ლინდსი დიდების დარბაზში
როგორც 2 მარტის ნომერში ვწერდით, აზიაში შეიქმნა ჩოგბურთის პრემიერლიგა (International Premier Tennis League). ეს ტურნირი წლის ბოლოს აზიაში გაიმართება და მასში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. 2 მარტს დუბაიში გაიმართა ტურნირის დრაფტი და მონაწილეებმა გუნდების შემადგენლობები დააკომპლექტეს. თითო გუნდი თითო მასპინძელ ქალაქზე იქნება მიბმული:

მუმბაი: რაფაელ ნადალი (ესპანეთი), პიტ სამპრასი (აშშ), გაელ მონფილსი, ფაბრის სანტორო (ორივე - საფრანგეთი), როჰან ბოპანა, სანია მირზა (ორივე - ინდოეთი), ანა ივანოვიჩი (სერბეთი).

სინგაპური: ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი), სერენა უილიამსი, ანდრე აგასი (ორივე - აშშ), ლეიტონ ჰიუიტი, პატრიკ რაფტერი, ნიკ კირგიოსი (ყველა - ავსტრალია), დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკეთი), ბრუნო სოარეში (ბრაზილია).

ბანგკოკი: ენდი მარეი (ბრიტანეთი), ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი), ვიქტორია აზარენკა (ბელორუსი), დანიელ ნესტორი (კანადა), კარლოს მოია (ესპანეთი), კირსტენ ფლიპკენსი (ბელგია).

დუბაი: ნოვაკ ჯოკოვიჩი, იანკო ტიპსარევიჩი, ნენად ჟიმონჟიჩი (ყველა - სერბეთი), კაროლინ ვოზნიაცკი (დანია), გორან ივანიშევიჩი (ხორვატია), მარტინ ჰინგისი (შვეიცარია), მალეკ ჟაზირი (ტუნისი).

ტურნირი 17 დღე გაგრძელდება (28 ნოემბერი-20 დეკემბერი). თითო თამაში ხუთი სეტისგან იქნება შემდგარი: გაიმართება თითოსეტიანი მატჩები მამაკაცებისა და ქალების ერთეულებში, მამაკაცთა წყვილში, შერეულ წყვილსა და ლეგენდებს შორის.

ლინდსი დიდების დარბაზში

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, "დიდი სლემის" ტურნირების სამგზის ჩემპიონი ლინდსი დევენპორტი ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს.

ამერიკელთან ერთად, ამგვარი პატივი ერგოთ ლეგენდარულ მწვრთნელს ნიკ ბოლეტიერის, პარალიმპიური თამაშების ხუთგზის პრიზიორს შანტალ ვანდეირენდონკს, ფუნქციონერს ჯეინ ბრაუნ გრაიმსსა და კომენტატორს ჯონ ბარეტს.

დევენპორტმა პირველად "დიდი სლემის" ტურნირი 1998 წელს მოიგო. ერთი წლის შემდეგ ის უიმბლდონის ტრიუმფატორი გახდა, 2000 წელს კი ავსტრალიის ღიაზე გაიმარჯვა. გარდა ამისა, ამერიკელი 1996 წელს ატლანტის ოლიმპიადის ჩემპიონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ნადალი ბუენოს აირესის ჯურღმულებში
უიმბლდონის 10 დიადი მატჩი: როჯერისა და პიტის ერთადერთი ჯახი
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
რაფაელ ნადალი სამპრასს დაემუქრა
ᓚᓘᓜᓓᓡᓘ ᓓᓐᓕᓔᓜᓞᓝᓠᓢᓘᓡᓡ ᓓᓐᓛᓡᓐᓮᓣᓠᓔᓑᓣᓚᓘ ᓐᓦᓘᓐᓠᓔᓑᓐ
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
პიტ სამპრასმა ჩოგბურთისგან მოიწყინა
უიმბლდონის 10 ფაქტი: რა უნდა ვიცოდეთ "დიდი სლემის" ყველაზე ძველი ტურნირის შესახებ
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
უიმბლდონი 2013: ციფრები ლაპარაკობენ
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
აშშ-ის ღია პირველობა: ბალახიდან ჰარდზე გრუნტის გავლით
სერენა უილიამსის 10 გაელვება
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის