ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გოჩა თანდარაშვილის სიბრძნე სიცილისა

გოჩა თანდარაშვილის სიბრძნე სიცილისა

”სოჭი 2014, ფორმულა 1-ის ეტაპი, 2018 წლის მუნდიალი - ასე ცდილობს დასავლეთი რუსეთის გაკოტრებას”

რუსეთმა ბოლოს და ბოლოს მიაგნო გზას იმისათვის, რომ მისი ნაკრები მოხვდეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. 2018 წელს ეს ღონისძიება ამ ქვეყანაში გაიმართება. სავარაუდოდ, რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია კონტრაქტს გაუფორმებს ვლადიმერ პუტინს, რომელმაც შეძლო ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფინალურ რაუნდში გაყვანა.

არადა, მასპინძლობაზე ერთერთი კონკურენტი ინგლისი იყო. ახლა კი, რა გამოვიდა? წარმოიდგინეთ, 1966 წლის შემოდგომაზე დაბადებული ჯიგარი, ლუდის სმისგან გასიებული ღიპიანი ინგლისელი, რომელსაც "კიდერმინსტერი"-"დარლინგტონის" თამაშიც კი არ გაუცდენია, შეიძლება საკმაოდ ხანშიშესულ ასაკში ისე მოკვდეს, რომ თავის ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატი ვერ ნახოს... სამაგიეროდ, რამდენი რუსი გამოძვრება იურტადან თუ რაღაც ჯანდაბიდან და წავა სტადიონზე?

- საერთოდ, ამ ორი ქვეყნის საფეხბურთო ამბები რომ ერთმანეთს შევადაროთ, ორ ანეკდოტს შემოგთავაზებთ - ერთ რუსულს (სულ ცინცხალს) და ერთს ინგლისურს. რუსულით დავიწყოთ:

”2014 წლის სოჭის ოლიმპიადა, ფორმულა 1-ის ეტაპი, 2018 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი... აი, ასეთი ეშმაკური გზებით ცდილობს დასავლეთი რუსეთის გაკოტრებას” - ჯერ დამოკიდებულება ნახეთ და მერე იუმორი. სპეციალურად არ ამირჩევია ეს ანეკდოტი, ძირითადად ასეთი დამოკიდებულება იყო საიტებზე გუშინ.

ახლა ინგლისური:

- აბონემენტის მფლობელი ერთი ინგლისელი კაცი ზის ტრიბუნაზე და უყურებს ”მანჩესტერ იუნაიტედისა" და ”ლივერპულის" თამაშს. ”ოლდ ტრეფორდი" გადატენილია და მხოლოდ ერთი ადგილია თავისუფალი სწორედ ამ კაცის გვერდით. იქვე მჯდომი სხვა კაცი ეკითხება:

- ეს ადგილი ვის ეკუთვნის?

- აქ ჩემი ცოლი იჯდა ხოლმე.

- და დღეს რატომ არაა?

- გარდაცვლილია.

- და ვინმე მეგობარს ვერ მიეცით ბილეთი, რომ წამოსულიყო?

ვერავინ წამოვიდა, ყველანი ჩემი ცოლის დაკრძალვაზე არიან.

კარგი, რა უნდა ვქნათ, შევეგუოთ იმ აზრს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში გაიმართება და იმედი დავიტოვოთ, რომ საქართველოს ნაკრებს ჯგუფური ეტაპის მატჩების გამართვა სოჭში მოუწევს ხოლმე, ქართველები მაინც ცხოვრობენ ბევრნი. ინფრასტრუქტურას კი მიხედავენ რუსები კარგად, მარტო აქედან იმდენი უნიტაზი გაზიდეს...

ამ ამბებამდე კი ფეხბურთის მოყვარულს თუ არამოყვარულს მხოლოდ ერთი რამე ეკერა პირზე - ”ბარსელონა"-”რეალი". მართლაც სასწაული მოლოდინი იყო ამ მატჩისა და სწორედ მათ დაპირისპირებაში გაირკვა, რომ ესპანეთის საუკეთესო კლუბი ამ ეტაპზე არის... ”ჰერკულესი". აბა, ”ბარსას" სხვა ვერავინ უგებს და...

ისე, მე რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ადგილზე ვიყო, რაღაც-რაღაცებს გადავხედავდი. მაგალითად, წესებში აუცილებლად შესატანია ცვლილებები. მგონია, რომ ადამიანის სულიერი ტრავმა უფრო მტკივნეული და დამღუპველია, ვიდრე ფიზიკური. ამიტომ, იმისათვის, რასაც კატალონიური კლუბი აგერ უკვე რამდენიმე თამაშია აკეთებს, აუცილებლად დასასჯელია. ჯერ იყო და ის საწყალი ”ალმერია" რა დღეში ჩააგდეს და ახლა კიდევ ეს შენი განსაკუთრებული მოურინიო და მისი რაზმი. რამდენიმე თამაშიანი დისკვალიფიკაცია აუცილებელია ”ბარსელონას" მთელი გუნდისთვის. ყველა ფეხბურთელი რომ გამოტოვებს თამაშს, იქნებ მერე მაინც მოუგოს ვინმემ.

საქართველოში ყველას გექნებათ მოსმენილი ფრაზა, სიფხიზლეში რა კარგი ბიჭია და სიმთვრალეში გიჟდებაო. ეს სერხიო რამოსი რა უცნაური ვინმე ყოფილა?! ჩვეულებრივ არა უშავს და ნასვამზე რეები აკეთა? ხან ერთ ესპანელს მოსდო ყბაში, ხან მეორეს. არ მითხრათ ახლა ნასვამი არ იყოო. ვერ დავიჯერებ მაინც, მისი საქციელიდან გამომდინარე. ისე ესპანეთის ნაკრებში აღარ უნდა ნეტავ თამაში, რომ მიადგა ამ პუიოლს და ხავის და უბაყუნა? მე შენ გეტყვი, იქ ვინმე დაეხმარება თუ რა? კატალონიელები უფრო მეტნი არიან და თან ჯანსაც არ უჩივიან. მოკლედ, ეგ ნაკრებში ვეღარ მივა და ალბათ საბოლოოდ გადაწყვეტს სამსახიობო კარიერა გაიკეთოს. რამდენად შემოსავლიანია იქნება ეს მისთვის, არ ვიცი, ”აიაქსთან" სამსახიობო დებიუტი კი ფინანსურად წამგებიანი აღმოჩნდა.

არანაკლებ გადარეულია გერმანული ”შალკეს" მწვრთნელი ფელიქს მაგათი. თავისი გუნდის თამაშით ისე გამწარდა, საშინელ ყინვაში ავარჯიშებს ფეხბურთელებს და თან ხელთათამანების და გრძელი შარვლების ჩაცმას უკრძალავს. ეგ კიდევ რა?! მალე ჩემპიონატში შესვენება გამოცხადდება და მაგათსაც ორი შეკრება აქვს დაგეგმილი. ერთი იაკუტიაში, ჩრდილოეთით და მეორე ალასკაზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებს კი სპორტში მძიმე პერიოდი უდგას. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე მათაც ჰქონდათ პრეტენზია და ყატართან წააგეს, რაგბიში ჩვენმა ბიჭებმა შტატებთან შეხვედრისას რაც მოახდინეს ბოლო წამებზე, კი ვნახეთ, იქ კიდევ ვიღაცამ ქვეყნის პრეზიდენტ ბარაკ ობამას კალათბურთის თამაშის დროს ტუჩი გაუხეთქა და ბატონ ბარაკს 12 ნაკერი დაადეს. ა, ბატონო, მარტო ამაზეც ეტყობა ამერიკას, რომ დემოკრატიული ქვეყანაა, თორემ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი (უი, რომ დავწერე, მერე გამახსენდა, რომ პუტინი პრემიერ-მინისტრია და პრეზიდენტი სხვა ბიჭია, მაგრამ არა უშავს, იყოს) ძიუდოისტია და ხან ვის ეჭიდავება ხოლმე და ხან ვის, რატომ ერთხელ არ ამოუგდეს ბეჭი ან რამე არ ატკინეს?

მოკლედ, აშკარად მაგარი დაბოღმილი ვარ ახლა - ნაწერს რომ გადავხედე და თავს აღარ შეგაწყენთ. მაინც იმედი მაქვს, რომ რამე შეიცვლება და მსოფლიო ჩემპიონატი სხვაგან გაიმართება, თუნდაც ისევ სამხრეთ აფრიკაში. მე, პირადად, ვუვუზელას ჭყვიტინი მირჩევნია მაგათი ”შაიბუ, შაიბუს" მოსმენას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

• გარინჩა

ფეხბურთზე წერე, თუ შეგიძლია და ბოღმას ნუ ანთხევ! თუ რუსეთი ასე გიყვარს, რუსეთში გადაბარგდი. ისე, რუსეთიც დაიშლება და პუტან–პუტინიც ზედ მიყვება. გეტყობა, არ იცი, რაა არის რუსი და რუსეთი.

• archili

პუტინზე რომ წერ ჩვენ ყლინჯი(ჰალსტუხი)ჭამია პრეზიდენტზე რატომ არ წერ?იმიტომ რომ მისი კარის ჯამბაზი ხარ,ენა მახვილი,ნეტა ბარაკის ადგილზე მიშა რას იზამდა?

• kakha

მაგარი ბოღმა ხარ მიხუისტო.უყურე კურიერს და გჯეროდეს რომ რუსეთი დაიშლება.7 ნოემბრისთვის ხართ საცემები მთელი მიშას მასხრები

• terasini

ზაზა ნუ აქანავებ.....ფრთხილად 4ამოდი...ოღონდ რო გა4ერდება მერე:)))

• trumania

რუსეთს 50 მილიარდი უჯდება მსოფლიო ჩემპიონატიო სადღაც ეწერა და 50 დაუჯდება და 100 ამოიღებს. :D ჩაუდეს ალბათ 1-2 მილიონი ბლატერს და გამოცინცლეს ეს მსოფლიო ჩემპინატი :)

• zaza

რუსეთმა ბოლოს და ბოლოს მიაგნო გზას იმისათვის, რომ მისი ნაკრები მოხვდეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე...... როგორ მანამდე ხომ არ გასულა? პირველად გავიდა?

• citelieshmaki

გოჩა ლივერპული რას შვება ცელს ხოარ იცი????? :)))) რუსებს რააააააააააააააა??????????

ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა

"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს

ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა

ფუტსალი | საქართველო 2:2 ყირგიზეთი

პსჟ პაჩოს კონტრაქტს გაუგრძელებს

შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი

ქალთა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბენზემა ევროპაში დაბრუნდება? - ფრანგი ფორვარდის დამატება თურქულ გრანდს უნდა

პსჟ-ში ტრავმირებულები ბრუნდებიან - დემბელესა და მარკინიოსს "ლევერკუზენთან" თამაში შეეძლებათ

აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში?

[VIDEO] გამორჩეული დაპირისპირება მოულოდნელი გმირით - მამარდაშვილის "ლივერპული" სახლში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] კიტეიშვილის გამარჯვების გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმმა" 4:3 მოიგო

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი

"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა

"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?

[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე