ზესტაფონურ კლუბში ახლახან ჩარიცხული სერბი მეკარე პირველ შთაბეჭდილებებზე საუბრობს
"ზესტაფონმა" სეზონი ჩინებულად განაახლა: ეროვნული ჩემპიონატის გამოტოვებულ მატჩში ჯერ ცხინვალის "სპარტაკი" დაამარცხა - 3:0, 26 თებერვალს კი ასეთივე ანგარიშით "ზუგდიდს" სძლია.
იმის, რომ ახალწვეულებში ბევრი ნიჭიერი და გამოცდილი მოთამაშეა, გამეორება აღარ ღირს. ლამის ყველა მათგანი კარგად გამოიყურება და გია გეგუჩაძის გუნდი კვლავ დინამიკურად და ლამაზად ათამაშდა.
"ზესტაფონის" ერთ-ერთი საინტერესო ახალწვეული მეკარე ბოიან პავლოვიჩია. იმერელთა სერბმა ლეგიონერმა კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 27 წლის გოლკიპერი "ცრვენა ზვეზდას" სკოლის აღზრდილია. 2004-11 წლებში მისი ტრანსფერი ბელგრადულ კლუბს ეკუთვნოდა, მაგრამ იჯარით სხვადასხვა კლუბში უშვებდნენ: სერბეთის "გრაფიჩარში" (2004, 2006), "ჰალილულაცში" (2005), "პოსავაცში" (2005), "რადნიჩკიში" (2006-07), "ბეჟანიასა" (2007-08) და მაკედონიურ "მაკედონიაში" (2008-09).
პავლოვიჩს "ცრვენა ზვეზდასთან" კონტრაქტი 2011 წელს დაუსრულდა და აზერბაიჯანული "ყარაბაღის" მაისურა მოირგო (2011-12), მერე ისრაელის "აშქელონსა" (2012-13) და ბელგრადის ოფკ-ში (2013) ირიცხებოდა.
სერბ მეკარეს, "სპარტაკთანაც" და "ზუგდიდთანაც", საკმაოდ ბევრი საქმე ჰქონდა და რამდენჯერმე გადაარჩინა კიდეც თავისიანები. ამავე დროს, კარგად თამაშობს ფეხითაც; ფაქტობრივად, მცველის როლსაც ითავსებს და თავისიანთა შეტევებს იწყებს.
პავლოვიჩს "ზუგდიდთან" მოგებული მატჩის შემდეგ ველაპარაკეთ.
- საქართველოში როგორ აღმოჩნდით?
- ზუსტად არ ვიცი, "ზესტაფონი" ჩემით როდის და რატომ დაინტერესდა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩემს აგენტს დაუკავშირდნენ, თურქეთში ჩავედი და კონტრაქტი გავაფორმე.
- სხვა კლუბებისგან არ გქონდათ მიწვევები?
- იყო შემოთავაზებები, მაგრამ "ზესტაფონში" თამაში ვამჯობინე. საქართველოში უკეთესი პირობები შემომთავაზეს.
- საერთოდ, ქართული კლუბები სიმდიდრით არ გამოირჩევიან. გამოდის, რომ სერბეთშიცაა ფინანსური პრობლემები?
- დიახ, პრობლემებია. "ზესტაფონს" უკეთესი პირობები აქვს.
- სხვა რა ვარიანტი გქონდათ?
- ჩემი ბოლო კლუბი ოფკ მთავაზობდა დარჩენას და ახალ კონტრაქტს, მაგრამ აღარ ვისურვე.
- თურქეთში გამართულ საკონტროლო შეხვედრებსა და საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ ორ მატჩში "ზესტაფონზე" კარგი შთაბეჭდილება დამრჩა - მათი ფეხბურთი მომეწონა და მიმაჩნია, რომ ჩემთვის უცნობ, მაგრამ საკმაოდ საინტერესო გუნდში მოვხვდი.
პირველ ორ ტურში "ზესტაფონმა" შემტევი ფეხბურთი აჩვენა და 2 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ეს კარგი მაჩვენებელია. რაც მთავარია, სწრაფ ფეხბურთს ვთამაშობთ.
- საქართველოს ჩემპიონატის დონე სერბეთისას ბევრით ჩამოუვარდება?
- გულწრფელად ვამბობ, რომ არც ისე. თუმცა საქართველოს ჩემპიონატზე ზუსტი წარმოდგენის შესაქმნელად ჯერ საკმარისი დრო არ მქონია, სულ ორი მოწინააღმდეგე ვნახე, მაგრამ ვამჩნევ, რომ საქართველოში ბევრი საინტერესო ფეხბურთელია.
- რომელი მათგანი მოგეწონათ?
- არ მინდა ვინმეს გამოყოფა, მაგრამ ჩვენთან ნიჭიერი და გამოცდილი მოთამაშეები არიან.
- ქართველების ფიზიკურ მომზადებაზე რას იტყოდით?
- აქ ბუნებრივად ძლიერი მოთამაშეები არიან. მგონია, რომ ისინი უფრო მაღალი რანგის ჩემპიონატშიც გამოიჩენენ თავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
zviad
სერბეთის ჩემპიონატი და საფეხბურტო სისტემა - მინიმუმ ერთი თავი მაღლა დგას ჩვენზე. წინა წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგეს იმათმა 19-წლამდელებმა, ასეთი შედეგი ჰაერზე არ მოდის! ისეთი მაიმუნობები მაინც არ იქნება როგორიც ჩვენთანაა.
vaxvax
უნიჭო ინტერვიუა.არც კითხვები ვარგა და არც პასუხები.რესპოდენტი შეშინებულს ჰგავს,მას რომ ჰკითხოთ ჩვენი ჩემპიონატი ,ესპანურს და სერი-Aს არა მაგრამ,სოციალისტური ბანაკის ქვეყნებს ძალიან ბევრად სჯობია.
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
17 წლის ნგუმოა პსჟ-სთან ძირითადში დაიწყებს? - სლოტმა შეკითხვას უპასუხა
"ბორნმუთთან" მატჩში ჩვენს მოედანს პრობლემა ჰქონდა" - იოკერეში
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
ქოჩორაშვილი ისევ არ ათამაშეს - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
ᓡᓘᓢᓣᓐᓪᓘᓐ ᓓᓐᓚᓐᓒᓓა - "ᓖᓔᓡᓢᓐᓤᓝᓜᓛᓐ" ᓒᓘᓐ ᓒᓔᓒᓣᓩᓐᓫᓔ ᓓᓐ ᓒᓣᓜᓓᓘᓡ ᓚᓘᓓᓔᓠᓔᓑᓘ ᓨᓔᓘᓜᓐᓠᓩᓣᓜᓐ
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური: "ბარსელონა" წინ მიიწევს - "სიტის" ვარდნა გრძელდება [VIDEO]
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
ზუგდიდი-ზესტაფონი 0:0 - გამოუყენებელი შანსების დღე [VIDEO]
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში "ცრვენა ზვეზდასთან" დამარცხდა
ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: კიტეიშვილის კაპიტნობით "შტურმმა" ისტორიული გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
ᓖᓔᓡᓢᓐᓤᓝᓜᓘ-ᓨᓐᓮᓢᓐᓠᓘ 3:4 - ᓛᓐᓠᓪᓮᓘ ᓑᓝᓚᓝ ᓬᓣᓗᓖᓔ [VIDEO]
ლეგიონერები საქართველოში: რაოდენობა იზრდება, ხარისხი?
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
"დიდება რუსეთს" - "ცრვენა ზვეზდას" ფანებმა არენა რუსული დროშებით ააჭრელეს და აუტსაიდერთან დამარცხდნენ [VIDEO]
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
"ზესტაფონის" ბაზისა და სტადიონის გადაბარების პროცესი იწყება
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
UEFA-მ "ცრვენა ზვეზდა" სტადიონზე გამეფონილი წმინდანის ბანერის გამო დააჯარიმა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ