ფლორენტინო პერესმა "ელ კლასიკოზე" შერცხვენის შემდეგ დუმილი დაარღვია

"ელ კლასიკოზე" სასტიკი შერცხვენის შემდეგ დუმილი დაარღვია "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, რომელმაც ბარსელონურ 0:5-ს კლუბის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მარცხი უწოდა. "ეს იყო საშინელი მატჩი, საზიზღრად ვითამაშეთ, მაგრამ აქამდე 19 კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ჩვენ გვყავს ის მწვრთნელი, რომელიც "სამეფო კლუბს" შეეფერება. სხვა გზა არ არის - უნდა გავიდეთ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე, უნდა გავძლიერდეთ ერთი-ორი შენაძენით.

არ აქვს მნიშვნელობა, დასჭირდება თუ არა ოპერაცია გონსალო იგუაინს - ჩვენ გვჭირდება კიდევ ერთი თავდამსხმელი და, შესაძლოა, ცენტრალური ნახევარმცველი. მოურინიო მართალი იყო, როცა გაძლიერების აუცილებლობაზე მელაპარაკებოდა, ეს პირველივე სერიოზულმა გამოცდამ ყველას თვალნათლივ გვიჩვენა", - განაცხადა ფლორენტინო პერესმა.

მაშ ასე, მოურინიოს სკამს ჯერჯერობით არაფერი ემუქრება, ბოსი მას იანვარში შეუსრულებს მოთხოვნებს: უყიდის ახალ თავდამსხმელს, მაგრამ სეზონის მეორე "კლასიკოც" თუ წარუმატებლად დასრულდა, მაშინ...

ღამურები დაჭრილი არწივის წინააღმდეგ

"კლასიკოზე" განადგურებული "რეალი" მომდევნო ტურში "ვალენსიას" მიიღებს, ჟოზე მოურინიოს გუნდს კიდევ ერთი სერიოზული გამოცდა ელის. "ვალენსიას" ვარსკვლავები ოპტიმიზმით ელიან მატჩს "სანტიაგო ბერნაბეუზე". "ჩვენ "ბერნაბეუზე" მოსაგებად გავალთ. გუნდი კარგ განწყობაზეა, ბოლო დროინდელი წარმატებების წყალობით და მეტს ითხოვს. ჩვენი მიზანია ისეთი ძლიერი გუნდის დამარცხება, როგორიც "რეალია". კარგად გვესმის, რომ ამისთვის ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმის გაღება დაგვჭირდება და ჩვენ ამისთვის მზად ვართ", - განაცხადა "ღამურების" ფორვარდმა რობერტო სოლდადომ.

"მადრიდში იმიტომ მივდივართ, რომ "რეალს" რეალური პრობლემები შევუქმნათ. დიდი ხანია, სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება არ გვიზეიმია. ასე რომ, შაბათს მზად იყოს "სამეფო კლუბი". გავიგე, რომ კრიშტიანო რონალდოს ტრავმა აქვს. ჩემი აზრით, ის მაინც ითამაშებს, რადგან სასტიკად ვერ იტანს წაგებას და "ბარსელონას" ჯავრის ჩვენზე ამოყრას შეეცდება. ვნახოთ, რა გამოუვა", - იმუქრება ხუან მატაც.

ხოაკინ სანჩესი მიიჩნევს, რომ მის გუნდს აქვს წარმატების შანსი: "ბარსელნა" ყველა დანარჩენზე ერთი თავით მაღლა დგას, აი, "რეალთან" ბრძოლა კი შეიძლება - თუკი ისე ვითამაშებთ, როგორც ძალგვიძს, "სამეფო კლუბს" უამრავ პრობლემას შევუქმნით. ერთი მხრივ, "რეალი" ახლა ძალიან სახიფათოა კატალონიური მარცხის შემდეგ, მაგრამ, სხვა მხრივ, თუკი მართლა გვურს ამ კლუბს ჩემპიონატში ტოლ-სწორად ვებრძოლოთ, მათი "გატეხვის" შესანიშნავი შანსი გვაქვს".

ლიგის ფინალი კამპ ნოუს სურს

"ბარსელონა" აპირებს ჩემპიონთა ლიგის 2014 წლის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოლოს. კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელმა განაცხადა, რომ, დროა, "კამპ ნოუმ" კიდევ ერთხელ უმასპინძლოს ლიგის ფინალს, რომელიც ბარსელონაში ბოლოს 1999 წელს ჩატარდა. მაშინ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ძალზე დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა მიუნხენის "ბაიერნი" - 2:1. 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს ლონდონის "უემბლი" უმასპინძლებს, 2012 წელს ფინალი მიუნხენში გაიმართება, ხოლო 2013-ში - კიევში.

თავიდან ამბობდნენ, რომ მადრიდის "ატლეტიკო" ახალ სტადიონს აშენებდა, რომელიც 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის მასპინძლობაზე განაცხადებდა პრეტენზიას, მაგრამ მადრიდელები იმ დროისთვის სტადიონის აშენებას ვერაფრით მოასწრებენ, ამიტომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია "კამპ ნოუს" კანდიდატურას შეიტანს უეფაში.

ბაპტიშტა ანდალუსიაში?

ესპანური მედიის თანახმად, "მალაგა" ზამთრის სატრანსფერო სეზონში "რომას" ფორვარდ ჟულიო ბაპტიშტას შეიძენს. 29 წლის ბრაზილიელს "რომაში" აღარ ენდობიან და იშვიათად ათამაშებენ. მისი შეძენით განსაკუთრებით "მალაგას" დირექტორი ანტონიო ფერნანდესია დაინტერესებული. ფერნანდესს ბრაზილიელთან ჯერ კიდევ "სევილიაში" მოღვაწეობის დროს უმუშავია. "მალაგა" ბაპტიშტას სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს გადაიხდის. ბრაზილიელმა ფორვარდმა წლეულს სერია ა-ში მხოლოდ 7 მატჩი ითამაშა.

ევერტონში ანდალუსიიდან

ინგლისური "ევერტონი" პრიმერადივიზიონის აუტსაიდერ "ალმერიას" ორი ფეხბურთელით დაინტერესდა. ლივერპულელებს ანდალუსიელთა ბრაზილიელი მეკარე დიეგო ალვეში და ახალგაზრდა ნახევარმცველი პაბლო პიატი სურთ. სხვათა შორის, პიატი იტალიურ "პალერმოსაც" სურს, ხოლო დიეგო ალვეშით "სევილია" დაინტერესდა.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა