ლიგის ვებგვერდი pfl.ge კიბერშეტევის გამო "გარდაიცვალა" და მის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება

საქართველოს თასის მეოთხედფინალური მატჩების ანგარიშების გასაცნობად პროფესიული ფეხბურთის ლიგის ვებგვერდზე (pfl.ge) შესვლა რომ გადავწყვიტეთ, "კარი ჩარაზული" დაგვხვდა -პორტალის ადმინისტრაციამ განათავსა წარწერა "ანდერ კონსტრუქშენ" და იუწყებოდა, რომ საიტი ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო დროებით გამორთულია.

ფეხბურთის ფედერაციის მიერ პროფლიგისთვის ფუნქციების ჩამორთმევის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეს ორგანიზაცია, ფაქტობრივად, დაიხურა და ვებგვერდის გაუქმება ამ პროცესის ნაწილად ჩავთვალეთ.

ზოგადად არც ვცდებოდით, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა რამ მოხდა - ლიგის ვებგვერდი უცნაურ ვითარებაში "გარდაიცვალა". სამსახურში მისულმა ლიგის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ 30 ნოემბრის ღამით ინტერნეტ-მისამართზე კიბერშეტევა განხორციელებული იყო, მის აღდგენას კი გვარიანი დრო სჭირდება. როდესაც ლიგის არსებობას წითელი ხაზი გადაუსვეს, საეჭვოა, ინტერნეტ-მისამართი კვლავ ამოქმედდეს.

რაც შეეხება ლიგაში დღეისთვის არსებულ მდგომარეობას, მას სიტყვა გაურკვევლობა ყველაზე მეტად შეეფერება -თანამშრომლები ჰაერში გამოკიდებულები აღმოჩნდნენ. მათთვის ჯერ ისიც უცნობია, გაკოტრებული ორგანიზაციის თანამშრომლებს ვინ აუნაზღაურებს ორთვიან დავალიანებას, ან იმ საკომპენსაციო თანხას, რომელიც ლიგასთან გაფორმებული ერთწლიანი კონტრაქტების თანახმად საქართველოს კანონმდებლობით ეკუთვნით.

არადა, ლაპარაკია იმ ორგანიზაციაზე, რომელმაც ბოლო წლებში ქართული საკლუბო ფეხბურთის გამოცოცხლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. რა თქმა უნდა, ყველა უმუშევარი არ დარჩება: მაგალითად, ნოდარ კაკულიას ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტი ჩააბარეს, ლაპარაკია ლიგის პრეზიდენტ გია ფირცხალავას ფედერაციიაში გადაყვანაზე, მაგრამ ამ ორგანიზაციაში ბევრი სხვა ადამიანიც მუშაობდა, რომელთა ბედიც გაურკვეველია.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა