პლეი ოფში ვერმოხვედრაზე უარესი
კანადის ნაკრების ფორვარდის, ჯონ ტავარესის მძიმე ტრავმა, რომელიც მან სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე მიიღო, შესაძლოა, კარგი საბაბი გახდეს ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობისთვის - მომავალში უარი თქვას NHL-ის მოთამაშეების ოლიმპიადებზე გაშვებაზე, - ასე მიაჩნია Boston Globe-ის მიმომხილველ ერიკ უილბურს.

შეგახსენებთ, რომ ტავარესი, რომელიც რეგულარულ ჩემპიონატში მესამეა ბომბარდირთა შორის, ლატვიასთან მატჩში დაშავდა - მეტოქე ჰოკეისტთან, არტურ კულდასთან შეჯახებისას მუხლის მყესები დაიზიანა და სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე დააკლდება "ნიუ იორკ აილენდერსს".

"ტავარესის ტრავმა, შესაძლოა, იმაზე ბევრს ნიშნავდეს, ვიდრე "აილენდერსის" პლეი ოფში ვერმოხვედრაა. ეს შეიძლება გახდეს სერიოზული საბაბი ლიგისთვის - ღირს თუ არა 2018 წლის ოლიმპიადაზე საკუთარი ჰოკეისტების გაშვება, რადგან NHL-ს ჯერ არ მიუღია ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება და იმედი აქვს, რომ უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში ჩამოყალიბდება.

რა თქმა უნდა, ჰოკეისტებს ძალიან უყვართ საკუთარი ქვეყნისთვის გამოსვლა, ლიგა კი მსოფლიო რეკლამას იღებს და ეს პლუსები ყველაფერს ჩრდილავს. ჰოკეი უყვარდება ბევრს, ჩნდება ფინანსური მოგების ახალი წყაროები. რამდენი ამერიკელი დადის დღეს ტი ჯეი ოშის მაისურით რუსეთთან მატჩში მოგებული ბულიტების სერიის შემდეგ?! როცა ამ საკითხზე კამათი დაიწყება, ლიგის კომისარი გერი ბეტმენი, რა თქმა უნდა, დაიცავს კლუბების მფლობელთა ჯიბეებს, პროფკავშირის შეფი დონალდ ფერი კი ერთგვარ თეთრ რაინდად წარმოგვიდგება და დაიცავს თამაშის ინტერესებს.

პრობლემა იმაშია, რომ მფლობელები ვერ ხედავენ ოლიმპიადის დროს დროშის ფერებს - მათი მზერა მიმართულია ქაღალდების მწვანე ფერზე", - წერს უილბური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ფულჰემთან" მატჩში?
[VIDEO] მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" დრეზდენის "დინამოსთან" დამარცხდა
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა