ევროპის ჩემპიონატი საფრთხეშია
2015 წლის ევრობასკეტის საორგანიზაციო კომიტეტი ამზადებს ღონისძიებათა პაკეტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს კონტინენტის პირველობის მასპინძლობის უფლება.

როგორც უკრაინული პრესა იუწყება, "ევრობასკეტი 2015"-ის დირექტორი მარკიან ლუბკივსკი და უკრაინის კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ალექსანდრ ლარინი სამშაბათს მიუნხენში გაემგზავრნენ, სადაც "FIBA-ევროპის" ხელმძღვანელობას შეხვდებიან და ამ ორგანიზაციის აღმასკომის წინაშე სიტყვით გამოვლენ.

ლარინი და ლუბკივსკი ეცდებიან დაარწმუნონ ევროპული კალათბურთის ხელმძღვანელები, რომ მათ არ გადაიფიქრონ ევროპის ჩემპიონატის უკრაინაში ჩატარება. აგრეთვე, უკრაინის წარმომადგენლები მოამზადებენ "FIBA-ევროპის" შეფობის უკრაინაში ვიზიტს და ქვეყნის ახალ მთავრობასთან შეხვედრას. სწორედ ამ ვიზიტისას უნდა განიხილონ ჩემპიონატის ჩატარების საკითხები.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში პოლიტიკური კრიზისის დროს "FIBA-ევროპა" შეშფოთებას გამოთქვამდა 2015 წლის ევრობასკეტის მომავალზე. უფრო შორს წავიდნენ საფრანგეთი და ლატვია, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს კონტინენტის საგაისო ჩემპიონატის მასპინძლობაზე.

გასული კვირის მოვლენების შემდეგ კი ტურნირის პერსპექტივები სრულიად ბუნდოვანი გახდა. უკრაინის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და სახალხო დეპუტატმა "რეგიონების პარტიიდან" ალექსანდრ ვოლკოვმა, სავარაუდოდ, დატოვა ქვეყანა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერია ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა