"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ კლუბის მესვეურებს მოსკოვის "სპარტაკთან" მოლაპარაკების დაწყება დაავალა

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" 18 წლის ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს გადაბირების მსურველი არ აკლია. უცხოური ვებგვერდები ანანიძით დაინტერესების შესახებ, არაერთხელ წერდნენ. "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "მილანი", "სევილია"... ამ კლუბებს ბოლოს სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" დაემატა. ახლახან კი ბრიტანელებმა გვამცნეს, "მანჩესტერ სიტი" მზად არის ანანიძის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გაიღოსო. თუმცა მანჩესტერელთა ამ წინადადებას მოსკოვური კლუბი ჯერ არ გამოხმაურებია.

ბუნებრივია, საინტერესოა, უნდა ველოდოთ თუ არა ზამთრის შესვენებისას ჯანოს ტრანსფერს. ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არავის აქვს, ყოველ შემთხვევაში, რამე მინიშნებაც კი არავის გაუკეთებია, "სპარტაკსაც" კი... ჯანოს "სპარტაკთან" გაისად, ზაფხულში უმთავრდება კონტრაქტი. მოსკოველებს ჩვენებური არ ეთმობათ და ახალი ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობენ. ანანიძეც არ არის წინააღმდეგი, მაგრამ თავისი პირობა აქვს. რუსული საიტების ინფორმაციით, ჯანო ხელფასის 100 ათასამდე გაზრდას ითხოვს. მის ამ პირობას რუსული კლუბი ჯერ არ გამოხმაურებია.

ამასობაში კი, დაინტერესებული "სიტი" ჯანოსთვის ბრძოლას აგრძელებს. ამის დასტურად გუშინ გავრცელებული ცნობაც გამოდგება. რუსული საიტი Euro-football.ru იუწყება, რომ "მანჩესტერ სიტი" ყველა საშუალებას მიმართავს ანანიძის შესამატებლად. გუნდის თავკაცმა რობერტო მანჩინიმ კლუბის მესვეურებს მოსკოვის "სპარტაკთან" მოლაპარაკების დაწყება სთხოვა. მანჩინი თანახმაა, თუ ზამთარში ვერა, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მაინც მოახერხოს და ქართველი ტალანტი რუსულ კლუბს დაათმობინოს. ინგლისელებმა ჯანოსთვის გასაღები თანხა გააორმაგეს და მზად არიან ჩვენებურის სანაცვლოდ უკვე 12 მილიონი ევრო გადაიხადონ.

GCH
ჯანო მაგარი ფეხბურთელია.წინ დიდი მომავალი აქვს . მაგრამ ხრუ ინფორმაციებს ნუ დებთ და ინფორმაციის წყარო მიუთითეთ... ჯანოს სურვილს სიტიც გამოთქვამს და რეალი და ბარსაც ) მაგრამ ახლა არაა რამე შემოთავაზება და ხალხს ტვინს ნუ ურევთ რა..
zaza
ნუ აბოლებთ ხალხს ცრუ ინფორმაციებით. გასაგებია, რომ გინდათ გაზეთი გაყიდვადი იყოს მაგრამ ყველაფერს საზგვარი აქვს. ფულის გამო ყველაფერს ნუ კადრულობთ, სირცხვილია..............
manuchari
გთხოვთ კიდევ ერთხელ, მოგვაწოდოთ ზუსტი ლინკი იმ საიტისა რომელმაც ეს ინფპრმაცია გაავრცელა. Euro-football.ru -ზე ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი არ არის მოცემული. ან აგიარეთ რომ ტყუილს ავრცელებთ. p.s. მე ჯანოს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მის კარიერაში. ვისურვებდი, რომ მისი ყიდვის სურვილი გამოეთქვას არა მარტო სიტი,ს არამედ სხვა მასზე უფრო ძლიერ ევროპულ კლუბებს.
nika
ინფორმაციის წყარო მიუთითეთ სწორად თუ ტყუილია არ არის
miriana
კვირას 5 დეკემბერს ტორპედოსპარტაკი.ყველანი სტადიონზე. 18 საათზე
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა