ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ფიფას გადაწყვეტილებას მუნდიალის რუსეთში გამართვის შესახებ "სამარცხვინო" უწოდა
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა თავის სვეტში გაზეთში - The Sun, ფიფას გადაწყვეტილებას მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის რუსეთში გამართვის შესახებ "სამარცხვინო" უწოდა. ვენეიბლზის თქმით, პლანეტაზე ორი საიდუმლო ორგანიზაცია დარჩა - ფიფა და კგბ (სინამდვილეში კგბ 1991 წლის დეკემბერში გაუქმდა).

ვენეიბლზი ვარაუდობს, რომ რუსეთის საიდუმლო სამსახურებმა თავიანთი ფინანსური შესაძლებლობები გამოიყენეს და პოლიტიკური ინტრიგების წყალობით ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ხმის მიცემაში რუსეთის გამარჯვებას მიაღწიეს. მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ამ მოვლენის არავითარი სხვა ახსნა არ გააჩნია.

ვენეიბლზმა ხაზი გაუსვა, რომ ინგლისის განაცხადი, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ორგანიზატორობის ერთერთი პრეტენდენტი იყო, ფიფას ყველა კრიტერიუმს პასუხობდა. განაცხადის პრეზენტაციაზე კი სახელმწიფოს პირველი პირები - პრინცი უილიამი და პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ჩავიდნენ, თუმცა ტურნირის მასპინძლობა რუსეთს უბოძეს, რომლის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი "ხმის მიცემაზე არც კი ჩასულა". მწვრთნელის აზრით, რუსეთის განაცხადს ინგლისზე მაღლა საღ გონებაზე მყოფთან არავინ დააყენებდა.

ვენეიბლზის თქმით, თუ ფიფას ჩინოვნიკებმა ადრევე გადაწყვიტეს მსოფლიოს ჩემპიონატი იმ ქვეყნისთვის ებოძებინათ, რომელსაც მსგავსი დონის ტურნირი არასდროს ჩაუტარებია, შეეძლოთ ამის შესახებ ადრევე ეთქვათ და ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია საგანაცხადო კამპანიაზე დახარჯულ 15 მილიონ ფუნტს დაზოგავდა. სპეციალისტმა გამოთქვა აზრი, რომ "ფიფას საიდუმლო აგენტების წყალობით" ინგლისი ვერსადროს გაიგებს იმ მიზეზებს, რის გამოც რუსეთს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ორგანიზატორობის უფლება მიანიჭეს.

რუსეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარების უფლება 2 დეკემბერს, ციურიხში, ფიფას აღმასრულებელი კომიტეტი სხდომაზე მიიღო. ხმის მიცემის მეორე ტურში რუსეთის განაცხადმა დიდი უპირატესობით გაუსწრო ესპანეთი-პორტუგალიის და ბელგია-ჰოლანდიის ერთობლივ განაცხადებს. ინგლისის განაცხადი ბრძოლას პირველი ტურის შემდეგ გამოეთიშა.

67 წლის ვენეიბლზი ინგლისის ნაკრებს 1994-1996 წლებში ხელმძღვანელობდა. ის მწვრთნელად აგრეთვ ესპანურ "ბარსელონაში", ინგლისურ "ტოტენჰემში", ავსტრალიის ნაკრებში და კიდევ რამდენიმე გუნდში მუშაობდა.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა