NBA: მოქმედმა ჩემპიონმა "ლეიკერსმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო - პირველად 2007 წლის აპრილის შემდეგ

NBA-ის მოქმედ ჩემპიონს უკვე აშკარა კრიზისი აქვს. გუშინ, "ლეიკერსმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო - პირველად 2007 წლის აპრილის შემდეგ. ამჯერად კალიფორნიული კლუბი "ჰიუსტონმა" გააწბილა. იაო მინისა და აარონ ბრუქსის გარეშე მოთამაშე "რაკეტებმა" წარმატებას უმაღლეს დონეზე ჩატარებული მეოთხე მეოთხედის ხარჯზე მიაღწიეს. არადა, საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე "ლეიკერსი" ბრაიანტის ზუსტი ტყორცნის შემდეგ წინ იყო - 97:94, მაგრამ გადაწყვეტი მომენტში შეინ ბეტიემ "გაისროლა". ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი ამჯერად სნაიპერული თვისებებით გამოირჩა და ორი წუთის განავლობაში ზედიზედ 11 ქულა მოიპოვა. კვლავ ვერ აჩვენეს საფირმო თამაში კობიმ და პაუ გასოლმა. ბრაიანტმა 24 ცდიდან მხოლოდ ათი ბურთი ჩააგდო, ესპანელმა ფორვარდმა კი 39 წუთში რვა ქულა დააგროვა.

სამაგიეროდ, მეორე ლოსანჯელესურმა კლუბმა შემოგვთავაზა სენსაცია - ლიგის ყველაზე უარესმა გუნდმა ლიდერი "სან ანტონიო" დაამარცხა. "კლიპერსს" საკუთარი ანგარიშები ჰქონდა გასასწორებელი "სპურსთან" - გრეგ პოპოვიჩის გუნდს ზედიზედ 19-ჯერ (!) ჰყავდა დამარცხებული ლოს ანჯელესის მეორე კლუბი.

მაგრამ ამ მატჩებში "კლიპერსს" არ ჰყავდა ბლეიკ გრიფინი. წლევანდელი სეზონის დებიუტანტმა სეზონში მე-12 და ზედიზედ მეექვსე ორმაგი დუბლი შეასრულა - 31 ქულა და 13 მოხსნა. თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ იუნიორს თვით ტიმ დანკანის წინააღმდეგ უწევდა თამაში.

"ჩიკაგოს" გულშემატკივრები, როგორც იქნა, ეღირსნენ კარლოს ბუზერის გამოჯანმრთელებას. "იუტას" ყოფილი მოთამაშე მომავალი საჩემპიონო გუნდის ერთ-ერთი მთავარ ფიგურად განიხილება, მაგრამ დებიუტი ახალ გუნდში არ გამოუვიდა - ხუთიდან ორი ჩაგდებული ბურთი, ხუთი ქულა და საშინაო განადგურება "ორლანდოსთან".

ამასობაში, კიდევ ერთხელ გაიბრწყინა რასელ უესტბრუკმა და "ოკლაჰომას" კევინ დურანტის გარეშე მოაგებინა. "თანდერის" გამთამაშებელს ერთი პასი არ ეყო სამმაგ დუბლამდე, მაგრამ ამის გარეშეც ბრწყინვალე სტატისტიკა ჰქონდა - 38 ქულა, 15 მოხსნა და ცხრა პასი. როგორც ირკვევა, ბოლო 20 წლის განმავლობაში მხოლოდ ხუთმა მოთამაშემ შეძლო ერთ მატჩში მინიმუმ 35 ქულის, 15 მოხსნისა და 9 პასის დაგროვება. ესენი იყვნენ - ჩარლზ ბარკლი, დანკანი, კევინ გარნეტი, ვინს კარტერი და დევიდ ლი.

ატლანტა-მემფისი 112:109

27:29, 36:28, 23:19, 26:33

ა: ჰორფორდი (20+6 მოხსნა+6 პასი), კროუფორდი (16+8 პასი), პაუელი (16), ბიბი (15+6 პასი), უილიამსი (15), სმიტი (13+8 მოხსნა).

მ: გეი (23, კონლი (22+9 პასი), რენდოლფი (19+19 მოხსნა), გასოლი (16+10 მოხსნა), მაიო (10).

ნიუ ჯერსი-ოკლაჰომა 120:123 (3ო)

22:16, 27:28, 13:27, 31:22, 7:7, 10:10, 10:13

ნ-ჯ: ლოპესი (28+11 მოხსნა), ფარმარი (28+9 პასი), მოროუ (25+5 მოხსნა), აუთლო (16), ჰემფრიზი (6+15 მოხსნა).

ო: უესტბრუკი (38+15 მოხსნა+9 პასი), გრინი (37+5 მოხსნა), ჰარდენი (16+7 მოხსნა), იბაკა (11+6 მოხსნა+4 დაფარება).

ტორონტო-ვაშინგტონი 127:108

34:25, 38:27, 29:29, 26:27

ტ: დეროზანი (20+6 მოხსნა), ბარნიანი (18+8 მოხსნა), უიმსი (18+5 მოხსნა), ბეილესი (16+6 მოხსნა+5 პასი), ბარბოზა (16), კალდერონი (11+8 მოხსნა), დევისი (11+6 მოხსნა).

ვ: მაკგი (21+7 მოხსნა), უოლი (19+8 პასი), ბლეტჩი (17+6 მოხსნა), ჰაინრიხი (15+5 პასი).

მაიამი-დეტროიტი 97:72

29:18, 25:24, 19:9, 24:21

მ: ჯეიმსი (18+6 მოხსნა), ბოში (16+7 მოხსნა), უეიდი (16), ჰოვარდი (12), ჰაუსი (10).

დ: მონრო (15+8 მოხსნა), ვილანუევა (10+6 მოხსნა).

ბოსტონი-პორტლენდი 99:95

20:26, 28:23, 31:23, 20:23

ბ: პირსი (28+7 მოხსნა), გარნეტი (17+8 მოხსნა), დევისი (16+7 მოხსნა), ო'ნილი (14), რონდო (10+10 პასი).

პ: მეტიუზი (23), მილერი (20+6 პასი), ოლდრიჯი (18+6 მოხსნა), როი (18).

ჩიკაგო-ორლანდო 78:107

22:28, 15:33, 25:24, 16:22

ჩ: ნოა (16), როუზი (15), გიბსონი (10).

ო: ნელსონი (24+9 პასი), კარტერი (22+6 მოხსნა), ბასი (17+5 მოხსნა), ჰოვარდი (13+12 მოხსნა), ლუისი (13).

ნიუ ორლეანი-შარლოტი 89:73

28:24, 15:21, 22:17, 24:11

ნ-ო: უესტი (22+6 მოხსნა), ოკაფორი (14+13 მოხსნა), არიზა (10+5 მოხსნა+5 პასი), გრინი (10+5 მოხსნა), პოლი (9+14 პასი+5 მოხსნა).

შ: უოლასი (18), ოგუსტინი (13+6 პასი), დიაო (13), ტომასი (9+10 მოხსნა).

დალასი-მინესოტა 100:86

29:20, 26:23, 28:21, 17:22

დ: მერიონი (16+8 მოხსნა), ბარეა (14), ნოვიცკი (10), ბატლერი (10), ჩენდლერი (9+18 მოხსნა).

მ: ბიზლი (16), ელინგტონი (13), ლავი (12+15 მოხსნა), მილიჩიჩი (12+8 მოხსნა).

ჰიუსტონი-ლეიკერსი 109:99

23:26, 30:30, 23:22, 33:21

ჰ: მარტინი (22), ბატიე (17+6 მოხსნა), სკოლა (14+9 მოხსნა), ბადინგერი (10), ჰილი (10), ლაური (8+10 პასი).

ლ: ბრაიანტი (27), ოდომი (25+11 მოხსნა), ბარნსი (14+8 მოხსნა), ბრაუნი (11).

დენვერი-მილუოკი 105:94

19:22, 26:28, 31:21, 29:23

დ: ნენე (24+9 მოხსნა), სმიტი (20+10 მოხსნა), ბილაპსი (16+9 პასი), ჰარინგტონი (14+7 მოხსნა), ენტონი (14), აფლალო (12).

მ: სალმონსი (21), მაგეტი (17), სანდერსი (14+10 მოხსნა), ჯენინგსი (14+5 მოხსნა).

იუტა-ინდიანა 110:88

35:17, 19:29, 31:22, 25:20

ი: უილიამსი (24+16 პასი), კირილენკო (18+7 მოხსნა), ჯეფერსონი (17+10 მოხსნა), მილსეპი (16+8 მოხსნა), მაილზი (13+5 მოხსნა), ბელი (10).

ი: კოლისონი (16+5 მოხსნა+5 პასი), ჰიბერტი (15+5 მოხსნა), რაში (15), გრეინჯერი (14+7 მოხსნა), დანლივი (11).

კლიპერსი-სან ანტონიო 90:85

25:24, 23:16, 25:28, 17:17

კ: გრიფინი (31+13 მოხსნა), გორდონი (21+6 მოხსნა), ჯორდანი (4+13 მოხსნა).

ს-ა: ჰილი (17), ჯინობილი (15+6 მოხსნა+6 პასი), ჯეფერსონი (13+9 მოხსნა), ნილი (12+5 მოხსნა).

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა