომრად იყო განთესილი (საგულისხმოა, რომ ერთეულებში ჩვენებური სწორედ მეწყვილესთან დამარცხდა).

პირველ წრეში მათ ასია მუჰამადი და ტეილორ თაუსენდი (ორივე - აშშ) დაამარცხეს - 6:4, 7:5, შემდეგ ლიკა დეკმეიერი (ლატვია) და ნიკოლა ფრანკოვა (ჩეხეთი) ჩამოიშორეს გზიდან - 6:2, 5:7, 10:6, ნახევარფინალში ნიკოლ მელიჩარსა და ნატალი პლუშკოვას (ორივე - აშშ) აჯობეს - 6:1, 6:4 და ფინალში მე-2 ნომრად განთესილ შარონ ფიგმანსა (კანადა) და მარია სანჩესს (აშშ) დაუპირისპირდნენ.

პირველი სეტი ანამ და ჰიტამ 7:5 მოიგეს, მეორე ხელი ასეთივე ანგარიშით დათმეს, ტაი-ბრეიკებში კი 10:6 გაიმარჯვეს და მთავარი პრიზი მოიპოვეს. საგულისხმოა, რომ ანას მეწყვილე ვატსონმა ერთეულთა ასპარეზობაშიც მიაღწია წარმატებას - გადამწყვეტ პაექრობაში რუს კსენია პერვაკს აჯობა - 6:4, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა