ის, რაც უკრაინული, და არა მარტო უკრაინული ფეხბურთის მეტრის თითოეულ ფეხბურთელს ზეპირად უნდა სცოდნოდა
პოსტსაბჭოთა საფეხბურთო სამყაროში "ლობანოვსკის კონსპექტებზე" მითები დადის.

უკრაინული, და არა მარტო უკრაინული, ფეხბურთის მეტრმა სამარეში წაიღო საფეხბურთო საიდუმლოებების უდიდესი ნაწილი, მაგრამ ვალერი ლობანოვსკიმ მაინც დატოვა მდიდრული მემკვიდრეობა. თქვენს წინაშეა ის კონსპექტი, რომლის ზეპირად ცოდნა ევალებოდა თითოეულ მის ფეხბურთელს.

ერთი შეხედვით, ამ კონსპექტებში ბევრი აქსიომაა, მაგრამ მათ დღესაც არ დაუკარგავთ აქტუალურობა და იქნებ, დამწყები მწვრთნელებისთვის მაინც იყოს სასარგებლო...

დაცვის დროს...

1. მცველს ორივე ფეხით უნდა შეეძლოს გრძელი და ზუსტი პასების შესრულება. ის უნდა იყოს სწრაფი, ათლეტური და ჰქონდეს სპეციალური გამძლეობა.

2. ფეხბურთელი სწორად უნდა ირჩევდეს პოზიციას, ყოველთვის უნდა იყოს მზად ორთაბრძოლაში შესასვლელად და ისწრაფოდეს ზუსტი პასით საკუთარი გუნდის შეტევის დასაწყებად.

3. თუკი ბურთი კარს წინაა, მცველმა არაფრით არ უნდა გააკეთოს პასი მეკარის ხაზის პარალელურად. კართან სახიფათო მომენტის გასაუვნებელყოფად, მან ბურთი უნდა მოიგერიოს, გვერდით ან წინ. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის სჯობს გადაჭრით მოიცილო ბურთი, ვიდრე დაიწყო შენი გუნდის შეტევა.

4. კარის წინ მცველმა არ უნდა სცადოს მეტოქის მოტყუება, რადგან დიდია ბურთის დაკარგვის რისკი.

5. მცველი ისე უნდა დადგეს, რომ არა მარტო ბურთს ხედავდეს, არამედ შემტევი ფეხბურთელების ჯგუფსაც.

6. თუკი მცველს მეტოქე მოატყუებს, მან ფორვარდს უნდა მისდიოს მანამ, სანამ ეპიზოდი არ დასრულდება. როცა შემტევი გრძნობს, რომ მისდევენ, ხშირად კარგავს თავდაჯერებას, ჩქარობს და დარტყმა-პასისას შეცდომებს უშვებს.

7. თუკი მცველმა წააგო ორთაბრძოლა, მაგრამ მის მეტოქეს თანაგუნდელი მიჰყვება, მან მაშინვე უნდა "დაკეტოს" მეტოქის თავისუფალი ფეხბურთელი.

8. როდესაც მცველი ბურთისთვის ბრძოლაში ერთვება, თანაგუნდელმა უნდა შეითავსოს მისი ფუნქცია.

9. შეტევის დასრულების შემდეგ, მცველი უმალვე უნდა დაუბრუნდეს თავის პოზიციას.

10. როგორც კი მეტოქის შეტევა ჩაიშლება, მცველი უნდა გათავისუფლდეს და თანაგუნდელებს შეტევის დაწყების ვარიანტი შესთავაზოს.

11. მოედანზე გადაადგილებისას, მცველი ყოველთვის უნდა იყოს მეტოქესა და საკუთარ კარს შორის.

12. მცველმა არ უნდა დაუშვას, რომ შემტევმა წინ შეიქმნას თავისუფალი სივრცე.

13. დაცვითი მოქმედებისას დაუშვებელია ბურთის უმისამართო მოგერიება. თუკი საფრთხე არ ჩანს, რაციონალურია შეტევის თანაგუნდელისადმი ზუსტი პასით დაწყება.

14. დაცვის დროს გადაწყვეტილებების მიღებიას, მცველმა უნდა იცოდეს მეკარის პოზიცია და საჭირო შემთხვევაში, დაეხმაროს მას.

შეტევის დროს...

1. როგორც კი ამის საშუალება იქნება, საჭიროა, უკეთეს მდგომარეობაში მყოფ პარტნიორს გადაეწოდოს პასი. დავიმახსოვროთ, ბურთი გაცილებით სწრაფად მოძრაობს, ვიდრე ფეხბურთელი.

2. პასის გაკეთების შემდეგ, შემტევი უნდა გაიქცეს თავისუფალ ზონაში, შეტევითი ფუნქციების მხარდასაჭერად.

3. ფორვარდი ერთ ადგილას კი არ უნდა იდგეს, უნდა მოძრაობდეს სიტუაციის მიხედვით - ამას ჰქვია სწორედ უბურთო თამაში. დამდგარი ფეხბურთელის თამაშიდან გამოთიშვა ადვილია.

4. შემტევი ორთაბრძოლაში შესვლისას ბურთს ყოველთვის იმ ფეხით უნდა აკონტროლებდეს, რომელიც მეტოქისგან შორსაა.

5. იმისთვის, რომ შემტევი გათავისუფლდეს მცველისგან, საჭიროა ცრუ მანევრების განხორციელება, უეცარი ცვლა მიმართულებების.

6. შემტევი ბურთის მიღებისას მისკენ უნდა მიილტვოდეს, რათა მოწინააღმდეგემ პასი არ ჩაჭრას.

7. შემტევი არ უნდა გაიქცეს იქით, სადაც პატარა მონაკვეთზე კონცენტრირებულია მეტოქის ბევრი მცველი. საჭიროა შეტევის მიმართულებების ცვლა - ბურთის გადატანა საპირისპირო ფლანგზე.

8. ბურთის მიღების წინ, შემტევმა უნდა შეიმუშაოს შეტევის გაგრძელების ოპტიმალური გეგმა.

9. ყველა შემტევმა ზედმიწევნით უნდა შეასრულოს დავალებები, თუმცა არც დაცვითი ფუნქციები დაივიწყოს. ბურთის დაკარგვის შემდეგ, ფორვარდი ვალდებულია მისდიოს მეტოქეს და აქტიურად შეუშალოს მას ხელი იმ მომენტამდე, სანამ მისი თანაგუნდელები კარგ პოზიციას არ დაიკავებენ შეტევის გასაუვნებელყოფად.

10. თუკი მეტოქეს აქვს ბურთი, ფორვარდმა უნდა "დაკეტოს" ბურთთან უახლოესი მეტოქის ფეხბურთელი.

11. ფორვარდი უნდა იყოს სწრაფი, ორივე ფეხით შესანიშნავად ურტყამდეს და შეეძლოს საჰაერო ორთაბრძოლების მოგება.

12. ფორვარდი არ უნდა შეუშინდეს ორთაბრძოლებში შესვლას, უნდა იყოს გამძლე, ათლეტური, ჰქონდეს სწრაფი რეაქცია და სათამაშო სიტუაციაში უნდა იღებდეს მართებულ გადაწყვეტილებას.

13. შეტევის დაგვირგვინებისას თავდამსხმელმა რაც შეიძლება მალე უნდა დაარტყას და შეეძლოს დასწრებაზე თამაში.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო WEEK

თენგო
მწვრთნელების გარკვეული ნაწილი ამას ბავშვებსაც კი ასწავლის,მაგრამ ეს არ კმარა,ახალგაზრდები საკუთარ თავზე არ მუშაობენ.ისინი კომპიუტერებთან უფრო მეტ დროს ხარჯავენ ვიდრე ვარჯიშზე.ვარჯიშებზე თუ მოვლენ,მოდიან გამოუძინებელნი.
sabonis
ეჰ ჩვენი მწვრთნელების და ფეხბურთელების უმეტესობამ წერა კითხვა წესიერად არ იცის ეს, რომ წაიკითხოს,
guja_kakhadze
აქ წერია რა უნდა გააკეთოს ფეხბურთელმა. თუ ფეხბურთელს ვინმე ასწავლის ეს ყველაფერი როგორ გააკეთოს, მაშინ ქართულ ფეხბურთსაც ეშველება!!!!
gi
მარტო ცოდნა არ არის მთავარი. მთავარია ისიც იცოდე სხვას როგორ ასწავლო ის რაც იცი.
gaiozi
ქართველებს, არა ნაკლებ ბუმბერაზი მწვრთვნელი გვყავდა დიდი ნოდარ ახალკაცი, უფალმა გაანათლოს მისი სული იმ ქვეყნად.
gizog
საბედნიეროდ გვაყავს ბევრი ისეთი კაცი, ვისაც ამ დიდი მწვრთნელის ხელში უთამაშია, და შეიძლება მათ მიერ მწვრთნელის მიერ წაღებული საიდუმლოებების გამოყენება ქართულ ფეხბურთში. ზემოთ ჩამოთვლილთაგან , არა მგონია ჩვემა მწვრთნელებმა რომელიმე არ იცოდნენ მაგრამ როგორ დავნერგოთ ფეხბურთელებში ესაა საქმე.
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"რა სარგებლობა მოუტანეს მათ საქართველოს ნაკრებს? პირიქით, იმდენი ფული წაიღეს"
ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...
"ის მინდა, სხვა არავინ გვჭირდება!" - უკრაინელმა ჟურნალისტმა გაიხსენა, როგორ და რომელი მატჩის შემდეგ გადაწყვიტა ლობანოვსკიმ კალაძის კიევის "დინამოში" გადაყვანა
რა დღეში "აგდებდა" კახა კალაძეს კიევის "დინამოს" ვარჯიშზე ლობანოვსკი
ალექსანდრე ჩივაძე: გული მხოლოდ იმაზე მწყდება...
დასახელდა ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელი, მოურინიო სიაში ვერ მოხვდა