მოსკოვში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) 20 თებერვალს სოფიო შაფათავამ მეორე გამარჯვება იზეიმა
მოსკოვში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) 20 თებერვალს სოფიო შაფათავამ მეორე გამარჯვება იზეიმა.

ერთეულთა თანრიგში მე-5 ნომრად განთესილმა ჩვენებურმა კვალიფიკაციიდან აღზევებულ ანასტასია ფროლოვას სამ სეტში აჯობა დაძაბულ პაექრობაში - 1:6, 6:4,7:5. მეოთხედფინალში შაფათავა ტურნირის რეიტინგფავორიტ ალიაქსანდრა სასნოვიჩს (ბელორუსი) დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა გალინა პოზნიხირენკო (უკრაინა) ჩამოიშორა გზიდან - 7:5, 7:6. ქართველ ჩოგბურთელს სასნოვიჩთან რევანში აქვს ასაღები 2013 წელს ტალინის 25.000-იან ტურნირში მარცხისთვის (3:6, 7:5, 4:6). წარმატების შემთხვევაში შაფათავა ნახევარფინალში მოსკოველებს - მაია კაციტაძესა და მარგარიტა კასპარიანს შორის უძლიერესს შეხვდება.

ბადის მეორე მხარეს რუსეთის კიდევ ერთი ქართველი წარმომადგენელია - ნათელა ძალამიძე, რომელმაც მერვედფინალში მეორე ნომრად განთესილი კატერინა კოზლოვა (უკრაინა) დაამარცხა - 5:7, 7:6, 7:6 21 თებერვალს იგი ესტონელ ანეტ კონტავეიტთან (მე-8 ნომერი) გაარკვევს ურთიერთობას.

ანტალიის 10.000-იან საერთაშორისო ტურნირზე მეორე ნომერია ეკატერინე გორგოძე, რომელმაც 20 თებერვალს ჩინელი სიაონ დონი დაამარცხა - 6:3, 6:1 და მეოთხედფინალში ჰელენ პლოსკინას (უკრაინა) მძლეველ (6:2, 5:7, 6:3) ნიკოლეტა-კატალინა დასკალუსთან (რუმინეთი) გაარკვევს ურთიერთობას. ჩინელი ჟაოჰუან იანი ჰყავდა მეტოქედ სოფიო ქვაცაბაიას. სამ სეტში აზიელმა გაიმარჯვა - 6:4, 5:7, 6:1.

წყვილთა პაექრობებში პირიქით მოხდა: რუმინელ დიანა ბუზეანთან ერთად მეორე ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ ჩინელების - სიაორონ დონისა და ლინ ჟუს დუეტთან დათმო პაექრობა - 6:3, 4:6, 6:10.

ამ დუეტთან ნახევარფინალში მოუწევს ანგარიშსწორება მესამე ნომერ სოფიო ქვაცაბაიას და პია კონიგის (ავსტრია) წყვილს, რომელმაც 20 თებერვალს ოლენა კურპოტსა (უკრაინა) და ტიასა სრიმპფს (სლოვენია) აჯობა - 7:5, 6:0. მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ: იანა სიზიკოვა (რუსეთი), ლენკა ვიენეროვა (სლოვაკეთი)-იიჰონ ლი, ჟაოჰუან იანი (ორივე-ჩინეთი).

მეოთხედფინალში ითამაშებს ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელიც ასტანაში ჩოგბურთელ ვაჟთა 75.000-იან ტურნირში ცდის ძალებს. მეორე წრეში მან იულის მარი (საფრანგეთი) დაამარცხა - 6:7, 7:6, 6:4 და ახლა გზიდან სერბი ფილიპ კრაინოვიჩის ჩამოშორებას შეეცდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს
ორი წაგება ფინალში მოსკოვში - ქართველი მოჭიდავეები ვერცხლს დასჯერდნენ