ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სამოცი პლუს ქართული კვარტეტი

სამოცი პლუს ქართული კვარტეტი

დღეს თურქეთის ქალაქ ანტაკიაში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნება

თურქეთის ქალაქ ანტაკიაში დღეს საზეიმოდ გაიხსნება მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც პლანეტის 64 უძლიერესი დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი ჩაებმება. ისინი ნოკაუტსისტემით იბრძოლებენ მედლებისთვის. სულ 6 რაუნდი გათამაშდება. გარდა ფინალისა, მეტოქეები ორ-ორ კლასიკურ პარტიაში ეცდებიან მომდევნო ეტაპზე გამსვლელთა ვინაობის გამოვლენას. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდება, მესამე დღე ტაიბრეიკებს დაეთმობა, ფინალში 4 პარტიისგან შემდგარი მატჩი დაასახელებს მსოფლიოს ახალ ჩემპიონს.

ტურნირის საპრიზო ფონდია 450 ათასი დოლარი. პირველ წრეში დამარცხებული 32 მოჭადრაკიდან თითოეული 3.750 დოლარს მიიღებს, II წრეში ძლეულს(16) 5500 დოლარი ერგება, III წრეში (8)-8000, IV წრეში (4)-12.000, V წრეში (2)-20.000, VI წრეში (ფინალში წაგებული)-30.000. ჩემპიონი 60 ათასი დოლარით დაჯილდოვდება.

შეჯიბრებაში ოთხი ქართველი დიდოსტატი იასპარეზებს - ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე (პირადი მწვრთნელი ხვიჩა სუპატაშვილი), ნანა ძაგნიძე (ზურაბ სტურუა), მაია ლომინეიშვილი (მერაბ გაგუნაშვილი) და სოფიო ხუხაშვილი (დავით არუთინიანი). ხვალ პირველი რაუნდის სტარტზე ნანა ძაგნიძე (2551) კანადელ დინა კაგრამანოვას (2101) დაუპირისპირდება. გამარჯვებული მეორე წრეში ელმირა სკრიპჩენკოსა (საფრანგეთი, 2460) და ადელა-კრისტინა ფოიშორს (რუმინეთი, 2403) შორის უძლიერესს შეხვდება. მაია ჩიბურდანიძის (2502) მეტოქეა ინდოელი მეენაკში სუბარამანი (2328). წარმატების შემთხვევაში ჩვენებურს უფრო ძლიერი მოწინააღმდეგე ეყოლება, სავარაუდოდ, ჩინელი ჟაო სიუ (2474), რომელსაც ეკვადორელი მარტა ფიეროს (2363) ძლევა არ უნდა გაუჭირდეს. მაია ლომინეიშვილი (2347) ამერიკელ ანა ზატონსკიხს (2478) ეთამაშება. ეს უკანასკნელი წარმოშობით უკრაინელია, კარგა ხანს ოკეანისგაღმა ცხოვრობდა და ამერიკის ჩემპიონობაც მოიპოვა. წლეულს მეორედ გათხოვდა გერმანელ დიდოსტატ ფრიდმანზე და ახლა ჩემპიონატისთვის მეუღლე ავარჯიშებს. ამ წყვილში უძლიერესი მარი სებაგსა (საფრანგეთი, 2494) და ირინა ვასილევიჩს (რუსეთი, 2333) შორის გამარჯვებულთან გაარკვევს ურთიერთობას. რთული წილი ერგო სოფიკო ხუხაშვილს. პირველ რაუნდში მეტოქეობას რუსეთის თასის მფლობელი ირინა ტუროვა (2439) გაუწევს. ამ წყვილში საუკეთესოს მეორე წრეში მსოფლიოს ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკსა (რუსეთი, 2507) და ამინა მეზიუდს (ალჟირი, 2029) შორის უძლიერესთან მოუწევს დაპირისპირება.

პირველ რაუნდში დანარჩენი მოჭადრაკეები ასე დაწყვილდნენ: ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2600)-მელისა გრიჰი (სამხრეთ აფრიკა, 2082), ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2591)-კარლა ჰერედია (ეკვადორი, 2087), ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2581)-მონა ჰალედი (ეგვიპტე, 2093), ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2548)-ინგრიდ ალიაგა (პერუ, 2154), ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2530)-მარისა ზურიელი (ალჟირი, 2208), პია კრამლინგი (შვედეთი, 2526)-ბეთულ ილდიზი (თურქეთი, 2225), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2525)-კრუტიკა ნადიგი (ინდოეთი, 2230), იუ ვენიუნი (ჩინეთი, 2524)-არიან გაოილი (ავსტრია, 2242), კატერინა ლახნო (უკრაინა, 2522)-კუბრა ოზთურქი (თურქეთი, 2264), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2514)-იულია დიომინა (რუსეთი, 2323), მონიკა სოჩკო (პოლონეთი, 2495)-სოუმია შვამინათანი (ინდოეთი, 2332), რუან ლუფი (ჩინეთი, 2480)-გამილა ბაგინსკაიტე (აშშ, 2336), ლილით მკრტიჩიანი (სომხეთი, 2479)-სიაოვენ ჟანი (ჩინეთი, 2339), ჟუ ჩენი (ყატარი, 2477)-ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი, 2360), ელიზაბეტ პეტცი (გერმანია, 2474)-იოლანტა ზავადსკა (პოლონეთი, 2368), თრანგ თან ჰუანგი (უნგრეთი, 2473)-იისინ დინი (ჩინეთი, 2370), ნატალია პოგონინა (რუსეთი, 2472)-ბაირა კოვანოვა (რუსეთი, 2380), ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2466)-ტატიანა შადრინა (რუსეთი, 2384), მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2462)-დეიზი კორი (პერუ, 2384), შენ იანი (ჩინეთი, 2461)-ევგენია ოვოდი (რუსეთი, 2387), ანა უშენინა (უკრაინა, 2460)-ჰუან ქიანი (ჩინეთი, 2402), ელენა დემბო (საბერძნეთი, 2454)-ბათუიანგ მონგონტუული (მონგოლეთი, 2409), ნატალია ჟუკოვა (უკრაინა, 2447)-მარია რომანკო (რუსეთი, 2414), ივეტა რაილიჩი (პოლონეთი, 2446)-იოვანკა ჰოუსკა (ინგლისი, 2421).

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა