რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა 28 თებერვალს იხურება
რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა 28 თებერვალს იხურება, თუმცა დავით თარგამაძის საიჯარო ტრანსფერი დონეცკის "შახტარიდან" ეკატერინბურგის "ურალში" ჯერ ოფიციალურად არ გაფორმებულა. რუსულ და უკრაინულ მედიაში ამ ტრანსფერს გადაწყვეტილად მიიჩნევენ, თუმცა რუსული პრემიერლიგის მაჩანჩალა კლუბის ხელმძღვანელობა ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ თარგამაძემ სეზონის პირველი ნახევარი, ასევე იჯარით, "ილიჩევეცში" გაატარა. რაც შეეხება "ურალს", ეს გუნდი ბოლო მოსამზადებელ შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა და ყველაფერი იქ გადაწყდება.

ამასთან დაკავშირებით Sports.ru:-მ გამოაქვეყნა სტატია: "ვინ არის დავით თარგამაძე", სადაც მოთხრობილია ქართველი ლეგიონერის კარიერის შესახებ.

"ბევრმა წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით თარგამაძე "ურალში" გააგრძელებს კარიერას, საიჯარო ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაფორმდება. თარგამაძეზე უფლებები დონეცკის "შახტარს" ეკუთვნის, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ 5-წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, იქ ერთი მატჩიც არ უთამაშია. გააფორმა თუ არა კონტრაქტი, დავითი "ილიჩევეცს" დაუთმეს, სადაც გაატარა უკვე 2 სეზონი.

"რუსეთში უკეთესი ჩემპიონატია, "ურალის" სასარგებლოდ არჩევანი კი ალექსანდრ ტარხანოვის გამო გავაკეთე. მას უყვარს შემტევი, კომბინაციური ფეხბურთი", - აცხადებს ერთ-ერთ ინტერვიუში თარგამაძე.

თუკი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდება, დავითს შეუძლია შეცვალოს ტრანსფერზე დაყენებული ედგარ მანუჩარიანი. ქართველი "ურალის" შეტევებს დამატებით ვარიანტებს შემატებს", - წერს რუსული ინტერნეტპორტალი.

შეგახსენებთ, რომ "ურალის" წევრად ითვლება ლაშა გვალიაც, რომელსაც რუსეთში შესვლის და მუშაობის ვიზას არაფრით აძლევენ. კლუბშია საქართველოში ნათამაშები აფრიკელი ფორვარდი ჩისამბა ლუნგუც.

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას ლამაზი გოლი გაუუქმეს - პსჟ-მ "ნიცას" ადვილად მოუგო
[VIDEO] დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ლაშა გვალიას რუსეთის ვიზა ეღირსა და "ურალს" მალე შეუერთდება
ჯიმი ტაბიძე: "ურალის" მწვრთნელმა მითხრა, ახლავე ჩამოდი, ეს ორი დღეც არ დავკარგოთო
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
ᓯ
გიორგი ჭანტურიას პირველი 90 წუთი რუსულ პრემიერლიგაში დაბრუნების შემდეგ
დავით თარგამაძე: რუსეთის პრემიერლიგა სულ სხვა დონეა
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
თბილისის "ლოკომოტივმა" 3 ფეხბურთელი დაიმატა და 1 გაუშვა
ჭანტურიამ ხაბაროვსკს გოლი გაუტანა, მის გარეშე დარჩენილმა "ურალმა" კი გამარჯვების შენარჩუნება ვერ მოახერხა [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურა": ზაზა ჭელიძე, ბაქარ მირცხულავა და ორი შეკრება თურქეთში
ტარხანოვი: ტრავმირებულმა ჭანტურიამ თავად მთხოვა შეცვლა
"ლოკომოტივი": გოროზია დაბრუნდა, გვალია ვარჯიშობს, თომაშვილი წავიდა
ლაშა გვალია "ურალში" თამაშობს, დავით თარგამაძე არ ჩანს
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
ლოკომოტივი-დილა 3:1 - ოთხი გასროლა საგურამოში
ჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა
ეს ვარიანტი ძალიან მაწყობდა - ჯიმი ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგაში ითამაშებს
ქართველი თავისუფალი აგენტები და ჩემპიონატები სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა
ჩისამბა ლუნგუ: ...ამიტომაც ვერ ვითამაშე საქართველოს ნაკრებში
ჯიმი ტაბიძე: ძალიან მინდოდა, ჯანო ანანიძის წინააღმდეგ 90 წუთი მეთამაშა
საქართველოს თასი. 1/16-ფინალი: კაცნაკლულმა "სამტრედიამ" "დილას" სძლია, შენგელიამ "დინამოში" პოკერი გაიფორმა
დავით თარგამაძე ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელი გახდა
ლეგიონი: გიორგი ჭანტურიას კუთხურმა "ურალს" ქულა გადაურჩინა [VIDEO]