ეკატერინბურგის "ურალმა" ბელგიური "გენტის" 20 წლის ქართველი მცველი იჯარით აიყვანა

ჯიმი ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგელი ეკატერინბურგის "ურალის" შემადგენლობაში ჩაირიცხა. "საბურთალოდან" ბელგიურ "გენტში" 2015 წელს გადასული 20 წლის მცველი რუსულ კლუბში ნახევარწლიანი იჯარით ითამაშებს.

გიორგი ჭანტურიას შემდეგ ის "საბურთალოს" აღზრდილი მეორე ფეხბურთელია, რომელიც ამ კლუბის ფორმას მოირგებს. "ურალი" რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-13 ადგილს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ იანვარში ტაბიძე ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უზბეკეთთან და იორდანიასთან ამხანაგურ შეხვედრებში გამოსცადა. ამის შემდეგ ცენტრალური მცველი რუსეთის პრემიერლიგელის შემადგენლობაში კვიპროსულ შეკრებაზე "უფასთან" საკონტროლო შეხვედრაში გამოჩნდა.

ტაბიძე "ურალში" სინჯებზე არ წასულა - მისით ეკატერინბურგელთა მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ტარხანოვი დაინტერესდა, მაგრამ ტრანსფერის მოსაგვარებლად რამდენიმე საკითხი იყო შესათანხმებელი. ტაბიძის აგენტმა როჟე ანგოტემ და მისმა ქართველმა პარტნიორმა ლაშა ჯაკობიამ ეკატერინბურგის გუნდის თავკაცებს "გენტიდან" ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით გადაყვანა შესთავაზეს. თავად რუსებს კი ტრანსფერის გამოსყიდვა და 1,5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურდათ.

საბოლოოდ, ამ ორი ვარიანტიდან ტაბიძისთვის მისაღებ ვარიანტზე შეთანხმდნენ და 9 თებერვალს ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდა კიდეც.

"ყველაფერი გარკვეულია. "ურალში" ივნისამდე იჯარით ვითამაშებ. კლუბები ერთმანეთში შეთანხმდნენ, მე კი ეკატერინბურგელებთან ხელშეკრულება დღეს (ხუთშაბათს - ავტ.) გავაფორმე.

მიმაჩნია, რომ ჩემთვის, როგორც 20 წლის ფეხბურთელისთვის, რუსეთის პრემიერლიგაში თამაში ძალიან სასარგებლოა.

"ურალში" ზაფხულამდე ვრჩები. წინასწარ ვერ გეტყვით, ამის მერე რა იქნება, ყველაფერს დრო გვიჩვენებს", - ამბობს ტაბიძე, რომელსაც გუშინ დავუკავშირდით.

დავინტერესდით იმითაც, თუ როგორ დათანხმდნენ ბელგიელები ასეთ წამგებიან (ქართველ მცველს "გენტთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება) გარიგებაზე? ტაბიძემ "ლელოს" ამაზეც უთხრა:

"ფაქტია, რომ ახლა ყველაფერი ისე გადაწყდა, როგორც მე მინდოდა. "ურალში" 6-თვიანი იჯარით ვითამაშებ, ამის შემდეგ თავისუფალი აგენტი გავხდები და მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი კარიერაში წამადგება.

ბელგიელები კი იჯარას იმიტომ დათანხმდნენ, რომ არ უნდოდათ, რომ ჩემი წინსვლისთვის ხელი შეეშალათ. ამისთვის "გენტის" მადლიერი ვარ და, ბუნებრივია, მენეჯერებისაც, რომლებმაც საკითხი მოაგვარეს".

ლაშა ჯაკობია, მენეჯერი:

"მოლაპარაკება ძალიან დიდხანს, ლამის 18 საათი გაგრძელდა, მაგრამ ყველაფერი სასიკეთოდ დასრულდა. "ურალის" პრეზიდენტს სურდა, რომ 1,5-წლიანი კონტრაქტი გაგვეფორმებინა და მზად იყო, ბელგიელებისთვის საკომპენსაციო თანხა გადაეხადა.

მაგრამ მისმა მრჩეველმა ვალერი ოგანესიანმაც აუხსნა, რომ ნახევარწლიანი იჯარა აჯობებდა. რეალურად, ნახევარ წელზეც არ არის ლაპარაკი, ჯიმი იჯარით სულ 4 თვე ითამაშებს.

გუნდის მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრ ტარხანოვსაც შევხვდი. ის ტაბიძეზე დიდ იმედებს ამყარებს, იმის მიუხედავად, რომ ჯერ გამოუცდელია - ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ ტოპ-მცველი გახდეს და შანსი მიეცემაო. თან რუსულ ფეხბურთს შეეჩვევა, დაკაცდება, გამოცდილებას შეიძენს, ისწავლის და ფიზიკურად გაძლიერდება.

ტაბიძე ამით მხოლოდ მოიგებს, არაფერს წააგებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Walkabout
რათა ჯიმი? რათა?
alexandre
წარმატებებს გისურვებ, ჯიმი. მხოლოდ 1 რჩევა: დიდხანს არ დარჩე რუსეთში ერთადერთი რამის გამო - მოედნები არ უვარგათ, ტრავმის რისკიცაა და დაოსტატებაც ისეთი ტემპით ვერ წავა იგივე მიზეზით.
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ლუის ენრიკემ "ბარსელონას" ვარსკვლავის დამატება მოისურვა - ის კვარაცხელიას გულშემატკივარია
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლუკა დონჩიჩის მორიგი ბრწყინვალე შოუ და სანდრო მამუკელაშვილის ძლიერი მატჩი "მაიამისთან"
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
ლუის ენრიკემ "ბარსელონას" ვარსკვლავის დამატება მოისურვა - ის კვარაცხელიას გულშემატკივარია
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
ბელგიელი აგენტი: ურუგვაიში თქვენზე მეტად უჭირთ, მაგრამ უკეთ თამაშობენ
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
კვირკველიას "ლოკომოტივი" მოსკოვში "ურალთან" დამარცხდა
ჯიმი ტაბიძე: "ურალის" მწვრთნელმა მითხრა, ახლავე ჩამოდი, ეს ორი დღეც არ დავკარგოთო
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
გიორგი ჭანტურია "სპარტაკს" დამარცხებით ემუქრება
დავით თარგამაძე: რუსეთის პრემიერლიგა სულ სხვა დონეა
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ჯიმი ტაბიძე: ხვიჩა ფინალში დუბლს შეასრულებს - "ოქროს ბურთი" უნდა მიიღოს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
არც ანანიძე ათამაშეს, არც ჭანტურია, "სპარტაკი" დამარცხდა და მის მწვრთნელს დედა აგინეს
გიორგი ჭანტურიას გერმანიაში ოპერაცია გაუკეთეს
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
კიდევ ერთი ქართველი ბელგიაში - ჯიმი ტაბიძე ქვეყნის ჩემპიონ "გენტში" ჩაირიცხა!
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
ჭანტურიამ ხაბაროვსკს გოლი გაუტანა, მის გარეშე დარჩენილმა "ურალმა" კი გამარჯვების შენარჩუნება ვერ მოახერხა [VIDEO]
ლაშა ჯაკობია: ...ამიტომაც ამჯობინა ჩაკვეტაძემ "გენტი" სხვა ვარიანტებს
ტარხანოვი: ტრავმირებულმა ჭანტურიამ თავად მთხოვა შეცვლა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ჯიმი ტაბიძემ თბილისის "დინამო" დატოვა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
გიორგი ჭანტურიას "ურალი" ჟოზე მოურინიოს ეპატიჟება
ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა
"სპარტაკმა" ანანიძის გარეშე "ანჟი" დაამარცხა და 1/4 ფინალში ჭანტურიას "ურალს" შეხვდება
ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ
Sports.ru: ვინ არის დავით თარგამაძე?
გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
ჯიმი ტაბიძე: ძალიან მინდოდა, ჯანო ანანიძის წინააღმდეგ 90 წუთი მეთამაშა
ეს ბიჭებიც და ტრანსფერებიც თბილისის "დინამოსია"
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
რა მდგომარეობაშია გიორგი ჩაკვეტაძე? - უახლესი ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტისგან
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს