13 მამხილებელი ფაქტი პისტორიუსის წინააღმდეგ
ცნობილი პარალიმპიელის, სამხრეთაფრიკელი მძლეოსნის, ოსკარ პისტორიუსის სასამართლო პროცესი ტელევიზიით ნაწილობრივ იქნება გადაცემული, - იტყობინება Sky News-ი. ტელეარხებს უფლებას მისცემენ, საკუთარი ტექნიკა სასამართლოს დარბაზში განათავსონ და გააკეთონ ვიდეო და აუდიოჩანაწერები.

სასამართლო მომავალ ორშაბათს დაიწყება. მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 100 მოწმე. პისტორიუსი ბრალდებულია 29 წლის რივა სტენკამპის მკვლელობაში. გასული წლის თებერვალში მძლეოსანმა ის საკუთარ სახლში პისტოლეტით გამოასალმა სიცოცხლეს. პისტორიუსი ამტკიცებს, რომ რივა მძარცველად აღიქვა და ამის გამო გაისროლა სამჯერ.

24 თებერვალს ცნობილი გახდა მომავალი პროცესის რამდენიმე დეტალი. როგორც BBC იტყობინება, პროკურატურას 13 მამხილებელი ფაქტი გააჩნია: მათ შორის, მეზობლების ჩვენებები, ინციდენტის ადგილის დათვალიერების ოქმი, სამედიცინო ექსპერტების დასკვნა და ტუალეტის კარის ბალისტიკური კვლევა... და ყველა ეს სამხილი მიუთითებს იმაზე, რომ პისტორიუსმა განზრახ მკვლელობა ჩაიდინა. თუ ეს დამტკიცდება, პარალიმპიელი 25-წლიან პატიმრობას მიიღებს.

პროკურორ ჯერი ნილის ვარაუდით, მკვლელობის ღამეს პისტორიუსი საწოლიდან ადგა, პროთეზები ჩაიცვა, სააბაზანოს ოთახამდე შვიდი მეტრი გაიარა და ოთხჯერ ესროლა ტუალეტის კარს. როგორც ბრალდების მხარე ამტკიცებს, პისტორიუსს არ შეეძლო არ შეემჩნია, რომ იმ მომენტში სტენკამპი საწოლში არ იყო. ერთ-ერთი მოწმე ამტკიცებს, რომ პისტორიუსის ჩვენებების საწინააღმდეგოდ, სახლში შუქი ენთო, შემდეგ რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა და შესაძლებელი იყო ქალის ყვირილის გარჩევა. ამას მოჰყვა კიდევ ორი გასროლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა