ერთმატჩიანი იძულებითი შესვენების შემდეგ სანაძე მოედანს დაუბრუნდა და "სან დიეგოს" მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა
ერთმატჩიანი იძულებითი შესვენების შემდეგ დუდა სანაძე მოედანს დაუბრუნდა და "სან დიეგოს" მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

სანდიეგოელებმა "ვესტ ქოუსთის" კონფერენციის ერთ-ერთ ყველაზე მებრძოლ გუნდ "პორტლენდს" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში - 61:59 დაამარცხეს.

პორტლენდელები ის ბიჭები არიან, რომლებმაც ლიდერ "გონზაგას" კონფერენციის ერთადერთი მარცხი აგემეს, ამ მატჩამდე კი 7-7 მოგება-წაგებით მე-5 ადგილზე იმყოფებოდნენ.

"სან დიეგოსთან" 31:35-ით წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ პორტლენდელებმა ტემპს უმატეს და მატჩის ბოლოს ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს. შეხვედრის დასრულებამდე 2,30 წუთით ადრე სტუმრები 56:52-ს იგებდნენ და საბოლოო წარმატებამდე ცოტა აკლდათ.

სანდიეგოელებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს - დასრულებამდე 2 წუთით ადრე ზუსტი 2-ქულიანით სანაძემ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, მერე პორტლენდელებმა ააცილეს და ჯონი დიმ საჯარიმოებით ანგარიში გაათანაბრა.

საფინალო სირენამდე 1 წუთით ადრე ქართველმა უკანახაზელმა საჯარიმოები ზუსტად შეასრულა და სანდიეგოელები დააწინაურა, რასაც დენის კრამერის 1 საჯარიმოც მოჰყვა და მასპინძლები მატჩის დასრულებამდე 19 წამით ადრე 61:58 გალიდერდნენ.

მორიგ, გადამწყვეტ შეტევაში პორტლენდელებმა ჯერ ორიანი, შემდეგ სამქულიანი ააცილეს და როცა ბურთი კრამერმა მოხსნა, მატჩის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყდა.

მართალია, საჯარიმოს ხაზზე აღმოჩენილმა კრამერმა ორივე სროლა ააცილა, თუმცა სანდიეგოელებმა 4 წამში 3-ქულიანი ლიდერობა აღარ გაფლანგეს. მეტოქეს სამქულიანი არ ასროლინეს და მყისიერად დაჯარიმდნენ. პორტლენდელმა ბობი შარპმა პირველი ზუსტი საჯარიმოს შემდეგ მეორე ბურთი იმ იმედით ააცილა, რომ მას თავისიანები დაეუფლებოდნენ და დარჩენილ 2-ქულიან დეფიციტს აღმოფხვრიდნენ, თუმცა ფარიდან ასხლეტილი ბურთი ქართველის ნადავლი გახდა და მატჩის ბედიც გაირკვა.

სანაძე სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. მას ტრავმა ახალი მორჩენილი ჰქონდა და მწვრთნელმა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართო. მიუხედავად ამისა, სანაძე სანდიეგოელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ჯონი დისთან ერთად 15 ქულა დააგროვა.

დუდამ 10-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 15 ქულასთან ერთად, სანაძემ 1 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მიითვალა, ბურთი კი არ დაუკარგავს.

6 მოგებითა და 10 მარცხით "სან დიეგო" "ვესთ ქოუსთის" კონფერენციაში მე-7 ადგილზე რჩება, თუმცა 1 მოგება აშორებს მის წინ მყოფ "პორტლენდსა" და "პეპერდაინთან".

კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო 2 მატჩს "სან დიეგო" შინ გამართავს: 23 თებერვალს ლიდერ "გონზაგას" უმასპინძლებს, 1-ელ მარტს კი "ბრიგჰემ იანგის" უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.

რეგულარულის დასრულების შემდეგ სანდიეგოელები ლასვეგასურ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას, რის შემდეგაც ადგილები საბოლოოდ განაწილდება და გუნდებიც პლეი ოფში დაწყვილდებიან.

წყარო: gbf.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
დუდა სანაძის 23 ქულა და პალმერის ბრძოლაში გამარჯვება | ლეგიონერთა ამბები
დე ბრუინიც MLS-ში - "სიტის" ნახევარმცველი შესაძლოა, რამოსის თანაგუნდელი გახდეს
დუდა სანაძის 11 ქულა და მარცხი ლიდერ "გონზაგასთან"
დუდა სანაძე: ამ სეზონის შემდეგ NBA-ს დრაფტზე დავდგები
ინტერესი MLS-იდან - სალაჰს კარიერის გაგრძელების ბევრი ვარიანტი აქვს
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
შენგელიას 14 ქულა და იოლი გამარჯვება | კორსანტიას და სანაძის მოგებ-წაგება
38 ქულა 33 წუთში - დუდა სანაძე "სან დიეგოს" რეკორდსმენია
დუდა სანაძე: მიხარია, რომ ჩემი გვარი უნივერსიტეტის ისტორიაში ჩაიწერება