სოკ-ისგან უარის მიღების გამო უკრაინის ნაკრებმა გუნდურ სათხილამურო სპრინტში ასპარეზობაზე უარი თქვა
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) უკრაინის დელეგაციას არ დართო ნება, სოჭში მოასპარეზე უკრაინელმა სპორტსმენებმა სამგლოვიარო სამკლავურებით იასპარეზონ.

ოლიმპიადაზე მყოფ უკრაინელ სპორტსმენებს მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო სამძიმრის გამოხატვა სურდათ. ბოლო მონაცემებით, კიევში აქციებს 25 ადამიანი ემსხვერპლა, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა კი ქვეყანაში ხუთშაბათი გლოვის დღედ გამოაცხადა.

"ჩვენს თხოვნაზე სოკ-ისგან მივიღეთ პასუხი, რომ ოლიმპიური ქარტიით ეს დაუშვებელია. უკრაინის ოლიმპიური დელეგაცია სრულებით იზიარებს ტკივილს და მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული მოვლენების გამო", - ნათქვამია უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

ვრცელდება ცნობა, რომ სამგლოვიარო სამკლავურებით გამოსვლაზე სოკ-ისგან უარის მიღების შემდეგ გუნდურ სათხილამურო სპრინტში უკრაინის ნაკრებმა ასპარეზობაზე უარი განაცხადა. თუმცა ამ დრომდე მარინა ლისოგორისა და კატერინა სერდიუკის სტარტზე არგამოსვლის ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა.

ამასთან, საზოგადოებრივმა მოძრაობამ "ჩვენ ევროპელები ვართ" უკრაინელ სპორტსმენებს სოჭის ოლიმპიური თამაშების ნაადრევად დატოვებისკენ მოუწოდა. ამასთან, უკრაინის ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ საიტზე, სამძიმრის წერილთან ერთად, აღნიშნულია, რომ სპორტსმენები სოჭში გამოსვლას გააგრძელებენ.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა