ჭადრაკის სასახლეში საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 68-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის შეჯიბრება დაიწყო

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში გუშინ დაიწყო საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 68-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის შეჯიბრება, სადაც უმაღლესი ეშელონის 5 საგზური გათამაშდება. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართება. საუკეთესო ხუთეულში მოსახვედრად იბრძვიან დიდოსტატები - სოფიო გვეტაძე, ნინო ბაციაშვილი, მაკა ფურცელაძე, საერთაშორისო ოსტატები - სოფიო ნიკოლაძე, ქეთი წაწალაშვილი, მერი არაბიძე, მირანდა მიქაძე, ანა გავაშელი, ფიდეს ოსტატი მადონა ბოკუჩავა, ასევე, მოზარდი თაობის წარმომადგენლები, რომლებმაც სხვადასხვა დროს თანატოლთა შორის მსოფლიოს და ევროპის პირველობებზე იყოჩაღეს.

ეროვნული ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაისად 10 იანვრიდან 12 მოჭადრაკის მონაწილეობით ჩატარდება წრიული სისტემით. საუკეთესო შვიდეული ცნობილია: საქართველოს 67-ე ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზიორები - სალომე მელია, ნინო ხურციძე, მაია ლომინეიშვილი, ოლიმპიური გუნდის წევრები - ლელა ჯავახიშვილი, სოფიკო ხუხაშვილი და ბელა ხოტენაშვილი, ასევე, რუსეთში მცხოვრები ნაზი პაიკიძე, რომელმაც წლეულს მოსკოვისა და რუსეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა მოიგო და სუპერფინალში მე-4 ადგილი დაიკავა.

თითოეულმა მათგანმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალში თამაშის სურვილი წერილობით 25 დეკემბრამდე უნდა დაადასტუროს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტური ადგილები შეივსება პირველლიგელებით, რომლებმაც გუშინ პირველი ტურის (შეჯიბრების დირექტორია ზურაბ მიქაძე, მთავარი მსაჯი - ლელა თანდაშვილი) პარტიები გაითამაშეს: ნინო ბაციაშვილი-მარიამ თევზაძე 1:0, თეკლა მაჭარაშვილი-მირანდა მიქაძე 0,5:0,5, სოფიო გვეტაძე-ნინო ხომერიკი 1:0, ადა კაკუტია-მაკა ფურცელაძე 0:1, მერი არაბიძე-ლიზი ტრაპაიძე 1:0, მაია მუმლაძე-ქეთი წაწალაშვილი 0:1, ალა ვახანია-მარიამ ჯავახიშვილი 1:0, თათია კოხრეიძე-ანა გავაშელი 0:1, მადონა ბოკუჩავა-მარიამ ვალიშვილა 1:0, ნანა მელაძე-ანა კუჭავა 0:1, ნინო კეკელიძე-მარიამ შუბითიძე 1:0, ქეთი ჭუმბურიძე-ლიკა კობეშავიძე 1:0, ნატო იმნაძე-ნინო გოგოხია 1:0, სოფიო გუგეშაშვილი-დეა გოგიშვილი 0:1, ანა შამათავა-დალი ნანეიშვილი 1:0. ელენე პეტრიაშვილი-სოფიო ნიკოლაძე 0:1.

დღეს მეორე ტურის პარტიები გაიმართება.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა