გერმანულმა წყაროებმა ბერნილელთა კარში გასულ ერთადერთ გოლში ლევან კობიაშვილიც დაადანაშაულეს

რუსეთში ჩემპიონატი დასრულდა, უკრაინის პრემიერლიჰა კი ზამთრის ძილს მიეცა. ბუნებრივია, ჩვენი მიმოსახილველი ლეგიონიც მნიშვნელოვნად "შეთხელდა" და მოსაყოლიც ბევრი არაფერია.

შაბათ-კვირას იტალიაში ქართველს ბურთი არ გაუგორებია. უკვე გატყობინებდით, რომ კახა კალაძისთვის საფეხბურთო წელიწადი დასრულდა. ამიტომაც "ჯენოა" ქართველთა ნაკრების კაპიტნის გარეშე ეწვია "ლეჩეს". ლევან მჭედლიძეც არ იყო "ემპოლის" განაცხადში, რომელიც სტუმრად "ალბინოლეფესთან" დამარცხდა - 0:2. ლევანს ტრავმის გამო არ უთამაშია.

არ უთამაშია არც ზურაბ ხიზანიშვილს, თუმცა მიზეზი ამჯერად სულ სხვაა - "შეფილდ უენსდეის" მოედანი მოყინული იყო და "რედინგი" იქ სათამაშოდ აღარ ჩასულა. საფრანგეთში გიორგი მაკარიძის "ლე მანი" დღეს მასპინძლობს "ტრუას".

გახსოვთ ალბათ, ლევან ყენიას შესახებ ახალი ინფორმაციით რომ გაგახარეთ - ლევანი უკვე შეუდგა ვარჯიშს და იანვარში მოედანზეც ვიხილავთ, მანამდე კი მაგათის "შალკემ" უქართველოდ სძლია "ბაიერნს" - 2:0.

მიუნხენში ქართული დუელი უნდა გვენახა, მაგრამ "მიუნხენის" ქართველ მცველ მათე ღვინიანიძეს საფეხბურთო ამბებისთვის არ სცხელა - ის ლამის "ლომების" ყველაზე სკანდალურ ფეხბურთელად იქცა. მოკლედ, ღვინიანიძეს "ჰერტასთან" არ უთამაშია, ბერლინელებმა კი მორიგი მარცხი იგემეს - 1:0. წაგებაც არის და წაგებაც - ლევან კობიაშვილის გუნდი მიუნხენურმა მარცხმა პირველიდან მე-5 ადგილზე ჩამოაგდო. გერმანულმა წყაროებმა მასპინძელთა ერთადერთ გოლში ლევან კობიაშვილიც დაადანაშაულეს. ჩვენებური შესვენებაზე შეცვალეს. ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუე" "ფორტუნას" ეწვია და 0:1 დამარცხდა. ქართველმა კაპიტანმა 90 წუთი ითამაშა. "კარლსრუე" 13 ქულით მე-16 ადგილზეა და გავარდნის პირასაა. "შპორტალმა" კობიაშვილს 4,5 ბალი დაუწერა, ხოლო იაშვილს - 4.

ჰოლანდიაში დიდი ანგარიშით დამარცხდა გურამ კაშიას "ვიტესი". მერაბ ჟორდანიას გუნდი "გრონინგენს" ეწვია და 1:4 წააგო. როგორც სხვებმა, ქართველმა მცველმაც ცუდად ითამაშა. "ვიტესი" 17 ქულით მე-15 ადგილზეა.

ბელგრადში 12 ათასი მაყურებელი დაესწრო "ცრვენა ზვეზდასა" და "ვოივოდინას" შეხვედრას, რომელიც 2:2 დასრულდა. გიორგი მერებაშვილს თავი ამჯერად არ გამოუჩენია. ის მეორე ტაიმში შეცვალეს. "ვოივოდინა" 31 ქულით მესამეა და 3 ქულით ჩამორჩება "ცრვენა ზვეზდას".

საბერძნეთის სუპერლიგაში "ერგოტელისის" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა გიორგი შაშიაშვილმა. კრეტელები "ირაკლისს" ესტუმრნენ და 1:1 დაუზავდნენ. "ერგოტელისს" 14 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა