ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ათგრადუსიანი ყინვაშიც საკმაოდ ცხელა

ათგრადუსიანი ყინვაშიც საკმაოდ ცხელა

ტულონში დავით ქუბრიაშვილის გუნდი ყველაზე ქართულ ფრანგულ კლუბს "მონპელიეს" უმასპინძლებს

ნოემბრის ტესტების გამო საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის გათამაშება ელიტურ, პირველ დივიზიონში შეჩერებული იყო. მიუხედავდ იმისა, რომ საფრანგეთში უჩვეულო დიდთოვლობაა, ქვეყნის უპირველესი ტიტულისთვის ბრძოლა მე-13 ტურის მატჩებით განახლდება.

შეგახსენებთ, რომ 41 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში ფრანგული რაგბის გრანდი, "ტულუზი" უდგას. მას ქულით ჩამორჩება ყველაზე ქართული ფრანგული კლუბი "მონპელიე". პლეი ოფში, ანუ ექვს საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრისთვის იბრძვის ჩვენებურთა კიდევ სამი გუნდი: "ტულონი", "კასტრი" და "კლერმონი".

მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი ტულონში გაიმართება. დავით ქუბრიაშვილის გუნდი მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიეს" უმასპინძლებს.

"ტულონი" ახლახანს მსოფლიოს სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მიზეზი კი ამ კლუბის პრეზიდენტის, მულტიმილიონერი მურად ბურჯელალის განცხადება იყო, რომელმაც ოფიციალურად გამოთქვა მზადყოფნა გუნდში ავსტრალიის ნაკრების უკანახაზელები დრიუ მიტჩელი, ადამ ეშლი-კუპერი და ჯეიმზ ოკონორი მიიწვიოს.

"ტულონში" ისედაც ბევრი ვარსკვლავია, თუმცა გუნდი ვერაფრით ახერხებს, სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცეს. გუშინ ბურჯელალამა კონტრაქტი გაუხანგრძლივა მწვრთნელს ფილიპ სენტ-ანდრეს. არგენტინის ნაკრებიდან გუნდს დაუბრუნდა მგეზავი ფელიპე კონტეპომი, თუმცა სენტ-ანდრემ ის სათადარიგოებში დასვა, რადგან გამოჯანმრთელდა ინგლისის ნაკრების მგეზავი ჯონი ვილკინსონი, შუამარბად კი (#12) მაფიელო კეფუ ითამაშებს.

სენტ-ანდრემ სათადერიგოთა შორის გაამწესა დავით ქუბრიაშვილიც. მის პოზიციაზე, მარჯვენა ბურჯად ახალზელანდიელი კარლ ჰეიმენი ითამაშებს.

საკდრო პრობლემებმა დარია ხელი "მონპელიეს". დაშავებულები არიან და ტულონში ვერ ითამაშებენ ფრანსუა ტრინ-დუკი და ტიმოსი ნაგუსა. საფრანგეთის ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნდა ლიდერი ფულენსე უოდრაოგო. დისკვალიფიკაციის ვადა დაუმთავრდა და ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება მამუკა გორგოძე.

შერკინების ბურჯი გიორგი ჟღენტი მწვრთნელებმა ფაბიენ გალტიემ და ერიკ ბეშუმ სათადარიგოებს შეუერთეს. გიორგი ჩხაიძე, გოდერძი შველიძე და მიხეილ ნარიაშვილი განაცხადში არ არიან.

"პლანეტრაგბის" პროგნოზით, მინიმუმ ხუთი ქულით მასპინძლები მოიგებენ.

კიდევ ერთი, მე-13 ტურის სუპერდაპირისპირებაა მოსალოდნელი კლერმონში, სადაც ჩემპიონები, დავით ზირაქაშვილი და კომპანია გათამაშების ლიდერ "ტულუზს" მასპინძლობენ.

მიუხდავად იმისა, რომ "ტულუზის" ქომაგებს ახალზელანდიელი ცხრა ნომრის ბაირონ კელეხერის "სტად ფრანსეში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებულმა ინფორმაციამ გუნება გაუფუჭათ, ისინი უიმედოდ მაინც არ არიან. "კლერმონთან" მატჩის წინ კლუბის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ კნტრაქტი გააგრძელეს იოან მაესტრიმ, იან დავიდმა და იოან მონტემ.

ამასობაში, "ვულკანები" მრისხანე მეტოქეს თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით დაუხვდებიან. ყველაზე დიდი დანაკლისი დიკსვალიფიცირებული კანადელი, შერკინების მეორეხაზელი ჯეიმზ კუდმორია. საფრანგეთის ნაკრებიდან დაბრუნდნენ მორგან პარა, ტომას დომინგო, ჟილიენ ბონერი, ორელიან რუჟერი და ჟულიენ მალზიო.

მწყობრშია არგენტინის ნაკრების პირველხაზელი მარიო ლედესმა, მისი თანამემამულე მარტინ სკელსო კი "ვულკანების" ბანაკს ტრავმირებული დაუბრუნდა. "კლერმონის" ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ვერნ კოტერმა მატჩის წინასწარ განაცხადში შეიყვანა საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილიც.

"პლანეტრაგბის" მიაჩნია, რომ ათგრადუსიანი ყინვის მიუხედავად, მოედანზე საკმაოდ დაცხება და "ვულკანები" მინიმალური სხვაობით მოიგებენ.

უმძიმესი თამაში ელის ანტონ ფეიქრიშვილისა და აქვსენტი გიორგაძის "კასტრს" შინ ვიცე-ჩემპიონ "პერპინიანთან". კატალონიელებს, რომლებიც წლეულს ჩვეულად წარმატებით ვერ ასპარეზობენ, სხვა და სხვა ქვეყნის ნაკრებებიდან დაუბრუნდნენ ოივიე ოლიბო, რომას ალვარესი, გრეგორი კორვე, ჰენრი ტუილაგი, კევინ ბულონი, ფარიდ სიდი და მაქსიმ მერმოსი.

პერპინიანელები ამჟამად 28 ქულით მე-9 ადგილზე არიან და ყველა ღონეს იხმარენ, სტუმრად "კასტრის" დამარცხებით, პლეი ოფში მოხვედრის შანსი რომ შეინარჩუნონ.

საამისოდ, ცხადია, მათ მასპინძლების წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ, რომლებიც 31 ქულით მეექვსე ადგილზე არიან და ამბიციაც აქვთ საპრიზო ადგილებისთვის ბოლომდე იბრძოლონ. გიორგაძე განაცხადში არ არის, ფეიქრიშვილი სათადარიგოთა შორისაა.

planetrugby ფიქრობს, რომ კატალონიელები საწადელს მიაღწევენ და მინიმუმ ხუთი ქულით მოიგებენ.

დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი", ბექა შეყლაშვილის "აჟენთან" ერთად, დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. დღეს ბრივში სწორედ ეს გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ბრიველები, ცხადია, ფავორიტები არიან, მაგრამ, არც აჟენელები დათმობენ რამეს. შეყლაშვილმა და კომპანიამ წინა ტურში მესამეადგილოსანი "მეტრო რასინგი" დაამარცხა და იგივეს მიღწევას, ცხადია, ბრივშიც ეცდება.

"პლანეტრაგბის"ს მიაჩნია, რომ მინიმუმ შვიდი ქულით "ბრივი" მოიგებს.

XIII ტური

ტულონი-მონპელიე, მეტრო რასინგი-სტად ფრანსე, კასტრი-პერპინიანი, ბურგუენი-ბიარიცი, ბაიონი-ლა როშელი, ბრივი-აჟენი, კლერმონი-ტულუზი.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი - 42 ქულა, 2. მონპელიე - 41, 3. მეტრო რასინგი - 35, 4. ბიარიცი - 33, 5. ტულონი - 32, 6. კასტრი - 31, 7. კლერმონი - 30, 8. ბაიონი - 28, 9. პერპინიანი - 28, 10. სტად ფრანსე - 28, 11. ლა როშელი - 19, 12. ბრივი - 19, 13. აჟენი - 15, 14. ბურგუენი - 10.

ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის

ქართველები ევროტურნირების ფინალში

ბექა საღინაძის ლელოთი ჩელენჯ თასის ფინალში!

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია

მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს