კატალონიელმა ექიმმა "რეალის" ფორვარდს ოპტიმიზმის საფუძველი მისცა

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა გონსალო იგუაენმა ბარსელონაში კიდევ ერთი სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა, რომელიც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. კატალონიელი ექიმის ენრიკე სასერესის თქმით, რომელიც ზურგის ტრავმების მკურნალობის დარგში მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტია, მოვლენების გარკვეული მიმართულებით განვითარების შემთხვევაში, ფეხბურთელი ვარჯიშის განახლებას უკვე მომავალ კვირაშივე შეძლებს. იმ შემთხვევაშიც კი თუ ქირურგიული ჩარევა აუცილებელი გახდება, ფეხბურთელს ჯანმრთელობის აღსადგენად თვენახევარზე მეტი არ დასჭირდება.

"დიახ, "ხერხემლის თიაქარის" დიაგნოზი დადასტურდა, მაგრამ მკურნალობის უახლოესი სამი დღის განმავლობაში მისი მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია. ამ შემთხვევაში ოპერაცია საჭირო აღარ იქნება და იგუაენი მომავალ კვირაში ვარჯიშის დაწყებას შეძლებს. მაგრამ თუ ორშაბათისთვის უკეთესობა არ იქნა, მაშინ ქირურგიული ჩარევა გახდება საჭირო, რომლის შემდეგაც ფეხბურთელი 6 კვირამდე ვადაში მწყობრში ჩადგება", -განაცხადა სასერესმა.

ენრიკე სასერესს ისეთ ცნობილ ფეხბურთელებთან უმუშავია, როგორებიც არიან ტიერი ანრი, იაია ტურე და სანტიაგო კასორლა. კატალონიელი ექიმი ყოველთვის მკურნალობის არაქირურგიულ საშუალებებს ემხრობოდა, რასაც იგუეანის შემთხვევაშიც გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ანრიმ ამ სპეციალისტთან ზურგის მკურნალობის შემდეგ კარიერაში ერთერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა.

შესაძლოა "სამეფო კლუბის" თავდამსხმელი პარიზშიც გაემგზავროს კიდევ ერთ სპეციალისტთან გასასინჯად, რომელთან კონსულტაციები იმავე ანრისაც გაუვლია.

მომზადებულია AS-ის მიხედვით

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა