"ლოს ანჯელეს ლეიკერსის"ერთ-ერთმა ლიდერმა პაუ გასოლმა, შესაძლოა, რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამოტოვოს

"ლოს ანჯელეს ლეიკერსის"ერთერთმა ლიდერმა პაუ გასოლმა, შესაძლოა, რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი გამოტოვოს, თუმცა თავად ესპანელი დარწმუნებულია, რომ ბარძაყის ტრავმის მიუხედავად შეძლებს დღეს "საკრამენტო კინგზის" წინააღმდეგ მოედანზე გასვლას. პაუ სამედიცინო ტესტს გაივლის და ამის შემდეგ გაირკვევა, მოახერხებს თუ არა ის თამაშს.

ამავდროულად, გასოლმა აღიარა, რომ რამდენიმე წამყვანი მოთამაშის ტრავმის გამო დატვირთვები ერთი ორად გაიზარდა და ამან უარყოფითად იმოქმედა ესპანელის ფიზიკურ მდგომარეობაზე. ბოლო ტურებში პაუ ისეთი შედეგიანი არ არის, როგორიც რეგულარული ჩემპიონატის სტარტზე იყო.

"ფეხი ჯერ ისევ მტკივა და უსიამოვნო შეგრძნება არ გასულა. ახლა ჩვენ არ გვყოფნის მოთამაშეები, ამიტომაც არსებული სიცარიელის შევსება მე მიწევს. ამას მომავალშიც გავაკეთებ, მთავარია, ჯანმრთელობა არ გავიუარესო. აუცილებელია მაქსიმალურად მოვინდომო და ბიჭების დაბრუნებას დაველოდო.

დღეს ფილ ჯექსონმა მითხრა, რომ იმაზე ორი წუთით მეტს ვთამაშობ, ვიდრე შარშანდელ სეზონში. ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს არც ისე ბევრია, მაგრამ უკვე ვგრძნობ, რამდენად გადაღლილი ვარ. ბოლო პერიოდში ბარძაყის კუნთზე ძლიერი დატვირთვები მქონდა და ამან ძალიან იმოქმედა ძველ ტრავმაზე", - ამბობს გასოლი ESPN-თვის მიცემულ ინტერვიუში.

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა