ირენ ვიუსტის ხუთი მედალი სოჭში
ციგურებით სირბილში ბოლო დღე ისე დასრულდა, როგორც ამას ლოგიკა მოითხოვდა. მთელი ორი კვირის განმავლობაში, ჰოლანდია დომინირებდა სპორტის ამ სახეობაში და შაბათს ტრიუმფალურად დაამთავრა სოჭში გამოსვლა.

ბოლო ორი სტარტი გუნდური გამოდევნება იყო მამაკაცებსა და ქალებს შორის. ორივე ნაკრებმა ძალიან დამაჯერებლად გააღწია ფინალამდე და არც იქ შეხვედრია დიდი წინააღმდეგობა.

მამაკაცების ნაკრებში იან ბლოკჰუიზენი, სვენ კრამერი და კოენ ვერვეი გამოდიოდნენ. მათ სერიოზული მისია ეკისრებოდათ. საქმე ისაა, რომ 2006 და 2010 წლების ოლიმპიადებზე ჰოლანდიელმა მამაკაცებმა ფავორიტის სტატუსის დამტკიცება ვერ შეძლეს და ოქროს გარეშე დარჩნენ. ტურინში, სადაც გუნდურ გამოდევნებას დებიუტი ჰქონდა, ნახევარფინალში სვენ კრამერი დაეცა და მისი გუნდი მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ოთხი წლის შემდეგ, ვანკუვერში კი ჰოლანდიელები კვლავ ნახევარფინალში დამარცხდნენ, ამჯერად, ტაქტიკური შეცდომის გამო და ისევ ბრინჯაოთი დაბრუნდნენ შინ.

ამჯერად ყველაფერი წესრიგში იყო. სამხრეთ კორეასთან ფინალში ჰოლანდია სასტარტო მეტრებზე ოდნავ ჩამორჩა, მაგრამ შემდეგ ისეთი ტემპი აკრიფა, რომ დისტანციის მსვლელობისას მისი უპირატესობა შვიდ წამს აღწევდა; ფინიშზე კი სხვაობამ თითქმის ოთხი წამი შეადგინა, თანაც, "ნარინჯისფერებმა" ოქრო ოლიმპიური რეკორდით მოიპოვეს.

სხვათა შორის, წინა ორ ოლიმპიადაზე არც ჰოლანდიელ ქალებს მოუპოვებიათ ოქროს მედალი. უფრო მეტიც, ისინი პრიზიორებს შორისაც ვერ ხვდებოდნენ - ორივეჯერ ეს გუნდი მეოთხედფინალში დამარცხდა მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან.

მაგრამ სოჭში ჰოლანდიას გერმანია (ამ გუნდმა კვალიფიკაცია ვერ გაიარა) აღარ შეხვედრია, სხვა მეტოქეებს კი ის სასტიკად გაუსწორდა. ნახევარფინალში იაპონიის ნაკრებს თითქმის 12 წამი მოუგო, ფინალში პოლონეთთან უპირატესობამ კი შვიდი წამი შეადგინა. საინტერესოა, რომ სამივე ეტაპზე - მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში ჰოლანდიის ნაკრებმა ოლიმპიური რეკორდი დაამყარა. ოქროს მედლები მოიპოვეს ირენ ვიუსტმა, იორიენ ტერ მორსმა, მარიტ ლეენსტრამ და ლოტე ვან ბეეკმა, რომელიც ერთხელ გავიდა სტარტზე მეოთხედფინალურ ეტაპზე.

ჰოლანდიელმა მოციგურავეებმა სოჭში 8 ოქრო და 23 მედალი მოიპოვეს, რითაც ორი ახალი რეკორდი დაამყარეს. აქამდე სსრკ-ის ნაკრების მოციგურავეებს 6 ოქრო ჰქონდა მოპოვებული 1960 წლის ოლიმპიადაზე; გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებმა კი 1988 წელს, კალგარის ოლიმპიადაზე 13 მედალი აიღო.

დაბოლოს, სოჭის თამაშების ერთ-ერთი გმირი გახდა ირენ ვიუსტი. ის ერთადერთია ამ ოლიმპიადაზე, რომელმაც ხუთი მედალი მოიგო - ორი ოქრო და სამი ვერცხლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
სოჭი 2014: საუკეთესოები - დომრაჩევა და ბიორნდალენი
სოჭი 2014: ვაშინგტონელ ნიკლას ბექსტრიომს ვერცხლს ართმევენ
ᓓᓦᕘᓡ ᓡᕣᓞᓔᓠᕒᕝᓒᓝᓜᕐ: ᓚᕐᓢᕕᕘᕔᓚᓘ ᓡᕙᕔᕚᓔᕢᓝᓜᕘᓡᕢᓘ ᕒᕝᓒᓝᓜᕐ ᓒᓐᓨᓘᓨᕕᓚᕓᓐ [PHOTO]
მოგვაშორეთ რუსეთი! ათი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართვა სოკ-ს
სოჭი 2014: ციგურებით სირბილი - ჰოლანდიას ორიდან ორი აქვს
ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ბევრ სექსს, ხინკალსა და მწვადს აბრალებენ
სოჭი 2014: ლატვია დოპინგით თამაშობდა
ვლადიმირ პუტინს ლესბოსელი ოქროსმედალოსანი ჩაეხუტა [VIDEO]
ფულში გარდაქმნილი მედლები - ვინ რამდენი მიიღო სოჭში გამარჯვებისთვის