18 წლის შემტევი ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ სათანადო ყურადღებას საქართველოშიც მიაქცევენ
18 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ილურიძე რუსეთის პრემიერლიგის მახაჩყალის "ანჟიში" თამაშობს. წესით, ასეთი დონის ჩემპიონატში დასაქმებულ ახალგაზრდას საქართველოში კარგად უნდა ვიცნობდეთ, მაგრამ... მისი თამაში ჩვენში მხოლოდ ორიოდე სპეციალისტს უნახავს, ასაკობრივ ნაკრებებში კი არ უთამაშია.

- არ გითამაშია არც ერთ ნაკრებში, არც სტატისტიკა გიწყობს ხელს, არც გამოცდილება, არც ასაკი და პრემიერლიგის გუნდში ასეთი უცნობი ფეხბურთელი როგორ მოხვდი?

- ეს ყველაფერი მარტივად მოხდა. ჩემი მეგობარი მამუკა ჯუღელს იცნობს და უთხრა, ასეთი და ასეთი ფეხბურთელია, იქნებ ყურადღება მიაქციოო. თურმე მამუკა დაინტერსებული იყო და თავად მეძებდა. მოკლედ, მისი შუამავლობით ომარ თეთრაძემ "ანჟიში" მიმიწვია, სამი შეკრება გავიარე და მახაჩყალელებმა კონტრაქტი შემომთავაზეს.

- მანამდე სად თამაშობდი?

- უმთავრესად თბილისის "დინამოს" აკადემიაში, ზოგჯერ დუბლებშიც მათამაშებდნენ.

- მერე "დინამომ" როგორ გაგიშვა?

- კონტრაქტი არც მქონდა და უპრობლემოდ წამოვედი.

- ჯუღელი თავად მეძებდაო - საიდან გიცნობდა?

- "ანჟიში"პირველად 2009 წელს, 16 წლისა გამსინჯეს და ჯუღელს და თეთრაძეს მოვეწონე, მაგრამ ვერ დამტოვეს. საქმე ისაა, რომ არასრულწლოვანს, რომელიც არ არის რუსეთის მოქალაქე, კონტრაქტს ვერ გაუფორმებენ. წლეულს კი "ანჟიში" 17 წლისა ჩავედი, სეზონის დაწყებამდე, 20 თებერვალს 18-ის ვხდებოდი და ეს პრობლემა ხელს ვეღარ შემიშლიდა.

- ზოგადად ვიცით, რომ შემტევი ხარ, მაგრამ შენი ამპლუა ზუსტად რომელია?

- "დინამოს" აკადემიაში სამ თავდამსხმელში მარცხნივ მაყენებდნენ, "ანჟიში" კი გაჯი გაჯიევი პლეიმეიკერად მათამაშებდა.

- მომავალ სეზონსაც "ანჟიში" ჩაატარებ?

- ჯერ არ ვიცი, რაღაცები გასარკვევია.

- კონკრეტულად?

- მამუკა ჯუღელმა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" გადასვლა შემომთავაზა. თუ ეს საკითხი გადაწყდა, მახაჩყალაში აღარ დავბრუნდები. ახლა, ფაქტობრივად, "ანჟიდან" წამოსულად ვითვლები, რადგან სეზონის ბოლოს კონტრაქტი დამიმთავრდა. მართალია, ახალ ხელშეკრულებას მთავაზობდნენ, მაგრამ თანხმობას არ ვჩქარობ. "ვოლგაც" პრემიერლიგის კლუბია, ბევრი ქართველია და ჩემთვის იქ თამაში უფრო მიმზიდველია.

- სხვათა შორის, უცანური ისაა, რომ "ანჟიდან" ქართველები ჯგუფად წავიდნენ, გაჯი გაჯიევმა კი მათ შორის ყველაზე გამოუცდელი გუნდში დაგტოვა.

- მიხარია, რომ მთავარ მწვრთნელს მოვწონვარ და სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე თავის გამოჩენის შანსი მომცა. წამოსვლამდე სწორედ გაჯიევმა მითხრა, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმება სურდა. ის ყოველთვის კარგად და გულისხმიერად მექცეოდა. თავადაც ხვდებით, ეს ახალგაზრდისთვის უცხო გარემოში ბევრს ნიშნავს.

- კეთილგანწყობილი თუ იყო, ბოლო ტურებში რატომ აღარ გათამაშებდა?

- ჯერ ერთი, კოჭის დავიშავე. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ წასვლას ვაპირებდი. ასეთ დროს ფეხბურთელს არსად ათამაშებენ. დარჩენაზე თანხმობა რომ მეთქვა, სხვა საქმეა, აუცილებლად მათამაშებენ. თუმცა ჯერ ვერ ვიტყვი, რომ "ანჟი" საბოლოოდ დავტოვე.

- "ვოლგაში" გადასვლა თეთრაძემაც შემოგთავაზა?

- მასთან არ მილაპარაკია, მაგრამ ჯუღელი ხომ "ვოლგაში" მუშაობს, ასე რომ, ეს ოფიციალური შეთავაზებაა.

- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ახალგაზრდულ ნაკრებში რატომ არ თამაშობდი? თითქოს ჩამოსვლის პრობლემაც გქონდა.

- არანაირი პრობლემა არ მქონია და იმასაც ვერ გეტყვით, რატომ არ მათამაშეს. ეს ჩემი გადასაწყვეტი არც არის. მე მხოლოდ ვიცი, რომ შეკრებაზე საკმაოდ კარგ ფორმაში ჩამოვედი, მერე კი მწვრთნელი დამაკვირდა და ეტყობა, ვერ მენდო. მერე საერთოდ აღარ გამომიძახეს, რაზეც გული დამწყდა.

- უცნაურია, რუსეთის პრემიერლიგაში ნათამაშებ ფეხბურთელს ასაკობრივ ნაკრებში არც ერთი ოფიციალური შეხვედრა არ ჩაგიტარებია.

- გელა შეყილაძემ აზერბაიჯანთან ორი ამხანაგური მატჩი მათამაშა, ისიც 20 წუთი.

- პორტუგალიაში ჩასატარებელი შესარჩევი მატჩებისთვის არც ვლადიმერ გუცაევმა გამოგიძახა?

- ბატონი ვოვა დაინტერესებული იყო და გამომიძახა, მაგრამ მაშინ კოჭი მტკიოდა, დროულად ვერ მოვირჩინე და შეკრებაზე ჩემ ჩამოსვლას აზრი არ ჰქონდა. თუმცა ასაკი ხელს მიწყობს, კარგად მოვემზადები და მწვრთნელის ნდობის მოპოვებას შევეცდები. არა მხოლოდ ახალგაზრდულში, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზე ვოცნებობ.

- "დინამოს" აკადემიიდან რუსეთში ბევრად უკეთესი დონის ჩემპიონატში მოხვდი - სხვა ტალღაზე გადართვა არ გაგიჭირდა?

- რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდა. ჯერ ენის უცოდინარობა მაბრკოლებდა, თუმცა რუსული ვისწავლე და გუნდსაც იოლად შევეგუე. რუსეთში დიდი მოთხოვნებია, გაცილებით მეტი დატვირთვები და სისწრაფეებია. კარგად მახსოვს, პრემიერლიგაში ჩატარებულ პირველ შეხვედრაში მოსკოვის "სპარტაკთან" როგორ გამიჭირდა. ფეხები არ მემორჩილებოდა, დაცვის დახმარებას ვერ ვახერხებდი, 25 წუთში უსაშველოდ დავიღალე. მერე კი ისე შევეჩვიე, ძალიან გამიკვირდა. ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. კლუბი ფიზიკურად ინდივიდუალურად მამზადებდა და მერე და მერე თავი ბევრად უკეთ ვიგრძენი. როდესაც დიდი მოთხოვნებია, გადაეწყობი კიდეც და ეს შედეგს იძლევა.

- გულახდილად თქვი, საქართველოდან ყურადღება გაკლდა?

- რა დასამალია და, ასეა. რუსეთის პრემიერლიგაში 5 შეხვედრა ჩავატარე, რაც 18 წლის ბიჭისთვის პატარა ამბავი არ არის. ვფიქრობდი, დაინტერესდებიან-მეთქი, მაგრამ ნაკრებში ერთი შეხვედრაც ვერ ჩავატარე, რომელიმე ევროპულმა კლუბმა რომ მნახოს... 20-წუთიანი თამაშით ვინ შემამჩნევს? არავის ნიშნის მოსაგებად არ ვლაპარაკობ, მაგრამ ყურები არ ჩამომიყრია, მეტი მონდომებით ვივარჯიშებ, ვითამაშებ და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან მწვრთნელები მენდობიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა