ვის რას დაუმტკიცებს არსენ ვენგერი
ამბობენ ხოლმე, ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა პლეი ოფებიდან იწყებაო და აგერ ბატონო, როგორი ორი თამაში გვაქვს დღეს, 19 თებერვალს... "არსენალი"-"ბაიერნის" დეჟა-ვუ და "მილანი"-"ატლეტიკოს" მატჩი-გამოცანა.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ამ შეხვედრებამდე განწყობა შევიქმნათ და ფეხბურთისგან სიამოვნების მისაღებად მოვემზადოთ.

მერვედფინალებში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წყვილი "არსენალი"-"ბაიერნია" და "ემირატებზე" გასამართ მატჩს ყველანი დიდი ინტერესით ველოდებით.

"მეთოფეებს" ესმით, რომ მათთვის პირველ შეხვედრას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ექნება და ის მაქსიმალურად კარგად უნდა ჩაატარონ. ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე უკვე მესამედ ხვდებიან და წინა ორ დაპირისპირებაში გამარჯვება მიუნხენელებს დარჩათ.

უშუალოდ გასულ სეზონში "ბაიერნმა" ლონდონში ძალიან ადვილად, 1:3 მოიგო და თამაშით "ალიანს არენაზეც" დომინირებდა, მაგრამ მოულოდნელად დამარცხდა, თანაც 0:2. "არსენალმა" მეორე გოლი 86-ე წუთზე გაიტანა და რეკორდმაისტერს არასასიამოვნო წუთების გადატანა მოუხდა.

ეს მიუნხენელთა ბანაკში მშვენივრად ახსოვთ და ამიტომაც აკეთებენ კომენტარებს, მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ და საკუთარი შანსები გამოვიყენოთო.

კიდევ უფრო ადრინდელი დაპირისპირება 2005 წელს შედგა და მაშინ მიუნხენელები შინ ბრწყინავდნენ, 3:0-საც იგებდნენ, მაგრამ კოლო ტურემ 88-ე წუთზე ერთი გოლი გაიტანა და საპასუხო მატჩს ინტრიგა დაუტოვა. თუმცა ლონდონში ტიერი ანრის გოლი ერთადერთი გახლდათ და მაშინაც "ბაიერნი" გავიდა შემდეგ ეტაპზე.

კიდევ უფრო ადრე კი ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს და გერმანული კლუბი იქაც უკეთ გამოიყურებოდა - 1:0, 2:2.

არსენ ვენგერს ძალიან უნდა სტატისტიკის წინააღმდეგ წასვლა, ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის გამარჯვებულისა და მიმდინარეს მთავარი ფავორიტის დამარცხება და ჟოზე მოურინიოსთვის თუ სხვებისთვის იმის დამტკიცება, რომ იგი "ლუზერი" და "ფეილების" სპეციალისტი არ არის, მაგრამ ფრანგმა იცის, რომ მისი გუნდი ძალიან რთული მისიის წინაშეა.

თანაც, ვენგერი ვერ დაიხმარებს აარონ რემზის და დისკვალიფიცირებულ მიკელ არტეტას, ეს კი ნახევარდაცვას მნიშვნელოვნად ასუსტებს, რაც "ბაიერნთან" მატჩისთვის ორმაგად სანერვიულოა.

თომას ვერმაელენის თამაში საეჭვოა. თეო უოლკოტის, აბუ დიაბისა და კიმ კალსტრიომის ტრავმები უკვე ძველი ამბავია. შეიძლება ძირითადში მოხვდეს ვეტერანი ჩეხი ტომაშ როსიცკი. ამ შემთხვევაში, ლუკას პოდოლსკი ალბათ მოგვიანებით ჩაერთვება საქმეში და შეეცდება, თავის ყოფილ გუნდს ამჯერადაც გაუტანოს.

ფრანგი სპეციალისტი, სავარაუდოდ, დაიხმარებს ახალგაზრდა ალექს-ოქსლეიდ ჩემბერლენსაც. "არსენალმა" ეს მატჩი უნდა მოიგოს, თუ სურს, რომ მეოთხედფინალში გასვლის რეალური შანსი დარჩეს "ალიანს არენაზე" გასამართ საპასუხო მატჩამდე.

არსენ ვენგერი (არსენალი):

"ვიცით, რომ ტურნირის ფავორიტს ვეთამაშებით და ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ დიდი მატჩები არსებობს. ასე თუ ისე, რთული თამაშები გვქონდა თასზეც, სადაც ჯერ "ტოტენჰემს" შევხვდით, მერე კი "ლივერპულს".

თავდაჯერება არ გვაკლია, სეზონის სტარტიდანვე გვესმის, რომ ყველა შეხვედრაში 100%-ით უნდა დავიხარჯოთ. აღსანიშნავია, რომ წინა სეზონში მერვედფინალის წინ თასზე "ბლექბერნთან" წავაგეთ, ახლა კი ფსიქოლოგიურადაც უფრო მზად ვართ, რადგან "ლივერპულს" მოვუგეთ.

წინა დაპირისპირება შინ გაშვებული მეტი გოლის გამო დავთმეთ და ამიტომაც, მთავარია, კარი შევინახოთ მშრალად".

"მთავარია, ბოლომდე თამაშში დავრჩეთ, ვიბრძოლოთ და შანსი გვქონდეს. პირველი მატჩი 0:0-ითაც რომ მორჩეს, კარგი შანსები დაგვრჩება. ყურადღებით უნდა ვიყოთ და სახლში არ უნდა გავუშვათ. წინა სეზონის შეცდომების თავიდან არიდება და უფრო ჭკვიანურად თამაშია საჭირო", - აღნიშნა ჯეკ უილშირმა.

ტრავმებზე თუ მიდგა საქმე, პირველ რიგში, ის უნდა გავიხსენოთ, რომ ფრანკ რიბერი ამ შეხვედრაში "ბაიერნს" ვერ დაეხმარება. როგორც იცით, გუნდის ფრანგმა ლიდერმა ოპერაცია გაიკეთა და რამდენიმე დღეში მწყობრში იქნება, ანუ საპასუხო მატჩში ის მონაწილეობას მიიღებს, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა.

სხვა მხრივ, გამოსარჩევი და ახალი დანაკლისი პეპ გვარდიოლას არ აქვს. ჰოლგერ ბადშტუბერმა ნელ-ნელა ვარჯიში დაიწყო, მაგრამ სპეციალური, ინდივიდუალური პროგრამით და ჯერ მზად არ არის. არ იქნება არც ჯერდან შაჩირი.

"ბაიერნი" ისევ საუცხოო ფორმაშია და ბუნდესლიგა უკვე თითქმის მოგებული აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე კი პირველსავე მატჩში სასურველი შედეგის მიღწევასა და საქმის გაიოლებაზე უარს ნამდვილად არ იტყვის.

ასეა თუ ისე, არ უნდა გაგვიკვირდეს თუ ამ შეხვედრაში ბევრი გოლი გავა. მართალია, "არსენალი" ამ სეზონში დაეჩვია მწირგოლიანობას და ალაგ-ალაგ ვენგერი 1:0-ებსა და 2:0-ებს გვთავაზობს, მაგრამ მიუნხენელთა ბანაკში საპირისპირო სურათია, მათი მონაწილეობით ბოლო 9 საჩემპიონთალიგო მატჩიდან 8-ში 3 და მეტი გოლი გავიდა, ხოლო თავად უკანასკნელი 11 თამაშიდან 10-ში, მინიმუმ, 2 გოლი აქვთ გატანილი. ცხადია, ისინი უკან არც ახლა დაიხევენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giuntera
წინ, მეთოფეებო. დღეს ზარბაზანი გაისვრის. არსენალი მაგარია.
წინა კომენტარის ავტორს!
რა იყო მანდ გაუგებარი? ავტორის არ ვიცი და შენ კი ნამდვილად გაქვს წაკითხულის გააზრების პრობლემა.
avtoro shen wakitxulis gaazrebaze gsmenia rame?
"მეთოფეებს" ესმით, რომ მათთვის პირველ შეხვედრას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ექნება და ის მაქსიმალურად კარგად უნდა ჩაატარონ. ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე უკვე მესამედ ხვდებიან და წინა ორ დაპირისპირებაში გამარჯვება მიუნხენელებს დარჩათ. უშუალოდ გასულ სეზონში "ბაიერნმა" ლონდონში ძალიან ადვილად, 1:3 მოიგო და თამაშით "ალიანს არენაზეც" დომინირებდა, მაგრამ მოულოდნელად დამარცხდა, თანაც 0:2. "არსენალმა" მეორე გოლი 86-ე წუთზე გაიტანა და რეკორდმაისტერს არასასიამოვნო წუთების გადატანა მოუხდა. ამ 2 აბზაციდან ვინმემ აზრი გამოიტანეთ? თუ კი, მაშინ ამიხსენით რა წერია
პორნომსახიობი საფონოვს "არსენალთან" ყოველი მოგერიებისთვის "ცხელ ღამეს" დაჰპირდა - მას ფეხბურთელის მეუღლემ უპასუხა
UEFA-მ ევროპული ტურნირების ფინალებზე მსაჯთა ვინაობა დაასახელა
Opta ჯიუტად პირველ ჩვენებას აწვება - "არსენალი" პსჟ-ს მოუგებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 რუსთავი. 23-ე მონაწილე...
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
[VIDEO] ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "მაინცთან" დამარცხდა და მეორე ბუნდესლიგაში გავარდა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
სლოტი იხტიბარს არ იტეხს - რას აპირებს "ლივერპული" ზაფხულში?
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
შენგელიას გამარჯვება კატალონიურ დერბიში და შერმადინის შედეგიანობა მარცხის ფონზე
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
"0:4-ს სჯობს" - გვარდიოლა "რეალთან" განადგურების შემდეგ
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
პეტი: კლოპი თუ ვენგერი? - პასუხი მარტივია
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
100-იანთა კლუბში - სიმეონე ფერგიუსონისა და ვენგერის გზაზე
"სიტი" თუ "არსენალი"? - ვენგერმა პრემიერლიგის გამარჯვებული იწინასწარმეტყველა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
ერთ-ერთი კანდიდატი ალონსოა - "სიტი" გვარდიოლას შემცვლელს 3 მწვრთნელიდან აარჩევს
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
"მოიგებს თუ არა წელს "არსენალი" ტიტულს?" - არსენ ვენგერმა შეკითხვას უპასუხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
[VIDEO] ბუდუ ზივზივაძემ მიუნხენის "ბაიერნს" გაუტანა!
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში