1998 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ბრაზილიაში არ ცხოვრობდა სუზანა ვერნერზე საძულველი ადამიანი, რომელსაც უხამსობაში, ვერაგობასა და სამშობლოს ღალატში...

1998 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ბრაზილიაში არ ცხოვრობდა სუზანა ვერნერზე საძულველი ადამიანი, რომელსაც უხამსობაში, ვერაგობასა და სამშობლოს ღალატში ადანაშაულებდნენ. და აი, 12 წლის შემდეგ სუზანას სახელი ისევ ყველას პირზე აკერია. თუმცა ახლა, ნაკრების პირველი მეკარის ჟულიო სეზარის მეუღლეს დითირამბებს უძღვნიან და მას "მსოფლიოში საუკეთესო ცოლს" უწოდებენ. თუმცა ახლა, ჰოლანდიასთან წაგების შემდეგ, სახალხო სიყვარულს კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

15 წლის წინ, რიოში შოკოლადისფერ ბრაზილიელ ქალებს შორის გრძელფეხება ქერათმიანი გოგონა გამოჩნდა, სახელად სუზანა ვერნერი. თავისი ევროპული გარეგნობა მას წარმოშობით გერმანელი წინაპრებისგან ერგო. უცხო იერისა და შესანიშნავი პარამეტრების გამო ვერნერმა საკმაოდ ადრეულ ასაკში მიიღო სამუშაო პრესტიჟულ სამოდელო სააგენტოში და თავით გადაეშვა ღამის გიჟურ ცხოვრებაში. იმ პერიოდში ცნობილი ბრაზილიელები ძირითადად "მარაკეშის" ღამის კლუბში იკრიბებონენ, სადაც ყველაზე იაფი შამპანურის ფასი 900 დოლარი იყო, ხოლო იქაურ გოგონასთან ღამის გატარება 2 ათასი დოლარი ღირდა.

გასაგებია, რომ საფეხბურთო ვარსკვლავებს, რომლებიც ფუტკრებივით ეხვეოდნენ კლუბს, შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ სუზანას გამოჩენა. "გერმანელზე" ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა, რომელშიც თითქმის მთელმა ბრაზილიის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. მაგრამ ვერნერმა ყველა მოიშორა თავიდან, რის გამოც რასიზმში დაადანაშაულეს - აქაოდა, შავკანიანებსა და მულატებს სრულ იგნორირებას უკეთებსო. სინამდვილეში, სუზანას არ უნდოდა დაოჯახებულ მამაკაცებთან საქმის დაჭერა და როცა "მარაკეშში" ევროპიდან დასასვენებლად დაბრუნებულმა მარტოხელა რონალდომ შეიხედა, მოუხელთებელი სუზანა მაშინვე მოლბა. ბავშვობიდან ქერათმიანებზე შეშლილმა ფეხბურთელმა მაშინვე აურია გონება ვერნერს. გაცნობიდან რამდენიმე საათის შემდეგ სუზანა ფეხბურთელის ბინაში აღმოჩნდა, საიდანაც ახალი "რონალდინიას" სტატუსით გამოვიდა - ის ბრაზილიაში ყველაზე პოპულარული ფეხბურთელის ოფიციალური შეყვარებული გახდა.

ეს ორმხრივად სასარგებლო ალიანსი აღმოჩნდა. ბრაზილიის ერთ-ერთ ულამაზეს გოგონასთან რომანმა რონალდო სექსსიმბოლოდ აქცია და ახალი სარეკლამო კონტრაქტებიც მოუტანა. სუზანამ კი საქვეყნო პოპულარობის გარდა, "საპნის ოპერებში" გადაღების საშუალება მიიღო. მაგრამ ამასთან, ეს მეტად უცნაური კავშირი იყო. მუდმივი გადაღებებისა და მატჩების გამო, შეყვარებულები წელიწადში ორი თვე ხვდებოდნენ ერთმანეთს. დანარჩენ დროს კი სუზანასა და რონალდოს შორის ერთგვარი შეჯიბრი მიმდინარეობდა: ვინ უფრო მეტჯერ უღალატებდა შეყვარებულს. როგორც კი ვერნერი გაიგებდა, რომ წინა დღეს მისმა ბოიფრენდმა ღამე მილანის ერთ-ერთ ბარში გაცნობილ გოგონასთან დაატარა, ის მაშინვე იწვევდა შინ რომელიმე მანეკენ მამაკაცს. ისინი არათუ ეჭვიანობდნენ ერთმანეთზე, პირიქით, მიიჩნევნენ, რომ ურთიერთღალატი ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდიდა.

პრესამ დიდი ენთუზიაზმით აცნობა მკითხველს რონალდოსა და ანა კურნიკოვას პაემანის შესახებ, რასაც სუზანამ ცნობილი ტელეჟურნალისტის პედრო ვიალას შეცდენით უპასუხა - ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტი ქალთან ინტერვიუს ასაღებად მივიდა და მის ნომერში მთელი ღამით დარჩა...

მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ რონალდოს ისე მოუნდებოდა სექსი, რომ ნაკრების ბაზიდან შეყვარებულის სანახავად გაიქცეოდა, სუზანას კი ნომერში სხვა კაცი ეყოლებოდა... ფეხბურთელს სკანდალი არ აუტეხავს, უბრალოდ დატოვა ნომერი და ბაზაზე დაბრუნდა, სადაც რამდენიმე საათში დაემართა საქვეყნოდ ცნობილი ეპილეფტიკური შეტევა. მართალია, ამის შემდეგ მსოფლიო პრესაში მომხდარის მრავალი ვერსია წარმოიშვა (ტკივილგამაყუჩებლების ზედმეტი დოზა, ვახშამზე მოწამვლა და ა. შ.), მაგრამ ბრაზილიურმა ერმა ფინალში რონალდოს ცუდი თამაში სწორედ სუზანას დააბრალა.

რონალდოს შეიძლება ეპატიებინა ღალატი, მაგრამ მის გარშემო მოტრიალე აგენტებმა და სპონსორებმა მოღალატესთან ურთიერთობის გაწყვეტა მოითხოვეს. რონალდომ დათმო: ფინალიდან ნახევარი წლის შემდეგ ფეხბურთელმა ვერნერთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. ის დიდი ხანი არ ყოფილა მარტო - მალე აგენტებმა სრულიად ნორჩი მილენა დომინგეში უპოვნეს, რომელიც სხვა ღირსებებთან ერთად პროფესიული ფეხბურთელიც იყო.

სუზანას კი გაყრის შემდეგ პრობლემები დაეწყო. რონალდომ არ მოისურვა მოღალატესთან ერთ ქალაქში ცხოვრება და "ინტერის" მეპატრონე მორატის "შეუტია", მან თავის მხრივ ჯორჯო არმანი შეაწუხა და მალე სუზანას სამოდელო კონტრაქტი გაუქმდა. საბრალო გოგონას სამშობლოში დაბრუნება მოუწია და ნაცნობი ხერხით დაივიწყა რონალდო - არყის კოქტეილი და ყოველდღე ახალი მამაკაცი.

იმ წლებში, როცა რონალდოსა და "გერმანელს" "აწყვეტილი" ჰქონდათ, რიოში კარიერას იწყებდა ჟულიო სეზარ სოარეშ ესპინდოლა. ბავშვობაში თავისი საფეხბურთო შესაძლებლობების საღად შეფასების შემდეგ, ჟულიომ მეკარეობა გადაწყვიტა, რის გამოც ნათესავებისა და თანაკლასელების დაცინვის საგანი გახდა.

იმ დროს ბრაზილიაში მეკარეობა მენაგვისა და რეკლამის გამავრცელებლის პროფესიასთან ერთად სამ ყველაზე "პრესტიჟულ" საქმიანობს განეკუთვნებოდა. მაგრამ საბედნიეროდ, მეთევზე წინაპრებისგან ჟულიო სეზარს აუღელვებელი ხასიათი და მოთმინების უნარი ერგო, რისი წყალობითაც გმირულად იტანდა დაცინვას და ყოველდღიურად 10-12 საათი ვარჯიშობდა. საქმისადმი ამგვარი მიდგომით ის 20 წლის ასაკში "ფლამენგოსა" და ბრაზილიის ახალგაზრდული ნაკრების ძირითადი მეკარე გახდა. ორი წლის შემდეგ კი "ადამიანმა-კლდემ" მილანის "ინტერიდან" მიწვევა მიიღო.

იტალიური კონტრაქტის აღნიშვნა ერთ-ერთ ღამის კლუბში გადაწყვიტეს, სადაც იმ საღამოს თავის მეგობრებთან ერთად სრულიად შემთხვევით სუზანა ვერნერი ერთობოდა. დანარჩენი ძალიან მარტივი იყო: მეკარეს ერთი ნახვით შეუყვარდა ქერათმიანი ქალი. ერთი პორცია ვისკის მიღების შემდეგ გათამამდა და საცეკვაოდ გაიწვია "გერმანელი". იმის გამო, რომ ჟულიო სეზარი ერიდებოდა ღამის კლუბებს, არ კითხულობდა ტაბლოიდებს და იშვიათად უყურებდა ტელევიზორს, მან თავის ახალ ნაცნობში ყოფილი "რონალდინია" ვერ ამოიცნო. რა თქმა უნდა, ვერც სუზანამ იცნო ბრაზილიის ყველაზე ნიჭიერი მეკარე. თავიდან გოგონა ფიქრობდა, რომ მათი ნაცნობობა ერთი ღამით შემოეფარგლებოდა, მაგრამ ყურებამდე შეყვარებულ ჟულიო სეზარს სულ სხვა გეგმები ჰქონდა.

სუზანას სკანდარულ წარსულს ის არ შეუშინებია. მთელი წელი დასდევდა გოგონას, ყოველდღე ყვითელი ვარდების თაიგულს უგზავნიდა, სასიყვარულო ბალადებს თხზავდა და კონცენტებსა და თეატრებში დაატარებდა. ამით მეკარე ძალიან განსხვავდებოდა რონალდოსგან, რომელიც არც კითხულობდა, არც წერდა და არც სიმღერებს ასრულებდა - სექსის გარდა მისი ერთადერთი გასართობი კომპიუტერული თამაშები იყო. და 2002 წლის ზაფხულში სუზანა დანებდა - მან ჟულიოსგან მოკრძალებული, ორკარატიანი საქორწილო ბეჭედი მიიღო.

როცა ჟულიომ მეგობრებსა და ახლობლებს ნიშნობის შესახებ შეატყობინა, მათ მეტად მტკივნეულად მიიღეს ახალი ამბავი. "რაში გჭირდება ეს ბოზი?", - წამოიყვირა დედამისმა. "ასეთი ჩამოფასებული საქონლით საკუთარ თავს პატივს არ სცემ!" - დაამატა ფეხბურთელის ძმამ - პროფესიით ვაჭარმა. ჟულიო მიხვდა, რომ სამშობლოში არ მოასვენებდნენ და შეყვარებულთან ერთად იტალიაში გაემგზავრა, სადაც დაარეგრისტრირა კიდეც ქორწინება.

თავიდან ახალაქორწინებულებს აპენინებზე გაუჭირდათ. ჟულიო სეზარი მყარად დაჯდა სათადარიგოთა სკამზე, სამოდელო სახლები კი უარს ეუბნებოდნენ ერთ დროს არმანის მიერ დაწუნებულ გოგონას. მაგრამ ცოტა ხანში სუზანას სამუშაოსთვის აღარ ეცალა - ის დაფეხმძიმდა. მათი პირველი შვილი (ვაჟი) კიევოში დაიბადა, სადაც "ინტერმა" მეკარე არენდით გაუშვა სათამაშოდ. ამ პროვინციიდან სეზარი მილანში ძირითადი მეკარის სტატუსით თუ არა, ცნობილი ტოლდოს შემცვლელის რანგში დაბრუნდა. მეუღლეები პირდაპირ "სან სიროს" სტადიონის წინ, 300-მეტრიან მდიდრულ პენტჰაუსში დასახლდნენ.

აი ასე წარმატებით დასრულდა სუზანას მეორე მცდელობა საფეხბურთო ვარსკვლავის ცოლი გამხდარიყო. ყოფილი ქარაფშუტა გოგონა, რომლის ხელშიც ორასამდე მამაკაცს გაუვლია, იდეალურ მეუღლედ იქცა. ის დიასახლისია და ამასთან, კვლავ რჩება სექსუალურ ქალად, რომელიც დღემდე აღძრავს მამაკაცებში უდიდეს სურვილს. ამბობენ, რომ "ინტერის" მთელი შემადგენლობიდან ჟულიო სეზარი ერთადერთია, ვისაც ცოლისთვის არ უღალატია. და გასაკვირი არ არის, რომ ასეთი ზურგით ჟულიო ერთ-ერთი უძლიერესი მეკარე გახდა პლანეტაზე. თუმცა ერთგულებამ და წესიერებამ მეკარე ჰოლანდიის ნაკრებთან წაგებას ვერ გადაარჩინა.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა