ქართველი მორაგბეები სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და უნიკალურ ღონისძიებას, Wings for Life World Run-ს უერთდებიან
ქართველი მორაგბეები სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და უნიკალურ ღონისძიებას, Wings for Life World Run-ს უერთდებიან. Wings for Life World Run-ი 2014 წლის 4 მაისს გაიმართება, სადაც ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება, საქართველო კი მისი ნაწილი გახდება.

ღონისძიების მედიაპარტნიორები არიან "ლელო week"-ი და "პალიტრა TV".

4 მაისს, საქართველოს დროით 14:00 საათზე, 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყანაში ასიათასობით მორბენალი ერთდროულად დაიწყებს სირბილს.

საქართველოში მორბენლები სტარტს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან აიღებენ და კავკასიონის ქედის გაყოლებით ირბენენ "ფინიშ მანქანის" დაწევამდე.

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. სპორტის ისტორიაში მსგავსი ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა. ტრადიციული ფინიშის ხაზის მაგივრად იქნება სპეციალური "ფინიშ მანქანა", რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს). როგორც კი "ფინიშ მანქანა" გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრებას.

"მსოფლიო რბენაში" მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია - როგორც მოხალისე მორბენლებს, ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს (ასაკი 18+). საქართველოში მონაწილეების სავარაუდო რაოდენობა 2000-3000-ს შეადგენს, მსოფლიო მასშტაბით კი ღონისძიებაში მონაწილეობას 200 000-ზე მეტი მორბენალი მიიღებს.

"მსოფლიო რბენის" შედეგად 2 გამარჯვებული (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი) გამოვლინდება. ისინი Wings for Life World Run-ის გლობალურ ჩემპიონებად იქნებიან აღიარებულნი და საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო. საქართველოს ეტაპის ორ გამარჯვებულს კი შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს 2015 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ, მის მიერ არჩეულ წერტილში.

მონაწილეებს შორის იქნებიან სერფინგის ვარსკვლავი რობი ნეიში, ფორმულა ერთის ლეგენდარული მძღოლები - სებასტიან ვეტელი, დევიდ კულტჰარდი და ედი ჯორდანი, მოთხილამურე ლუკ ალფანი, ტრიატლონელი მარკ ჰერემანსი, მორბენალი საბრინა მოკენჰაუპტი და სხვა ცნობილი სპორტსმენები

- ისინი Wings for Life World Run-ის კეთილი ნების ელჩები არიან მთელი მსოფლიოდან.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა Wings for Life-ის ფონდს, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life-ი და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიების შედეგად შეგროვებული ფულის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით.

მონაწილეობის საფასური 20 ლარია. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე: www.wingsforlifeworldrun.com, 2014 წლის 20 აპრილის ჩათვლით. (იხილეთ ვიდეო)

® ნათია ლეშკაშელი

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა