გავრცელებული ინფორმაციით, სერია A-ში მოასპარეზე ფეხბურთელები გაფიცვისთვის ემზადებიან

იტალიურ ფეხბურთში უამრავი პრობლემაა და სადამდე მიიყვანს კალჩოს ეს ყველაფერი, ძნელი სათქმელია. გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერია A-ში მოასპარეზე ფეხბურთელები გაფიცვისთვის ემზადებიან და იმუქრებიან, XVI ტურის პაექრობებს ჩავშლითო. ლაპარაკია 11-12 დეკემბერს დაგეგმილ ტურზე, რომელიც რამდენიმე მეტად საინტერესო შეხვედრით გამოირჩევა. მათ შორის, "იუვენტუსი"-"ლაციოს" თამაშის გამოყოფა შეიძლება, გაფიცვის ინიციატორი იტალიელ ფეხბურთელთა ასოციაციაა, რომელიც მოთამაშეთა ინტერესებს იცავს და ფედერკალჩოს ყველა იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელიც მათი გადასახედიდან სწორედ ფეხბურთელთა ინტერესებს ლახავს.

ისტორია, რომელიც ამჯერად გახდა გასარჩევი, ზაფხულში დაიწყო - ფედერკალჩომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის ძალითაც 2011 წლიდან კლუბებს ფეხბურთელის ამა თუ იმ კლუბში გასხვისება მისი აზრის გაუთვალისწინებლად შეეძლებათ. ბუნებრივია, ეს ბევრს არ მოეწონა და პროტესტმაც მასობრივი სახე მიიღო. ფეხბურთელები ჯერ კიდევ ოქტომბრის მატჩებისას აპირებდნენ გაფიცვას, თუმცა მაშინ გარკვეული დაპირებები მიიღეს და განზრახვაზე ხელი აიღეს. თურმე, ფედერკალჩოს არც ერთი პირობა არ შეუსრულებია, რამაც პროტესტის ახალი ტალღა გამოიწვია. მოვუსმინოთ იტალიელ ფეხბურთელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს, ლეონარდო გროსოს:

"მოლაპარაკებისთვის მზად ვიყავით და ვიცოდით, რომ გარკვეულ დათმობაზე უნდა წასულიყვნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ არც ერთი პირობა არ შეასრულა, რაც სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკვირს. კარგად იციან, რომ გაჩუმებას არ ვაპირებთ და სანამ ფეხბურთელთა ინტერესების შემლახავი გადაწყვეტილება არ გაუქმდება, არ გავჩერდებით. შევთანხმდით, რომ თუ ვითარება არ შეიცვალა, XVI ტურის პაექრობებს ბოიკოტს გამოვუცხადებთ. ამჯერად, მხოლოდ რეალურ ნაბიჯებს ველოდებით, დაპირებების აღარ გვჯერა".

ფედერკალჩოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მაურიციო ბერეტამ ასოციაციის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა, ლეონარდო გროსო კი "ტკბილი" სიტყვებით შეამკო: "გროსო მატყუარაა, ავანტიურისტი, რომელიც ყველაფერზე მიდის საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მათი გადაწყვეტილება ყოვლად უპასუხისმგებლოა და იტალიურ ფეხბურთს მხოლოდ ზიანს აყენებს. ჩემი ინფორმაციით, ამ ასოციაციაში ფეხბურთელთა მხოლოდ მცირე ნაწილია გაერთიანებული და მინდა უშუალოდ კლუბების მესვეურებს ვთხოვო, რომ მათი გაკონტროლება მოახერხონ. დარწმუნებული ვარ, გაფიცვა არ შედგება და ჩემპიონატი ჩვეულებრივად გაგრძელდება".

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა