ფლორიანოპოლისში ჩეხმა იმარჯვა
აკაპულკოში ქალებიც თამაშობდნენ, სადაც პირველ ნომრად განთესილი იყო ავსტრალიის ღიას ფინალისტი დომინიკა ციბულკოვა. მექსიკაში მისი მეტოქე არ მოიძებნა და რომ არა რთული ფინალი, იმის თქმაც შეიძლებოდა, რომ ეს ტურნირი მისთვის გასეირნება იყო.

ციბულკოვამ ოთხ მატჩში შვიდი სეტი მოიგო და არც ერთი არ წააგო. ნახევარფინალში სლოვაკმა მხოლოდ ნახევარი საათი გაატარა კორტზე, რადგან მისმა მეტოქემ შუაი ჟანგმა ტრავმის გამო ვერ გააგრძელა შეხვედრა.

ციბულკოვას მეტოქედ ფინალში კანადელ ეჟენი ბუშარს ვარაუდობდნენ, მაგრამ მან მოულოდნელად სამ სეტში წააგო ფრანგ კაროლინ გარსიასთან. სხვათა შორის, ამ უკანასკნელისთვის ეს იყო პირველი მოგება კარიერაში TOP20-ის მოთამაშეების წინააღმდეგ.

მაგრამ გარსიამ ფინალამდე ვერ მიაღწია, რადგან ნახევარფინალში ამერიკელ კრისტინა მაკჰეილთან წააგო იმის მიუხედავად, რომ მესამე სეტში 2:0-ს იგებდა.

ფინალი სანახაობრივი გამოვიდა. ციბულკოვას დიდი ჯაფა დაადგა ტიტულის ასაღებად. ბრძოლა 2 საათი და 54 წუთი გაგრძელდა. პირველ პარტიაში დომინიკამ ტაი-ბრეიკზე გაიმარჯვა, მაგრამ ამერიკელმა გაათანაბრა ანგარიში. მესამე სეტში ციბულკოვა 5:2 დაწინაურდა, მაგრამ ნაადრევად მოდუნდა და კინაღამ დაისაჯა. მაკჰეილმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ციბულკოვას მოწოდება დაეხმარა. სლოვაკი რეიტინგში მისთვის სარეკორდო მე-11 ადგილზე ავიდა.

ჩეხი კლარა ზაკოპალოვა საუკუნის დასაწყისში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ჩოგბურთელად მიიჩნეოდა, მაგრამ ვერ შეძლო პოტენციალის რეალიზება. მართალია, ის რეგულარულად თამაშობდა WTA-ის ტურნირების ფინალებში, მაგრამ 2005 წლის შემდეგ არ მოეგო ტიტული. ამ ცხრა წლის განმავლობაში, ჩეხმა ექვს ფინალში ითამაშა და ყველა წააგო, მათ შორის, წელს ჰობარტში, როცა გადამწყვეტი მატჩი გარბინ მუგურუსას დაუთმო. და აი, ეს ჩოგბურთელები გასულ კვირას ფლორიანაპოლისის ფინალში ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და 32 წლის ზაკოპალოვამ ნახევარფინალსა და ფინალში პირველ ორ ნომრად განთესილ ესპანელებს - კარლა სუარეს ნავაროსა და მუგურუსას აჯობა. არადა, ეს უკანასკნელი გადამწყვეტ მატჩში 6:4, 5:2-ს იგებდა და აქედან მოყოლებული, ზაკოპალოვამ ზედიზედ 11 გეიმი აიღო!

აკაპულკო

ფინალი

დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 1)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 7:6(3), 4:6, 6:4.

ფლორიანაპოლისი

ფინალი

კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 3)-გარბინ მუგურუსა (ესპ, 2) 4:6, 7:5, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა